„მთელი ცხოვრება ძველ სისტემას ვებრძოდი“

„მთელი ცხოვრება ძველ სისტემას ვებრძოდი“

„არ ველოდი, თუ მხარს დამიჭერდნენ. კონკრეტული მაგალითებისაგან თავს შევიკავებდი. მაშველთა კორპუსთან თანამშრომლობაზე არ წავედით. ის, რაც ძველი კრედიტის ექოს შეეხება, ღმერთმა დამიფაროს, ამაზე დღეს ვიფიქრო...“

გვესაუბრება გიორგი ბარამიძე.

- ყოველთვის პარტიის მთლიანობის მომხრე ვიყავი. ამდენად, ეს ცვლილება ადრეც უნდა მომხდარიყო. ამ მძიმე სიტუაციაში განხეთქილების ნიშნების არსებობაც კი დაუშვებელია. პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობის მომხრე ვართ და ჩვენი სიამაყეც სწორედ ეს არის. სმკ-ში იმდენი ღირსეული პიროვნება და ადამიანია, რომ შეუძლებელია ერთი აზრი იყოს.

რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ეს ჩემთვის მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო. არ ველოდი, თუ მხარს დამიჭერდნენ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და დიდი რისკია. მეც დავთანხმდი. პრაქტიკულად სხვა გამოსავალი არც მქონდა, საარჩევნო კამპანია ხომ მოკლე ვადაში უნდა ჩავატაროთ: ერთდროულად უნდა მოხდეს ორგანიზაციის სახის ჩამოყალიბება და წესრიგში მოყვანა. ვფიქრობ, ცვლილებები ორგანიზაციის სულისკვეთებაში უნდა მოხდეს. არ შეიძლება წევრები ურთიერთობების, პოზიციების გარკვევით ან შეჯიბრით იყვნენ დაკავებულნი.

პირველ რიგში, ეს უნდა დარეგულირდეს. კონკურენციას ჯანსაღი და ნორმალური ფორმები უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ზოგიერთი ორგანიზაცია სათანადო დონეზეც ვერ ფუნქციონირებს. შესაძლებელია შესაბამისი ცვლილებები კიდევაც მოხდეს. ამ თვალსაზრისით უკვე დაიწყო მუშაობა. მოწმდება თითოეული ფინანსებიდან დაწყებული და საორგანიზაციო საკითხებით დამთავრებული.

კონკრეტულ მაგალითებს ვერ დაგვისახელებთ?

- შემოწმება ჯერ არ დამთავრებულა, ამიტომაც კონკრეტული მაგალითებისაგან თავს შევიკავებ. დაინტერესებული ადამიანები შედეგებს გაიგებენ. აქ არაფერია დასამალი. ჩვენს ორგანიზაციაში გახსნილობის სულისკვეთება უნდა იყოს. არაფერი გვაქვს დასამალი. ამ პრინციპს შევინარჩუნებთ. როგორც პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ გია ჟორჟოლიანს, მაგრამ მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვეთანხმები.

რას გულისხმობთ?

- თუნდაც მაშველთა კორპუსთან დაკავშირებულ პოზიციას. საკითხი ასე იდგა: ვითანამშრომლოთ თუ არა მაშველთა კორპუსთან. ამის შესახებ დისკუსია ჯერ კიდევ 8-9 თვის წინ გვქონდა.

და როგორი იყო პოზიციები?

- რადიკალურად განსხვავებული. მათთან ურთიერთობის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ეს ყველამ იცოდა. საბედნიეროდ, პროცესები ისე განვითარდა, როგორც უნდა განვითარებულიყო. ჩვენ არ წავედით თანამშრომლობაზე იმ ძალებთან, რომლებიც საზოგადოების თვალში სამართლიანად არიან დისკრედიტებული. მადლობა ღმერთს, ამ ტენდენციამ, ამ ფრთამ ჩვენს პარტიაში გაიმარჯვა.

რა არგუმენტები ჰქონდა ბატონ გია ჟორჟოლიანსმკ-სთან თანამშრომლობის აუცილებლობა რომ ემტკიცებინა?

- ძირითადი არგუმენტი ალბათ ის იყო, რომ ის რეალური ძალაა და იქ არის ის ხალხი, ვისთანაც თანამშრომლობა შეიძლება. რა თქმა უნდა, სასარგებლო არგუმენტები არსებობდა, მაგრამ, ჩემი აზრით, საწინააღმდეგო გაცილებით მეტი იყო. ეს დრომაც დაამტკიცა. ჩვენი სიმართლე ყველა მონაცემებით დადასტურდა.

სხვა რა პრინციპული სხვაობა იყო?

- კორუფციის საკითხები აუცილებლად წამოიწევს წინ. კორუფციის საკითხები არა უშუალოდ კრიმინალურ სტუქტურებთან დაკავშირებით, არამედ სახელისუფლებო, რომლებიც მოვიდნენ თანამდებობებზე პოლიტიკური გზით და ქვეყნის ძარცვა-გლეჯაში ჩაებნენ, იგივე კრედიტების გამოყენება და სხვა.

ამბობენკრედიტი სმკ-მაც გაიტანაო...

- ეს ალბათ ძველი კრედიტის ექოა, რომელსაც მწვანეებს აბრალებენ. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ოთხი წლის უკან საგანგებო კომისია დაინიშნა. მისი დასკვნები არ იქნა გამოტანილი იმის გამო, რომ საკითხი კვლავ ღია ყოფილიყო. ეს ჭორი ახლა სმკ-ზე გადმოიტანეს, იმდენად, რამდენადაც ამ პარტიის ზოგიერთი წევრი სმკ-ს წევრები ვართ. მაგრამ, ვფიქრობ, საზოგადოება იცნობს თავის „გმირებს“. ამდენად, ეს ფაქტი არ მაღელვებს.

როგორ ფიქრობთახალი თანამდებობა თქვენს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია?

- ეს უფრო დამატებითი ტვირთი იყო. უფრო მეტი დატვირთვა, პასუხისმგებლობა და შესაძლებლობებიც მეტია.

თქვენზე ხშირად ამბობენრომ კომკავშირელიაორატომ ტოვებთ ასეთ შთაბეჭდილებას?

- ეს აბსოლუტური მონაჩმახია. ერთელ ჩემი გაღიზიანების მიზნით ეს ფრაზა თამრიკო ჩხეიძემ წამომაძახა, მერე ლუიზა შაკიაშვილმაც გაიმეორა. ვინც სტუდენტური და, საერთოდ, ეროვნული მოძრაობიდან მიცნობს, იმან იცის, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ძველ სტრუქტურებს ვებრძოდი. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ სტუდენტთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდით. კომკავშირთან არანაირი შეხების წერტილი არ მქონია. თუკი რამეს წამოიწყებდნენ (მაგალითად ძეგლების აღდგენა), მონაწილეობას ვღებულობდი. მაშინ სამშვილდეში ვიყავით, ვეხმარებოდით არქიტექტორებს. რექტორატის დახმარებით საფარის მონასტრის აღდგენა წამოვიწყეთ. ერთხელ სტუდენტური პრაქტიკაც გავაკეთებინეთ. ისეთი ბიჭები შევარჩიეთ, ვინც არც სვამდა და არც ეწეოდა. ჩემდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ იქიდან ორი ბიჭი დღეს უკვე ბერია. თუ ამას კომკავშირულ მოღვაწეობას დავარქმევთ, მაშინ არ ვიცი.

სამომავლოდ პრეზიდენტობაზე ხომ არ ფიქრობთ?

- ღმერთმა დამიფარო, ამაზე