რუსი მომღერლების თბილისში ბოლო დროს მომრავლებული კონცერტების აუცილებელი ატრიბუტი გახდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და უბილეთო ახალგაზრდების შეხლა-შემოხლა.
ბუინოვის კონცერტის დროს მომხდარ არეულობაზე „რეზონანსი“ უკვე იუწყებოდა.
17-18 ოქტომბერს სპორტის სასახლეში კონცერტები გამართა ბოგდან ტიტომირმა.
ექსცესები ამ კონცერტებსაც ახლდა. უბილეთოთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია ისევ დაუპირისპირდა წესრიგის დაცველებს, რასაც ისევ ხელკეტები და ცემა-ტყეპა მოჰყვა.