„საქართველო შევარდნაძისა და მეზვრიშვილის გარეშე“ - ასეთი მოწოდებებით შეხვდნენ თელავის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამომრჩევლებს.
„დღეიდან კახეთში მედეა მეზვრიშვილის ჩამოგდებისა და მისი დიქტატურის დამხობის პროცესი იწყება“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და შეკრებილ პენსიონერებს რაიონის გამგეობის შენობისკენ გაუძღვა იმის დასამტკიცებლად, რომ კახეთში მეზვრიშვილის აღარავის ეშინია.
„ნაციონალებმა“ თელავში მაჟორიტარობის კანდიდატი, წინანდლის ღვინის ქარხნის ყოფილი დირექტორი - თამაზ ხიდაშელი წარადგინეს.