„თუ პარტიას შიდაპოლიტიკური დემოკრატია არ აქვს, მისმა ლიდერმა ქვეყნის დემოკრატიაზე როგორ უნდა იმსჯელოს?“

„თუ პარტიას შიდაპოლიტიკური დემოკრატია არ აქვს, მისმა ლიდერმა ქვეყნის დემოკრატიაზე როგორ უნდა იმსჯელოს?“

[როზი ჯღამაია]
მომავალი არჩევნებისთვის მზადება ცესკოში ჯერ კიდე 30 მაისამდე დაიწყო. საარჩენო გარემოდან საარჩევნო კოდექსამდე ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი და მზაობა უკვე აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციაში. თუმცა, რა და როგორ მოხდება, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც პრესა.გემ ცესკოს თავმჯდომარესთან, ზურაბ ხარატიშვილთან ჩაწერა.

პირველ რიგში, 30 მაისის არჩევნების თქვენეული შაფასებით დავიწყოთ. –პირველი, რაც შეიძლება ითქვას, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უბნის დონეზე დაძაბულობა და კონფლიქტები ნაკლებად იყო. თავის მხრივ, მშვიდმა გარემომ ხელი შუწყო ადმინისტრაციასაც, რომ პროცედურების დაცვასთან დაკავშირებით თავისი შესაძლებლობები მეტად გამოევლინა.

გარდა ამისა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებისთვის საკმარისი დრო გვქონდა, რომ მოვმზადებულიყავით, ასევე იყო საკმარისი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსები, მაგრამ რაც მთავარია, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური (როგორც ოპოზიციური, ისე სამთვარობო) პარტიების, არასამთავრობო სექტორის და თავად ადმინისტრაციის მხრიდან, ყველას ჰქონდა ინტერესი, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო კარგად და ამანაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მშვიდი გარემო.

თუმცა, პრეტენზიები მაინც იყო.
–რა თქმა უნდა, იდეალური არჩევნები არსად არ ტარდება. აგერ ბრიტანეთის არჩევნები გვაქვს თვალწინ, სადაც ბევრი ხარვეზი და შენიშვნა დაფიქსირდა, თუმცა იქ არ დამდგარა არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან იქ სისტემისადმი ნდობა ძალიან მაღალია. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშვიდმა გარემომ ჩვენთანაც ნდობის ხარისხი მეტად გაზარდა, რამაც განაპირობა ის, რომ მთელი რიგი ხარვეზები, რაც 2008 წლის არჩევნების დროს ძალიან მწვავედ განიხილებოდა, სიმწვავე დაკარგა და უფრო ტექნიკური ხარვეზის ფორმა მიიღო. ჩვენ ყოველივე ამას ვითვალისწინებთ და ვსახავთ გეგმებს, მომავალში ეს ხარვეზები როგორ გამოვასწოროთ.

თუნდაც ბრიტანეთის საარჩევნო ხარვეზებზე საუბრისას ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრიტანეთისთვის უჩვეულო იქნება ის ხარვეზები, რაც ჩვენს რეალობაში გვაქვს.
–არსებითი განსხვავება მაინც ნდობის ხარისხია.

ქართულმა ცესკომ რამდენად მიაღწია ამ არჩევნებით მის მიმართ ნდობის მოპოვება?
–შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა წინა არჩევნებიგან განსხვავებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამაც ალბათ, გააცნობიერეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით თუ რამე არასწორად მიმდინარეობს, ეს საარჩევნო ადმინისტრაციის გარეთ ხდება. ეს ერთი მხრივ, დადებითია, მაგრამ მეორე მხრივ – გარეთაც ბევრი სამუშაო გვაქვს.

გარე სამუშაოში რას გულისხმობთ?
–პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ საარჩევნო წესების დაცვა მოხდა მაქსიმალურად, მაგრამ ახლა გამოჩნდა, რომ ყველა პოლიტიკური გუნდი არ ეთანხმება საერთო თამაშის წესებს და ბევრი მიიჩნევს, რომ ეს წესები მმართველ პარტიას მეტ უპირატესობას აძლევს.

თქვენ როგორ ფიქრობთ?
–მე ვფიქრობ, რომ ეს წესები მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს. აქამდე წესებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან თამაში მიდიოდა წესების გარეშე. რახან გადავედით წესებით თამაშზე, რაც მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, ახლა უნდა ვიფიქროთ, რომ ეს წესები მაქსიმალურად სამართლიანი იყოს.

ამ არჩევნებზე მთავარი პრობლემად ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება სახელდება, კიდევ რა არის ამ საარჩევნო სისტემის „აქილევსის ქუსლი“?
–მე ვიტყოდი, პარტიებს შორის თანაბარი კონკურენცია უნდა იყოს. საბაზრო ეკონომიკასთან პარალელს თუ გავავლებთ, რაც უფრო მაღალია კონკურენცია უფრო მეტად სარგებლობს მომხმარებელი. იგივეა პოლიტიკაშიც. თუ არ არის თანაბარი კონკურენცია და რომელიღაც მოთამაშის ხელში არსებობს მონოპოლიური ელემენტები, ასეთ დროს მომხმარებელი ზარალდება.

პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენტუნარიანობა თქვენ როგორ უნდა გაზარდოთ?
–აქ უკვე ბევრი კომპონენტია. ამ საკითხებზე ინტენსიურად ვფიქრობთ და უახლოეს მომავალში საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ორწლიან სამუშაო გეგმას უნდა დაედოს საფუძვლად. აქ იგულისხმება პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაზრდა და ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება. ის პრობლემები, რაც არჩევნების დროს რეგიონებში ვლინდება იმითაა გამოწვეული, რომ იქ არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს დამკვირვებლები არ ჰყავთ, რამაც უხეში დარღვევების პრევენცია უნდა მოახდინოს, ისეთების, როგორიცაა ბიულეტინების ყუთებში ჩაყრა, უხეში გაყალბებები საარჩევნო ადმინისტრაცის ფარგლებში და ა.შ.

ჩვენ თუ კონკურენცია არ შევქმენით, ცესკო ვერც წარმომადგენლებს დააყენებს, ვერც პოლიციას დააყენებს და ვერც სამხედრო ძალას გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩევნები რეგიონებში და ყველა წერტილში სამართლიანად ჩატარდეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ თითოეული სოფლის დონეზე კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას, რამაც ეთნიკურად და კომპაქტურად დასახლებულ არეალებში წესრიგი და არჩევნების სამართლიანად ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

დღევანდელი კანონმდებლობით მოქმედ მერს არ ევალება გადადგომა, ამიტომ გიგი უგულავას ყველა ნაბიჯი იფუთებოდა, როგორც მოქმედი მერის და არა მერობის კანდიდატის ნაბიჯი. ამდენად, არჩევნების დღეს მხოლოდ დამკვირვებლების არსებობა უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს, როცა არჩევნები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყება?
–ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ერთ–ერთი სერიოზული პრობლემაა და ამ არჩევნებზე ჩვენ მას პრიორიტეტადაც განვიხილავდით. თუმცა ეს პრობლემა ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მოცემული მომენტისთვის ყველა პოლიტიკური სუბიექტი ცდილობდა კანონით განსაზღვრული მოთხოვნები დაეცვა, მათ შორის მმართველი გუნდიდან.

მაგალითად?
მაგალითისთვის გამგებლები გადადგნენ, ისინი არ იყენებდნენ სამსახურებრივ მანქანას, მათი ტელეფონები ამორთული იქნა კორპორატიული მომსახურეობიდან. ამაზე რამდენიმე საჩივარიც კი შემოვიდა და ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ.

მესტიის ფაქტზე ცესკოს რა რეაგირება ჰქონდა?
–ეს ფაქტი ადმინისტრაციული საქმიანობის გარეთ გადის და სისხლის სამართლის და კრიმინალის ნიშნებს შეიცავს, რომლის გამოც ჩვენ სამე პროკურატურას გადავუგზავნეთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდებოდა უფრო დახვეწილად და კანონმდებლობის სრული დაცვით. ასეთი პრობლემები არა მარტო ჩვენთან, მეტნაკლებად, უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც დგას. ამიტომ, ჩვენ ამის დახვეწაზე უნდა ვიფიქროთ. როდესაც ჩვენი კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს არ მოითხოვს და ჩვენ ეს არ მოგვაჩნია სწორ პრინციპად, მაშინ, უნდა გადავიდეთ მის შეზღუდვაზე და თანაც, დეტალურად განვსაზღვროთ, რა რას ნიშნავს და რას გულისხმობს.

არჩევნებისთვის რას ნიშნავს, ის ფაქტი, როცა მმართველი პარტია შეზრდილია სახელმწიფო სტრუქტურებთან?
–მმართველი პარტია სახელმწიფო სტრუქტურებთან რომ არის შეზრდილი, ეს სადაო არ არის და ალბათ, იმისკენ უნდა ვიმუშაოთ, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი გამიჯვნა. თუმცა, ეს თემაც ცესკოს კედლებს გარეთ გადის და საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ცესკოს კი, როგორც ერთ–ერთ ყველაზე დაინტერესებულ სუბიექტს, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, მთელი რიგი მოსაზრებები აქვს, მაგრამ როგორ დაგვიჭერენ მხარს დაინტერესებული მხარეები, ძლიან მნიშვნელოვანია. თუ მმართველი პარტიის და სახელმწიფო სტრუქტურების გამიჯვნა მოხდა, მაშინ, ადმისნისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უფრო მარტივად შეგვიძლია ვისაუბრთ.

ნანა ლეჟავას მიერ მომზადებულ სიუჟეტში ასახული ფაქტი, სადაც ჩანდა როგორ ყრიდნენ ბიულეტინებს საარჩევნო ყუთებში, ერთი შეხედვითაც გაყალბების კლასიკური მაგალიათია, თუმცა რამდენად გამოდგება იგი მტკიცებულებად და გახდა თუ არა ეს ფაქტი ცესკოს მსჯელობის საგანი?
–ეს იყო ახალქალაქის, თუ არ ვცდები სოფ. კოხის მე–15 უბანი, მაგრამ ჟურნალისტს არ უთქვამს, რომ ამ ფაქტის გამო, ის უბანი გაუქმდა, ხოლო საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში. ამიტომ, ვფიქრობ, ჟურნალიტის მხრიდან, ამ ფაქტის გაშუქებას მიზანმიმართული არაკეთილსინდისიერი განზრახვა ჰქონდა საფუძვლად.

დღეისათვის ცესკოს პოზიცია როგორია საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით და რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ამ ცვლილებებს?
–ზოგადად ვიტყვი, რომ უნდა გაძლიერდეს კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, უნდა გავაუმჯობესოთ ადმინისტრირების ხარისხი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის რეორგანიხაცია უნდა მოხდეს და მესამე – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება უნდა მოხდეს იურიდიული კუთხით, რისთვისაც უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი. თუმცა, ის ექპერტები, ვინც არსებული კოდექსის დაწერაში მიიღო მონაწილეობა, ახლოს არ უნდა გავაკაროთ ახალ საარჩევნო კოდექს, რომ ძველიდან რამე არ წამოიღონ.

იმის მიუხედავად, რომ სიების გასწორებაზე ცესკომ და პოლიტიკურმა პარტიებმა გარკვეული სამუშაოები გასწიეს, აღმოჩნდა, რომ შედეგი მაინც არ არის დამაკმაყოფილებეილი. მომავალ არევნებამდე, საკმაო დროა და თუ იგეგმება ამ მიმართულებით რაიმე სამუშაოს გაწევა, რომ ბოლოს და ბოლოს სიებით ვაჭრობა დასრულდეს ამ ქვეყანაში?
–არჩევნების დღეს, სიებთან დაკავშირებით საჩივარი ფაქტიურად არ შემოსულა, მაგრამ ეს განაპირობა არა იმან, რომ ხარვეზი აღარ დარჩა, გადამწყვეტი მაინც განწყობა იყო. რამდენიმე ფაქტზე ახლობლებმაც მითხრეს, რომ ზოგან ბინებში ისეთი ადამიანები იყვნენ ჩაწერილები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ზოგან კი გარდაცვლილი ადამიანებიც იყვნენ სიებში, მაგრამ ეს ყველაფერი გულისტკივილით იყო ნათქვამი და არა ნიშნისმოგებით, რომ ჩვენ რაღაც გავაყალბეთ და ქვეყანა დავაქციეთ. ანუ, ნდობის კუთხით პოზიტიური დინამიკა აშკარად შეინიშნება, მაგრამ ამ კეთილგანწყობით უსასრულოდ არ უნდა ვისარგებლოთ. ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ და რაც მთავარია ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ, რამდენადაც შესაძლებელია.

თქვენ ახალი საარჩევნო კოდექსი ახსენეთ. დღეს ქვეყანა მუშაობს ახალ კონსტიტუციაზე, ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიძლება მიმდინარეობდეს თუ ჯერ, ახალ კონსტიტუციას უნდა დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ მუშაობა ახალ საარჩევნო კოდექსზე?
–არის მთელი რიგი საკითხები, იგივე ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული, რაც პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციას. თუმცა, დანარჩენი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკურ პარტიებში შორის კონკურენციის გაძლიერება და შიდა ადამინისტრაციული რეორგანიზაცია, ესენი კონსტიტუცისთან მიბმული არაა და ამის დამოუკიდებლად გაკეთება შეიძლება.

რამდენი საჩივარი შემოვიდა ცესკოში და რამდენზე მოხდა რეაგირება?
–არა თუ საჩივრებზე, ჩვენ საჩივრის გარეშე თუ რაიმე ინფრმაციას ვიღებდით, ყველას ვსწავლობდით. ინტერნეტში განვათავსეთ საჩივრების რეესტრი, სადაც ყველა საჩივრის მოძებნა შეიძლება და ესეც იყო მიზეზი, რომ დავებთან დაკავშირებით ჩვენთვის არავის მოუმართავს, რადგან ყველაფერი საიტზე იდო.

თუმცა ახლა გამოჩნდა ერთი ტენდენცია, რაც ძალიან საგანგაშოა. საჩივრების ძირითადი მომწოდებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ საჩივრების ხარისხმა, როგორც ვუყურებთ, მნიშვნელოვნად მოიკლო. საჩივრები არ იყო ადექვატურად დასაბუთებული და წარმოდგენილი. ხშირად იყო საჩივარი, სადაც ეწერა: ჩვენმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მოხდა ესა და ეს... და მთელი საჩივრი ეს იყო. ახლა, წადი და ეძიე რა და როგორ მოხდა. თავად კი არავითარ ძალისხმევას არ მიამრთავდნენ ფაქტების გადასამოწმებლად. გარდა ამისა, ხშირად საჩივარი ერთდროულად შემოჰქონდათ ცესკოში და სასამართლოში. როცა სასამართლოში საკითხი შედის, ის ავტომატურად აჩერებს ჩვენთან ამ საკითხის განხილვას. არაფერს ვამბობ ვადაგასულ საჩივრებზე და ა.შ.

ერთი–ორი შემთხვევა როდესაც საჩივარი კვალიფიციურად იყო მომზადებული, ამის გამო საჩივრის მომწოდებელს მადლობაც კი გადავუხადეთ, მაგრამ ძირითადად იმდენად დაუსაბუთებელი და უხარისხო საჩივრები შემოდიოდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ თავიანთი დონორებისთვის სტატისტიკა ეჩვენებინათ.

როცა ფაქტები დასტურდებოდა, ჩვენ არანაირად არ მოგვხათრებია არავის დაჯარიმება. ჩვენ დავაჯარიმეთ მერიის ერთ–ერთი ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი, რადგან პროექტი „კინომანია“–ში5–ანი იყო გამოყენებული, რომელიც სრული ასლი იყო შესაბამისი პარტიის 5–ანის. ასევე სასამართლოში შევიტანეთ სარჩერლი ორი კანდიდატის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მათი გუნდის წარმომადგენლები კონკურენტი კანდიდატის პლაკატებზე საკუთარი კანდიდატების პლაკატებს აკრავდნენ. ოზურგეთშიც სერიოზულად დავაჯარიმეთ ერთ–ერთი სოფლის გამგებელი, რომელსაც საკუთარ სამუშაო ადგილზე მმართველი პარტიის პლაკატები ჰქონდა გამოკრული და ა.შ.

არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოდ ბევრი პოლიტიკური პარტია ბიომეტრიულ პასპორტებზე აკეთებს აქცენტს. იქნება თუ არა ეს მომავალი არჩევნებისთვის აუცილებელი მოთხოვნა?
–ეს საკითხი უფრო ფართოა. ბიომეტრულ მონაცემებს თითოეული უბნის დონეზე სჭირდება დამუშავება და ეს ფაქტიურად შეუძლებლად მიმაჩნია იმ ფორმით, რა ფორმაზეც არის საუბარი. ჩემი მიდგომაა, რომ პროცედურების და ტექნიკური აღჭურვილობის დამატებით სანდოობა ვერანაირად ვერ გაიზრდება და ამის მაგალითია ვიდეოკამერები.

საქართველო ცდილობს გადავიდეს ახალი პირადობის დამადასტურებელ მოწმობებზე და ამის პროექტი აქვს სამოქალაქო სააგენტოს. ამ ეტაპზე, ამაზე რესურსების მოძიება მიმდინარეობს, რადგან ჩიპიანი პირადობის მოწმობები, რომელსაც ბიომეტრიული და სხვა მრავალი ფუნქცია ექნება, ძალიან კარგი თემაა, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა. ერთი წლისთავზე, ამ მოწმობების გამოშვების დაწყების შესაძლებლობა იქნება, თითოეულის დამზადება 25 ლარი ჯდება და თუ ამას 4 მლნ–ზე საქართველოს მოქალაქეზე გადავამრავლებთ, თანხა 100 მლნ–მდე ადის.

გარდა ამისა, სიებში ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია მისამართებმა. გადამისამართებასაც ალბათ, 2–წლიანი პროგრამა და 20–25 მლნ ლარი დასჭირდება. ასევე, ჩასატერებელია მოსახლეობის აღწერა, 2008 წელს მეტ–ნაკლებად კარგი აღრიცხვა ჩავატარეთ, მაგრამ მანამდე რა ხდებოდა არ ვიცით, ანუ ინვენტარიზაცია უნდა ჩავატაროთ, ვინ არის და ვინ არა აქ.

ეს ყველაფერი მოესწრება მომავალი არჩევნებისთვის?
–ეს, ალბათ, ყველაზე აქტუალური კითხვაა, რადგან ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ხოლო დრო კი ცოტაა. ჩვენ რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. თუ გვინდა ძალიან კარგი სიები გქვონდეს ეს სამი პირობა უნდა შევასრულოთ – გადამისამართება, პირადობების გამოცვლა და მოსახლეობის აღწერა. ამიტომ, უნდა გადავწყვიტოთ, გვიღირს თუ არა სიები ამად.

მეორე, უფრო მარტივი გამოსავალია წინასწარი რეგისტრაცია, როგორც 2004 წელს იყო და რომელიც ბევრ ქვეყანაშია. ანუ, წინასწარ უნდა მოვიდეს ამომრჩეველი და დარეგისტრირდეს. თუმცა, ეს სხვა ტიპის პრობლემას ქმნის. ჩვენ გვქონდა 12 ათასი კაცის სია, რომლებიც მესაკუთრის განცხადების საუძველზე მოვხსენით რეგისტრაციის ადგილიდან და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათ წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაევლოთ. თუმცა 12 ათასიდან 160 ადამიანი მოვიდა რეგისტრაციაზე. ასე რომ, უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა. ეს მარტო ფულის თემა არ არის, ამას დიდი ორგანიზება სჭირდება და დაუყევნობლივ და ინტენსივობით უნდა დავიწყოთ მუშაობა.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, არჩევნების ჩატარების ტექნიკური მხარე უნდა გადაეცეს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ხოლო, პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას მონიტორინგის ფუნქცია უნდა ჰქონდეს.

რატომ არის ეს საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანი?
–ჯერ ერთი, რესურსების თვალსაზრისით უფრო ოპტიმალურია, ხოლო მეორე მხრივ, მაინც აქეთ მივდივართ. დღეს ცესკომ უნდა დაბეჭდოს ბიულეტენები, უნდა განიხილოს საარჩევნო დავები, უნდა გამოიტანოს დადგენილება საარჩევნო პროცედურის შესახებ, ანუ, საკანონმდებლო, სააღსრულებლო და საარბიტრაჟო ფუნქციები ერთადაა თავმოყრილი ყველა დონის კომისიაში.

საერთოდ, განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანა განვითარებულისგან საარჩევნო სისტემაში იმით განსხვავდება, ასრულებს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება არჩევნების ორგანიზებას.

რამდენადაც ცნობილია, ცესკო მუშაობს პოლიტიკური პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებაზე, კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში?
შიდაპარტიული დემოკრატია ნიშნავს, რომ ლიდერის და თითოეული პოზიციის არჩევითობა და როტაცია თვითონ პარტიებშიც უნდა ხდებოდეს.

ამას თქვენ როგორ მოახერხებთ?
ეს უნდა იყოს საერთო მიმართულება, ჩემი აზრით, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს. ჩვენთან ხშირად, პოლიტიკურ პარტიას იმდენი ხანი ყავს ერთი ლიდერი, რამდენი ხანიც ეს პარტია არსებობს. ეს ძალიან უარყოფითი მოვლენაა, რადგან თუ პარტიას შიდაპოლიტიკური დემოკრატია არ აქვს, იმ პოლიტიკურმა ლიდერმა ქვეყნის დემოკრატიაზე როგორ უნდა იმსჯელოს და როგორ უნდა განახრციელოს?

გარდა ამისა, აუცილებელია პარტიული ფინანსების გამჭვირვალობის ზრდა და საზოგადოების მხრიდან, მათი შემოწმების შესაძლებლობის გაზრდა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია, არა მარტო ზოგადი დაფინანსება, არამედ სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა სპეციალური პროგრამების კუთხითაც. ასევე, საჭიროა, არასამთავრობო სექტორს და ბიზნესსაც მიეცეს შესაძლებლობა, რომ დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, რაც დღეს შეზღუდულია.

ბიზნესისთვის პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას ოფიციალურად არავის აუკრძალავს, მაგრამ აქ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ბიზნესმენების შიშის დაძლევა რამდენად რეალურად გეჩვენებათ?
–ამისთვს გარკვეული მექანიზმების შექმნაც შიძლება. ყველაფერი მოფიქრებადია, თუ ამის სურვილი არსებოს. ამიტომ, ჯერ სურვილი ჩამოყალიბდეს და შემდეგ, გადაწყვეტილების შესრულება ყოველთვის შეიძლება.