„გრუ“-ს სკოლა, სადაც პროფესიონალ მკვლელებს ამზადებენ

„გრუ“-ს სკოლა, სადაც პროფესიონალ მკვლელებს ამზადებენ

ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ჰოლივუდის რომელიმე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს კითხულობთ. დიახ, ცდებით, რამეთუ ის, რაზეც დღესვერსიაგიამბობთ, „უშრეტი იდეებისმქონე სცენარისტის ფანტაზია კი არა, რეალობა, უფრო სწორად, ერთგვარი ქრესტომათიაა, რომლითაც ყველა ქვეყნისა და ჯურის სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ. საერთოდ, უშიშროების ორგანოებთან ურთიერთობას ადამიანები ყოველთვის ერიდებიან. ესმორიდების განცდაგანსაკუთრებით გამძაფრებული პოსტსაბჭოელებს გვაქვს, რაც გასაკვირიც არაა - იმ დროს, როცაერთა მძლე კავშირი ძმურიარსებობდა, საბჭოთაკაგებეარავის ინდობდა. ისე, ამბობენ, რომ რუსული უშიშროება ყველაზე ბინძური მეთოდებით მუშაობს. ამ მოსაზრებასვერსიისინფორმატორიც იზიარებს, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე, არაერთი წელი იმუშავა, თუმცა კონფიდენტი აქვე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურის მთავარი ამოცანა ინფორმაციის მოპოვება და დამუშავებაა, რისთვისაც უკან არაფერზე იხევს.
თუკი სახელმწიფო არსებობს, მას ძლიერი სპეცსამსახურიც უნდა ჰქონდეს, რათა თავი გარეშე რისკებისგან დაიცვას; ამიტომ, პირადად მე, იმაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, რომ ადამიანი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს, მაგრამ არცთუ იშვიათად ისეც ხდება, რომ სპეცსამსახური ან მისი ცალკეული წარმომადგენლები პიროვნებას კერძო მერკანტილური მიზნებისთვის იყენებენ, რაც ჩემთვის, როგორც პროფესიონალი სპეცსამსახურელისთვის, მიუღებელია, - აღნიშნავს „ვერსიის“ კონფიდენტი და დასძენს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის საქართველო ერთობ მოწყვლადია. 
ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანა რუსეთია, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საქართველოში სხვა უცხო სახელმწიფოების საიდუმლო სამსახურები არ მუშაობენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველა ქვეყნის საელჩო ლეგალური დაზვერვაა; მეტიც, ყველა საელჩოში, მეორე თუ არა, მესამე პირი თავისი წარმომგზავნი ქვეყნის სპეცსამსახურის ოფიციალური თანამშრომელია, ანუ უშიშროების ორგანოებისთვის უცხო არც დიპლომატიის საფარქვეშ მოქმედებაა, თუმცა ადამიანი სპეცსამსახურის მეკავშირე და ინფორმატორი შეიძლება, ისე იყოს, ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს, - ეუბნებავერსიასფარული რესპოდენტი და ამ კონტექსტში ერთ საინტერესო მინიშნებას აკეთებს, - რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, არ დაიჯეროთ და უტოპიურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნაციონალების დროს თითქმის ყველა პარტიული კოორდინატორი ფარული შპიონი იყო. მართალია, ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში აღარაა, მაგრამ ამ აწყობილ სისტემას დღესაც იყენებს და სადმე რამე თუ ხდება, ნაცები პირველები სწორედ ამ ხალხის დახმარებით იგებენ“. 
„ფარული შპიონების მუშაობის სქემა“, როგორც ოპერატიულ კავშირზე მყოფი სუბიექტი ამბობს, ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს დამუშავდა და მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: პარტიული კოორდინატორი ვალდებული იყო, თავის უბანში მომხდარი ყველა ფაქტის შესახებ, კვირაში ორ-სამჯერ პარტიის ჰედ-ოფისისთვის ეპატაკა, საიდანაც ინფორმაცია ავტომატურად ძალოვან უწყებებში მიდიოდა. 
სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში, ნაციონალები ყველას და ყველაფერს აკონტროლებდნენ; მეტიც, მიშასა და ვანოს სპეცსამსახურებთან ზოგი სასულიერო პირიც თანამშრომლობდა. ბუნებრივია, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ისინი პირდაპირ კუდ-სა თუ სოდ-თან იყვნენ კავშირზე და როგორც კი ვინმე აღსარებაში რამე ისეთს ეტყოდა, „რაპორტს“ „ზემოთაგზავნიდნენ. ისეც მომხდარა, მაგალითად, წამალდამოკიდებულს სულიერი მოძღვრისთვის თავისი მდგომარეობის შესახებ მოუყოლია და იმავე საღამოს თუ არა, მეორე დღეს, ძალოვანებს, ვითომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცოპერაცია ჩაუტარებიათ და დაუჭერიათ'', - აღნიშნავს „ვერსიის“ ინფორმატორი და დასძენს, რომ ადამიანის „დავერბოვკების“ სამი აპრობირებული მეთოდი არსებობს - კომპრომატები, ფული და ე.წ. პატრიოტული მოტივი. 
პიროვნების კომპრომატებით გადაბირება ყველაზე ბინძური მეთოდია. არ ვამბობ, რომ მაშინ, როცა უშიშროებაში ვმუშაობდი, არავინდამივერბოვკებია, მაგრამ შემიძლია გულზე ხელი დავიდო და გითხრათ, რომ ადამიანის კომპრომატებით დაშანტაჟებას ყოველთვის ვერიდებოდი, რადგან კომპრომატით „დავერბოვკებული“ ოპერატიული წყარო, რომელსაც ხალხი აგენტს ეძახის, სანდო არაა. ის ყოველთვის ცდილობს, სპეცსამსახურის მარწუხებს თავი დააღწიოს და როგორც კი ამის შანსი ეძლევა, მზადაა „პატრონს“ „უღალატოს“, თან იმის დიდი ალბათობაც არსებობს, მამხილებელი მასალებით გადაბირებული პიროვნებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიც დაინტერესდნენ, ორმაგ აგენტად აქციონ. ისე, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში რამდენიმე ადამიანია, რომელიც თავის დროზე რუსებზე მუშაობდა, მაგრამ „პერევერბოვკა“ პირადად გავუკეთე“, - გამოუტყდა „ვერსიას“ ფარული რესპოდენტი, რომელიც ამბობს, რომ სპეცსამსახურები, როგორც წესი, საზოგადოებისთვის აქტიური ტიპებით ინტერესდებიან. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოები, თურმე, ჟურნალისტები, ექსპერტები და პოლიტიკაში ჩართული პერსონები არიან. 
ჟურნალისტმა ან ექსპერტმა შეიძლება, არც კი იცოდეს, რომ სპეცსამსახურის დავალებას ასრულებს - ინფორმაციასშეუგდებენდა მერე საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან. ეს ზომბირების ერთ-ერთი მეთოდია. საერთოდ, სპეცსამსახურში, თუკი ის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ხალხში შიშისა და მასობრივი ფსიქოზის დათესვის კუთხით, სპეციალური განყოფილება მუშაობს. სპეცსამსახურს ისიც ხელეწიფება, ადამიანის გონებიდან რაღაც წაშალოს, რისთვისაც ტექნოტრონულ მეთოდებს იყენებს, - უთხრა „ვერსიას“ პიროვნებამ, რომელსაც თავის დროზე საქართველოს უშიშროების ორგანოებში მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა. 
რაც შეეხება „ტვინის გამორეცხვის“ ტექნოტრონულ მეთოდებს, როგორც „ვერსიის“ კონფიდენტი განმარტავს, ეს სპეციალური აპარატურისა და ჰიპნოზის გამოყენებას ნიშნავს. 
იგივე ჰიპნოზით სპეცსამსახურები მხოლოდ კონკრეტულ ადამიანზე კი არა, ადამიანთა ჯგუფებზეც, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებზე ზემოქმედებენ. სხვათა შორის, ამ კატეგორიას შეიძლება, ის პატარ-პატარა პრორუსული დაჯგუფებები მივაკუთვნოთ, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდნენ... ზემოქმედების საუკეთესო საშუალება აუდიო-ვიზუალური გამაღიზიანებლები, ელექტროშოკი, ულტრა და ინფრაბგერითი, ზემაღალი და ტორსული, ასევე, დარტყმითი ტალღებია. ზემოქმედების აუდიო-ვიზუალური მეთოდი ისეთი ძალიან სუსტი გამაღიზიანებლების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც ცნობიერად არ აღიქმება, თუმცა ადამიანის ქვეცნობიერში ღრმად აღწევს. აუდიო-ვიზუალური გამაღიზიანებელი კი შთაგონების ხერხია, რომელიც ცნობიერების მხრიდან კრიტიკას არ ექვემდებარება ანუ ცნობიერება ვერ აღიქვამს, მაგრამ ამგვარი ზემოქმედებით აზროვნებისა და ქცევის საჭირო მიმართულებით სათანადო ორიენტირებაა შესაძლებელი“,- უხსნის „ვერსიას“ ინკოგნიტო რესპოდენტი და დასძენს, რომ აუდიო-ვიზუალურ ზემოქმედებას ყველაზე ადვილად კეთილი ადამიანები ექვემდებარებიან. 
როგორც „ვერსიამ“ გაარკვია, აუდიოზომბირების ანუ სიმულაციის ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც სპეცსამსახური იყენებს, ასეთია: წინასწარშერჩეულ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე ზემოქმედებისთვის, მისთვის საყვარელი მელოდიის დისკზე ჩაწერისას, სათანადო შენელებული, ე.წ. შთაგონების ტექსტის „დატანა“ ხდება, თუმცა ამ ტექსტის სიჩქარე 10-15-ჯერაა შენელებული და, მელოდიასთან ერთად, ობიექტს მხოლოდ ყრუ ხმაური ესმის, რაც შეიძლება, ცუდი ჩანაწერით ახსნას. ამ ხერხით ადამიანის ქვეცნობიერში „შთაგონებითი ინფორმაციის“ შეტანა ხდება. როგორც „ვერსიას“ განუმარტეს, ამ მეთოდს ყველაზე აქტიურად „გრუ“-ს ბალაშიხას სკოლის კურსდამთავრებულები იყენებენ. ბალაშიხას სკოლა ის სპეცსასწავლებელია, სადაც რუსული სპეცსამსახურები პროფესიონალ დივერსანტებსა და მკვლელებს ამზადებენ. ისე, როგორც წყარომ განმარტა, ბალაშიხას სკოლა რამდენიმე ცნობილ ქართველსაც აქვს დამთავრებული. 
შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ისინი, ვისაც ბალაშიხას სკოლა აქვს დამთავრებული, დღესაც აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე არიან, - ეუბნებავერსიასინკოგნიტო სპეცსამსახურელი და თხრობას განაგრძობს, - როცა სპეცსამსახური ობიექტის შესწავლას იწყებს, მის შესახებ ყველა დეტალს არკვევს, იმასაც კი, როგორი მუსიკა უყვარს და დღეში რამდენჯერ უსმენს. ისე, ამ მეთოდს, როგორც წესი, მაშინ იყენებენ, როცა ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკოსი ან საზოგადოებისთვის ცნობილი პერსონა სადმე სასწავლებლად მიდის. მისი ორიენტირების შეცვლა სწორედ ამ დროს ხდება“. 
ზემოქმედების ერთ-ერთი მეთოდი, როგორც „ვერსიის“ კონფიდენტი ამბობს, ელექტროშოკია, რომლის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება სპეცსამსახურებს სრულფასოვნად აქვთ შესწავლილი. 
„სწორედ ამიტომ იყენებენ ელექტროშოკს დაკითხვის დროს“, - ამბობს ინფორმატორი, რომლის განმარტებითაც სხვადასხვა სიმძლავრის ელექტროშოკი არსებობს. ელექტროდენი, რომელიც 10 მიკროამპერზე ნაკლებია, ძალიან სუსტად ითვლება. 20 მ/ა სუნთქვის მოშლას იწვევს, 70 მ/ა საგრძნობლად აფერხებს სუნთქვას, 100 მ/ა გამოყენებას გულის ფიბრილაცია მოჰყვება, რომელიც შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს. 200 მიკროამპერი დამწვრობასაც იწვევს და სუნთქვასაც აჩერებს. 
„ვერსიის“ წყაროს მონაცემებით, მეხსიერების მოშლისა და ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტების ჩასაკლავად 50 ათასი ვოლტი საკმარისია, მაგრამ ამ დროს დენის სიმძლავრე მილიამპერს არ უნდა აღემატებოდეს, ელექტროიმპულსის ენერგია კი 0,3 ჯოულს არ სცილდებოდეს. 
კონფიდენციალური წყარო აქცენტს ზომბირების კიდევ ერთ - ულტრაბგერით მეთოდზე აკეთებს, რომლიც აზროვნების სტრუქტურის და ნერვული სისტემის მოშლას, აგრეთვე თავისტკივილს, თავბრუსხვევას, მხედველობის გაუარესებას, სუნთქვის შეკვრასა და კონვულსიას იწვევს. შეიძლება, დაუჯერებელია, მაგრამ „ვერსიის“ კონფიდენტი გამოთქვამს გონივრულ ეჭვს, რომ 2007 წლის სისხლიან 7 ნოემბერს ქართულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ზომბირების ელექტრომაგნიტური და მიკროტალღური გამოსხივების ულტრაბგერითი მეთოდი გამოიყენა: „7 ნოემბერს, „პიკაპებზესპეციალური მოწყობილობა იდგა და ზუზუნებდა. ელექტრომაგნიტური და მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედებით, ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს, ტონუსი იწევს ან ეცემა... ამ სახის ზემოქმედება ასევე იწვევს დაღლილობის, თავის ტკივილისა და ღებინების შეგრძნებას. ამასთან, შესაძლებელია, ადამიანის ინსტინქტური სფეროს სრული სტერილიზაცია, გულის დაზიანება, ტვინისა და ცენტრალური ნერვიული სისტემის ფუნქციის მოშლა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ელექტრომაგნიტური, მიკროტალღური გამოსხივებით ადამიანის თავის ტვინში ინფორმაციის შეტანაა შესაძლებელი... ჩემი აზრით, 7 ნოემბერს სწორედ ზემაღალი სიხშირის გამოსხივება გამოიყენეს, რასაც ხალხის მეტი აღგზნება მოჰყვა. მეტიც, მომიტინგეებს ხელები დაუბუჟდათ და ღებინების შეგრძნება გაუჩნდათ. ამას ცრემლსადენ გაზს აბრალებდნენ, მაგრამ მგონია, სწორედ ზებგერითი გამაღიზიანებელი გამოიყენეს, თუმცა ამაზე არავინ არაფერს ამბობს. არადა, გამოძიებას, მინიმუმ, უნდა ეკითხა, რა ზუზუნებდა. ისე, საინტერესოა, ეს იარაღი ახლა სადაა. თუკი ამ კუთხით გამოძიება ოდესმე ჩატარდება, შეიძლება, დაიდოს დასკვნა, რომ მერაბიშვილმა და სხვებმა საკუთარი ხალხის დასაზომბირებლად ზებგერითი გამაღიზიანებელი გამოიყენეს, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში აკრძალულია“. 
კონფიდენტმა „ვერსიას“ ადამიანების „დავერბოვკებისა“ და ზომბირების კიდევ არაერთი მეთოდის შესახებ უამბო, თუმცა ამჯერად, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, თემას აღარ განვავრცობთ და სპეცსამსახურის მუშაობის მეთოდებზე საუბარს სხვა დროს გავაგრძელებთ...