ჭიათურის სიდუხჭირემ შვეიცარიელი ჟურნალისტი დაშოკა

ჭიათურის სიდუხჭირემ შვეიცარიელი ჟურნალისტი დაშოკა

როგორ მოხვდა საქართველოში ლუკას მადერი

შვეიცარიელი ჟურნალისტი ლუკას მადერი, 2-თვიანი გაცვლითი პროგრამით, საქართველოს უკვე მეოთხედ სტუმრობს და ერთ-ერთ ინგლისურენოვან გაზეთში სტატიებსაც აქვეყნებს. ლუკასი საქართველოში, რომელსაც ბუნების სილამაზით ხშირად შვეიცარიას ადარებენ, პირველად 7 წლის წინ, ძმასთან ერთად ჩამოვიდა. მაშინ შვეიცარიელი ჟურნალისტი აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას სწავლობდი და, როგორც ამბობს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებით იყო დაინტერესებული.
- პირველი შთაბეჭდილება პოზიტიური აღმოჩნდა - საქართველო გარდამავალ ფაზაში მყოფი პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღმოჩნდა. ასეთი ქვეყნები ადრეც მქონდა ნანახი, მაგრამ საქართველოსი სრულიად უცნობი დამწერლობა და გავლენა აღმოვაჩინე, რაც კავკასიის რეგიონს სრულიად არ ჰგავს. 
- შვიდი წლის მერე, საქართველოში პროგრესი იგრძნობა? 
- დიახ, იგრძნობა: თბილისის ცენტრი ძალიან შეცვლილია და ახლა ტურისტად ყოფნა გაცილებით იოლია, რადგან ინგლისურად მეტი ადამიანი საუბრობს. ახალი არქიტექტურული ორიენტირებიცაა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ქალაქს ყველა მათგანი უხდება და ამშვენებს. 
- ლუკას, როგორც ვიცი, კოლეგები ვართ, არა? 
- დიახ, შვეიცარიის, საზოგადოებრივი რადიო ,,სი-არ-ეფის'' დილის საინფორმაციო პროგრამის პროდიუსერი ვარ - გადაცემას ორგანიზებას ვუკეთებ, სასაუბრო თემებს ვარჩევ და მასალებს ვარედაქტირებ. გარდა ამისა, პოლიტიკური თოქ-შოუც მიმყავს. 
- საქართველოში რა სახის გაცვლითი პროგრამით ჩამოხვედით და ჩემს ქვეყანაში რა თემებს აშუქებთ? 
- ეს შვეიცარიული ჟურნალისტიკის სკოლა „მაზისა“ და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამაა, რომლის მიზანიც შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის უცხო ქვეყნებს გაცნობაა ანუ გვინდა გავიგოთ, ჩვენი საზღვარგარეთელი კოლეგები როგორ მუშაობენ. 
- არჩევანი საქართველოში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთჯორჯია თუდეიზერატომ შეაჩერეთ? 
- ეს ორგანიზატორების არჩევანი იყო. 
- ქართულ ჟურნალისტიკაზე რას ფიქრობთ? 
- ამაზე საუბარი რთულია, რადგან ენის ბარიერის გამო, თქვენს პრესასა და ტელევიზიას თვალყურს ვერ ვადევნებ. „ჯორჯია თუდეიში'' კი შეკრება და გაცვლითი შეხვედრა ნაკლებადაა. 
- საქართველოს კუთხეებში უკვე მოინახულეთ? 
- დიახ, ყაზბეგში, ბათუმსა და ბორჯომში, ასევე, ტურისტულად ისეთ ნაკლებად მიმზიდველ ადგილებში ვიყავი, როგორიც ჭიათურა და გორია. ერგნეთშიც გახლდით, სადაც შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს პროექტები მიმდინარეობს. ამ ადგილებმა მიმახვედრეს, რამდენად განსხვავდება საქართველო კუთხეების მიხედვით: ურბანულ თბილის დასავლური მისწრაფები აქვს. მეტ-ნაკლებად ტურისტული ქალაქები - ბათუმი, ბორჯომი და ყაზბეგი კი ერთმანეთს სრულიად არ ჰგვანან. ისე, პოსტსაბჭოთა ინდუსტრიულ ქალაქ ჭიათურასა და ნაომარ ერგნეთში საოცარი სიდუხჭირე ვნახე. 
- ძალიან დაკავებული ხართ თუ თავისუფალი დროც გაქვთ? 
- „ჯორჯია თუდეიში“ არცთუ ბევრი რამ მაკისრია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, სულ დაკავებული ვარ სხვადასხვა ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვხვდები, თუმცა მოგზაურობის დროც მრჩება. ზოგჯერ კულტურულ ღონისძიებებსაც ვესწრები, მაგალითად, ამ დღეებში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიყავი. ისე, ქართული კერძები ძალიან მომწონს. 
- თბილისში ბევრი ნაცნობი გყავთ? 
- საქართველოში ჩამოსასვლელად რომ ვემზადებოდი, კონტაქტები, ასე ვთქვათ, შევაგროვე. ასე რომ, კულტურის მოღვაწეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებთან ვურთიერთობ. 
- ქართულ კულტურას გაეცანით? 
- საქართველოში ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ქართულ კულტურას კარგად ვიცნობ, თუმცა ქართულ ყოველდღიურ ყოფას ნამდვილად შეჩვეული ვარ - მაგალითად, ყველასთვის შემაწუხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვის პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს. რამდენიმე სადღეგრძელოც ვისწავლე, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ არ მქონია შანსი, ნამდვილ ქართულ ქეიფს დავსწრებოდი...