[გიორგი ბექაური]
შემოსავლების სამსახურმა საპილოტე პროგრამა „ალტერნატიული აუდიტის“ პრეზენტაცია გამართა. პროექტის მიხედვით, მეწარმე თავად გადაწყვეტს, ვინ შეამოწმოს - შემოსავლების სამსახურმა, კერძო აუდიტორულმა თუ საკონსულტაციო კომპანიამ. თუ ბიზნესი კერძო აუდიტორს აირჩევს, შემოსავლების სამსახური აუდიტის დასკვნას აღიარებს და ბიზნესს ხელახლა აღარ შეამოწმებს.
პილოტურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეულია 12 საკონსულტაციო-აუდიტორული კოპანია, რომლებიც 12 გადამხდელს შეამოწმებენ. შემოსავლების სამსახურის მხრიდან გამოვლენილია აუდიტორიული და საკონსტულტაციო კომანიები: GDC SOLUTIONS, „კაპტო ჯგუფი“, „MGI მედიატორი“, ფინანსური მართვის ჯგუფი, საგადასახადო აუდიტორიული ბიურო „საბი“, საკონსულტაციო კომპანია „გვაზავა და პარტნიორები“, აუდიტორული კომპანია „მრჩეველი“, BAKER TILLY GEORGIA, საქართველოს აუდიტორიული და საკონსულტაციო კომპანია, BDO GEORGIA, PKF GEORGIA და „კონსაუდი“.
პილოტ პროექტში ჩართული ორგანიზაციებია: შპს „ორიონ გრუპი“, შპს „დიოლერ ჯორჯია“, შპს „რენა 2008“, შპს „ირაკლი - 2007“, შპს „მინა“, შპს „გომის სპირიტის და არაყის კომპანია“, შპს „სმაილი 2010“, შპს „ჯი-მარტი“, შპს „იმედი - 7“, შპს „ჰიზმეთლერი ინშაათის საქართველოს წარმომადგენლობა“, შპს „არჯენი“ და შპს „ევროტექნიკს ჯორჯია“.
შემოსავლების უფროსი ამბობს, რომ ალტერნატიული აუდიტის პროექტში წლის ბოლომდე 25 საკონსულტაციო კომპანია ჩართვება.
„ალტერნატიული აუდიტი არის შემოსავლების სამსახურის რეფორმის ნაწილი. სწორედ რეფორმის შედეგად მივაღწევთ იმას, რომ გადამხდელებს შეამოწმებს კერძო აუდიტორული თუ საკონსულტაციო კომპანიები. შემოსავლების სამსახურმა პროექტი დაიწყო შერჩეულია 12 კომპანია, მათ შორის 5 აუდიტორული და 7 საკონსულტაციო კომპანია და შესაბამისად მათ მიერ შემოწმებული იქნება 12 გადამხდელი.
ეტაპობრივად ჩამოყალიბდება ის მეთოდოლოგია პილოტის რეჟიმის წლის ბოლომდე გაგრძელდება და 2011 წლის ბოლომდე დაახლოებით 25 კომპანიამდე გაიზრდება. ხოლო მომავალი წლიდან დავიწყებთ უკვე სრულმასშტაბიან ალტერნატიულ აუდიტს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ.
„ალტერნატიული აუდიტის“ ფარგლებში, შემმოწმებელი კომპანია, თავად შემოსავლების სამსახურიდან შემოწმდება. შემოსავლების სამსახურის უფროსის ჯაბა ებანოიძის განმარტებით, ის აუდიტორული თუ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა გადამხდელებს შეამოწმებენ, შემოსავლების სამსახურიდან გაკონტროლდებიან, თუ რამდენად იცავენ შემოწმების სტანდარტებს.
„შემოსავლების სამსახური შერჩევით მოახდენს აუდიტორული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს შემოწმებას. შემოწმებდება, თუ რამდენად ხდება იმ პრინციპების დაცვა, რაზეც ვართ შეთანხმებულნი. თუ დავინახავთ, რომ გარკვეული კომპანიები ამ პრინციპებს არღვევენ, გააჩნია დარღვევის სიმძიმეს ან მათ აეკრძალებთ საგადასახადო შემოწმება და ამოვარდებიან ჩვენი სიიდან, ან მიეცემათ გაფრთხილება და დაევალებათ ხარვეზის გამოსწორება“, - განაცხადა ებანოიძემ.
შემოსავლების სამსახურის აუდიტორული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი არეშიძე ამბობს, რომ აუდიტორული თუ საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა მოხდა, მათი რეპუტაციის, გამოცდილებია და კვალიფიკაციის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციებმა აუდიტორული კომპანიების მხრიდან, მათი შემოწმების სურვილი თავად გამოთქვეს.
„პროექტი პილოტურ რეჟიმში მიმდინარეობს და ის მომგებიანია სამი მიმართულებით: ჩვენთვის როგორც შემოსავლების სამსახურისათვის მნიშვნელოვანია რესურსის დაზოგვა, საკონსულტაციო თუ აუდიტორული კომპანიებისათვის ახალი ნიშა და ახალი ბაზარი, ხოლო კომპანიებისათვის, დიდი პლუსი არის ის, რომ ჯარიმებისაგან თავისუფლდებიან და აუდიტორული კომპანიის მიერ შემოწმების პერიოდი მათ ეთვლებათ საგადასახადო შემოწმებად“, - აცხადებს გიორგი არეშიძე.
რაც შეეხება აუდიტორული კომპანიების მხრიდან გაწეული მომსახურების ტარიფებს კონრეტული ციფრები ამ დროისათვის უცნობია. შემოსავლების სამსახური ამბობს, რომ საბაზრო პოლიტიკაში არ ერევა, ხოლო აუდიტორული კომპანიები აცხადებენ, რომ ტარიფი თავად შესამოწმებელი კომპანიის სიდიდეზეა დამოკიდებული.
„სახელმწიფო არანაირად არ ერევა საბაზრო პოლიტიკაში და ტარიფებზე თავად გადამხდელი და საკონსულტაციო თუ აუდიტორული კომპანია ერთმანეთთან საუბრობს და შეთანხმების შემთხვევაში აფორმებენ კონტრაქტს“, - განაცხადა გიორგი არეშიძემ.
აუდიტორები კი ამბობენ, რომ რაც დღემდე ჰქონდათ, ის ტარიფები რჩება, თუმცა უფრო ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, რადგან ის კომპანიის მოცულობაზე და შემოწმების სირთულეზეა დამოკიდებული. კონკრეტული ტარიფის თქმა გამიჭირდება, რადგანაც თუ არის რომელიმე მსხვილი კომპანია მისი აუდიტი შესაძლოა რამდენიმე ათეული ათასი დაჯდეს, ხოლო წვრილი უფრო ნაკლები.
დღესდღეობით საგადასახადო შემოწმება ჯდება 30 ათასი ლარი და აუდიტორის მიერ განხორციელებული შემოწმება, შესაძლოა, ამ თანხაზე გაცილებით ნაკლები ან მეტი დაჯდეს. საგადასახადო ორგანოს შემოწმების ტარიფი ბრუნვაზე მიბმული და ჩვენ კი ბრუნვაზე დამოკიდებული არ ვართ”, - განაცხადა აუდიტორული კომპანია BDO GEORGIA-ს ხელმძღვანელმა ზურაბ ლალაზაშვილმა.
ბიზნესმენები კი ამბობენ, რომ მათ აუდიტორის მხრიდან შემოწმება მისაღებია. „თავიდან არჩევანის წინაშე დავდექით, თუმცა საბოლოოდ საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული კომპანია ავირჩიეთ და მათთან შეთანხმება დავდეთ. წესიერი გადამხდელი დაინტერესებულია, რომ ის თანხა რომელიც ბიუჯეტისაა გადაიხადოოს, რაშიც მას აუდიტორული კომპანიები დაეხმარებიან“, - განაცხადა „სმაილის“ ფინანსურმა მენეჯერმა ბიჭიკო ოტიაშვილმა.