დათო კიკალიშვილი „რუსთავი 2“-დან მიდის, გადაცემა „20/30“ იხურება, „ტაბულას“ რეორგანიზაცია კი 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება?

დათო კიკალიშვილი „რუსთავი 2“-დან მიდის, გადაცემა „20/30“ იხურება, „ტაბულას“ რეორგანიზაცია კი 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება?

მასმედია უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს!“ - ფარული და ღიაქირურგიული ოპერაციებიმედიაში

ინფორმაციას, რომელიცვერსიისთვისგახდა ცნობილი, ღიად არა, მაგრამ კულუარებსა და პირად საუბრებში პოლიტიკოსებიც ადასტურებენ და ის ადამიანებიც, რომლებიც მედიაბიზენსში არიან ჩართულნი. ზოგადად, საქართველოში ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ ყველა არჩევნებს მედიარეორგანიზაცია, გნებავთ, გადანაწილება მოჰყვება ხოლმე და ამ მხრივ გამონაკლისი, როგორც ჩანს, არც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება, თან როგორც ამბობენ, რეორგანიზაცია მხოლოდრუსთავი 2“- კი არა, იმ მედიასაშუალებებსაც შეეხება, რომლებიც კრიტიკით არ გამოირჩევიან და საერთოდ, პოლიტიკური სპექტრის მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვთ.
მოსალოდნელ მედიარეორგანიზაციაზე საჯარო მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბართაშვილმა დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. სხვათა შორის, ვიდრე ბარათაშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, „ვერსიას“ კულუარებიდან მოაწოდეს ინფორმაცია, რომ „პირველი არხის“ ხელმძღვანელობისთვის ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ემზადებოდა. მაშინ კონფიდენტმა ისიც გვითხრა, რომ ყანდიაშვილის შესაძლო გაგენდირექტორებას „საზმაუს“ თანამშრომელთა ნაწილი მაინცდამაინც დადებითად არ შეხვდა და დაიმუქრა კიდეც, თუ ყანდიაშვილი აქ მოვა, ტელევიზიას დავტოვებთო. 
„პროტესტანტთა უკმაყოფილება, ალბათ, უკმაყოფილებად დარჩება, რადგან ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, პრინციპში, გადაწყვეტილია, რომ გიორგი ბარათაშვილს კოკა ყანდიაშვილი შეცვლის“, - ეუბნება „ვერსიას“ პიროვნება, რომელსაც მედიაბიზნესთან შეხება არ აქვს. სამაგიეროდ, პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე პროცესების საქმის კურსშია და ძალიან ბევრი რამ იცის. 
უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ,,რუსთავი 2''-ის საქ¬მეზე გადაწყვეტილება მიიღო - საქმე განსახილველად, უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. ,,ვერსიის'' კონფიდენტის მონაცემებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, „რუსთავი 2“-ზე ცვლილებების დრო მაინც დადგება. 
დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომრუსთავი 2“-ის დატოვებას გადაცემაპოსტსკრიპტუმისწამყვანი და ამ არხის ძირძველი თანამშრომელი, დავით კიკალიშვილი აპირებს. როგორც მითხრეს, ამის თაობაზე მას განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაცების გამო თავი შეიკავა. კიკალიშვილი რომელიმე სხვა ტელევიზიაში კი არა, არამედ, აშშ-ში სასწავლებლად წავა და არხის დატოვებასაც ამით ახსნის. 
სხვათა შორის, ეს ცნობილი სცენარია - თუ გახსოვთ, თავის დროზე ნიკა ტაბატაძემ, რომელიცრუსთავი 2“-ის აქციების 10 პროცენტს ფლობდა, სწორედ ანალოგიური გზა გაიარა ანუ .. გამარჯვებული ხალხის ტელევიზია დატოვა და ოკეანისგაღმა წავიდა. ისე, ტაბატაძისა დარუსთავი 2“-ის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ეს არხი ქიბარ ხალვაშის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა“, - იხსენებს ძველ ამბავს „ვერსიის“ წყარო და აქვე დასძენს, რომ 2012 წლის შემდეგ, არსებობდა ალბათობა, რომ ნიკა ტაბატაძე „დიდ ავიაციას“ ანუ ჟურნალისტიკას დაბრუნებოდა. ყოველ შემთხვევაში, როგორც „ვერსიის“ კონფიდენტი აღნიშნავს, ყოფილ ტელეწამყვანთან მოლაპარაკებებს „მაესტროს“ მაშინდელი მენეჯმენტი აწარმოებდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს კონსულტაცია-მოლაპარაკება სასურველი შედეგით ვერ დამთავრდა. 
იმაზე, რომ მედიაბაზარზე სიახლეებს უნდა ველოდეთ, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას გარკვეული მინიშნება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. მოგვიანებით, „მარგველას“ მინიშნება ტვ „პირველის“ სახემ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში „ჩააანალაზა“. 
გამოვიდა პრეზიდენტი და ილაპარაკა მედიაზე, გაეშვით მედიას, ნუ გეყოლებათ პოლიტიკური გავლენების ქვეშო. ზუსტად ორი დღის წინ, გამოვიდნენ ექსპერტ-პოლიტიკოს-პოლიტოლოგები და, რა შუაში იყო ახლა მედიამარგველასგამოსვლაში, ვერ გავიგეთო... აი, თუ არ იყო - უკვე მედიის კვირა (კვირები, შეიძლება, თვეებიც) იწყება... იცოდა ამ კაცმა, რასაც ამბობდა და რატომაც ამბობდა... ახალ წლამდე რომ უნდა ჩატარდეს ქირურგიული ოპერაციები, სადაც ჯერ კიდევ დარჩა ჩასატარებელი. ამ ამბებში ვიცხოვრებთ 31 დეკემბრამდე. მერე ახალი წელი და, შვებულებიდან რომ დავბრუნდებით, საბოლოოდ, გაწმენდილი მედიაგარემო დაგვხვდება... ჭირი იქა, ლხინი - აქა“, - დაწერა ინგა გრიგოლიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 
შეგახსენებთ: ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“ „იმედზე“ ერთი წლის წინ დაიხურა, რაც ავტომატურად, ხელისუფლების გადაწყვეტილებად იქნა აღქმული, თუმცა „ვერსიის“ მონაცემებით, „იმედზე“ ჩატარებული „ქირურგიული ოპერაციები“ ტელეარხის მეპატრონეთა გარკვეულ პოლიტიკურ გათვლებს ემსახურებოდა და ამ „ოპერაციების“ მთავარი „ქირურგი “ ირაკლი რუხაძე იყო. 
რუხაძეს უნდოდა, ხელისუფლების გული მოეგო და ამიტომაც გადაწყვიტა, გრიგოლიაიმედიდანგაეშვა. მას ასეთი გათვლა ჰქონდა - თუიმედი'' ლოიალური ტელევიზია გახდებოდა, მაშინ შეიძლება, მთავრობაში გავლენიანი თანამდებობა მიეღო, თუმცა რუხაძის გეგმები აშკარად ჩაფლავდა, - აღნიშნავს „ვერსიასთან“ საუბრისას ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც ასევე, უშვებს ალბათობას, რომ ერთი წლის წინ, „იმედზე“ მომხდარ „პერეტრუბაციებში“ გარკვეული ეპიზოდური როლი დეპუტატმა გუგული მაღრაძემაც შეასრულა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წყაროს ვერსიით, ეს ქალბატონი მმართველ ბოსებს გამუდმებით აწვეთებდა ინფორმაციას, რომ ტელეეთერიდან კრიტიკა დროზე უნდა ალაგმულიყო. 
ზოგადად, ქართული მედიის გაკონტროლებასა და ცენზურის დაწესებას ბევრი არა, მაგრამ რამდენიმე პოლიტსუბიქეტი დაუფარავად ითხოვს. ამ მხრივ ყველაზე მეტად რაინდადწოდებული მილიონერი, ლევან ვასაძე აქტიურობს, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულში განაცხადა: ,,რუსთავი 2'' ისევე, როგორც ,,იმედი'' და ნაწილობრივ, ,,პირველი არხი'', ქართული მედიის სხვა დანარჩენ, ე.წ. მეინსრტიმ წარმომადგენლებთან ერთად, არის საქართველოს დაუძინებელი მტერი! ,,რუსთავი 2'' არის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი წარმომადგენელი იმ დეკადენსის, ქართული ეკლესიის აბუჩად აგდების, ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის საქმეში, რაც ნიადაგ გვესმის! ყველაფერი ეს უნდა შეიცვალოს, მასმედია უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს. .. უფლებადამცველები უნდა ვაჭყივლოთ და საქართველო ამ ჭინკების .. თავისუფლების რეიტინგებში ჩამოვაქვეითოთ! ეს უნდა გავაკეთოთ არა იმიტომ, რომ ფანატიკოსი დიქტატორები ვართ, არამედ იმიტომ, რომ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ყალბი დროშის ქვეშ დგანან მყრალი ლიბერალები, რომლებიც ჩვენს ერს ანადგურებენ! ჩვენი ერი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით არის გადაშენების გზაზე! ყველაზე გარყვნილი, ყველაზე უსინდისო, ყველაზე ბინძური ადამიანები სატელევიზიო ეკრანებიდან გამუდმებით შხამავენ ჩვენს შვილებს, მთელ ქართველ ერს და მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს! ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამ განცხადებისა!“ 
21-ე საუკუნეში ანუ ინტერნეტის ეპოქაში მედიის, მით უმეტეს, ტელევიზიების გაკონტროლება, რბილად რომ ვთქვათ, ნონსენსია, რადგან შეიძლება, არხი, სხვადასხვა საბაბით დაიხუროს, მაგრამ იგივე Facebook-ს აქვს ფუნქცია, რომელიც, პრინციპში, პირდაპირი ეთერის ანალოგია. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, მსოფლიო მასშტაბით, სოციალური ქსელით არაერთი საპროტესტო აქცია დაიგეგმა. ბოლოს და ბოლოს, „არაბული გაზაფხულის“ ორგანიზება, როგორც ამბობენ, სწორედ სოციალური ქსელით მოხდა. 
ისე, მედიის მასობრივ გაკონტროლებაზე ლაპარაკი, ალბათ, ცოტა გადაჭარბებულია, რადგან გარკვეული ცვლილებები, როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, იმ მედიასაშუალებებსაც შეეხება, რომლებიც მოქმედ ხელიუსფლებას არ აკრიტიკებენ. 
ასე, მაგალითად, კულუარებში კეთდება მინიშნებები, რომ გადაცემა „20/30“, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადის, შესაძლოა, დაიხუროს. ცალკეულ ინტერნეტგამოცემებსა და საინფორმაციო სააგენტოებს კი, დიდი ალბათობით, სუბსიდირება შეუწყდებათ. 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საინტერესოა ერთი გარემოებაც: 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანია „ტაბულამ“ რეორგანიზაცია გამოაცხადა და, როგორც „ვერსიას“ უთხრეს, ეს რეორგანიზაცია მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. 
თუ გახსოვთ, არსებობდა ასეთი სცენარი, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლორუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ამ არხის სახეებიტაბულაზეგადავიდოდნენ და იმ საქმის კეთებას, რასაცრუსთავზეაკეთებდნენ, „ტაბულასლოგს ქვეშ გააგრძელებდნენ. ზოგადად, ბრენდს სახელწოდება და ლოგო კი არა, ადამიანები ქმნიან. ჰოდა, ახლა, პირადად მე, მაინტერესებს, თუ ხელისუფლებარუსთავი 2“- ებრძვის, ამმძიმე წუთებში“ „ჩერგო“ „ტაბულასგრძელვადიანი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას რატომ იღებს?“ - კითხულობს „ვერსიის“ კონფიდენტი და აქვე, იმ დროს იხსენებს, როცა „ტაბულა“ ეთერში მწირი შესაძლებლობებით გადიოდა, მაგრამ არხის შეფებს ხანგრძილივ რეორგანიზაციაზე მაშინაც კი არ უფიქრიათ...