საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მცდელობის მიუხედავად, 26 მაისს მომხდარი ფაქტების შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შემქნის საკითხიც კი ვერ დაისვა. უმრავლესობას ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების პოზიციას იზიარებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ პარლამენტში ამ საკითხის დაყენებას აზრიც კი არა აქვს. თუმცა, კომისიის შექმნის მომხრე ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საკითხი კენჭისყრაზე მაინც დადგეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება და რა შედეგი ექნება ამას საზოგადოებისთვის, ამ საკითხებთან დაკავშირებით »რეზონანსი» «თავისუფალი დემოკრატების» წარმომადგენელს, გია ცაგარეიშვილს ესაუბრა.
გია ცაგარეიშვილი: საკითხი ვერ დადგება იმიტომ, რომ ბატონმა მაჭავარიანმა რეგლამენტის ცოდნასთან დაკავშირებით მასტერკლასი ჩაატარა და ვითომ ჭკუა დამარიგა, რომ კომისიის შექმნის საკითხის დაყენების უფლება არ მაქვს. (პარლამენტის რეგლამენტის 55-ემუხლის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენების უფლება აქვს ან ფრაქციას ან დეპუტატთა ერთმეხუთედს).
მინდა, მაჭავარიანს შევახსენო, რომ რეგლამენტი ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ერთია კანონთან ბუკვალური მიდგომა და მეორე - ადამიანური სინდისი და დეპუტატის ვალდებულება. ამისგან კი ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან ძალიან შორს არიან. ამ ქვეყანაში მარტო რეგლამენტია? თუმცა, ნაცმოძრაობის წევრების მხრიდან ესეც ხშირად ირღვევა. არ არსებობს არც მორალი, არც სინდისი, არც ზნეობა?
ჩემთვის ძალიან ნათელია ამ ადამიანების განწყობა. მათ არცერთ შემთხვევაში არ უნდოდათ, რომ ეს საკითხი პარლამენტის განხილვის საგნად ქცეულიყო და დებატები გამართულიყო. როგორც იცით, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დგება, ყველა სხვა საკითხის განხილვა უნდა გადაიდოს და დადგეს ამ საკითხის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი. ამას კი წინ მრავალსაათიანი დებატები უძღვის და ცხადზე ცხადია, რომ ხელისუფლებას სწორედ ამის შეეშინდა.
მე პოლიტიკაში გუშინ არ მოვსულვარ და ძალიან მარტივად ვხვდები, ვის საით მიჰყავს ვითარება და ჩემს მორალურ ვალდებულებად მიმაჩნია, რომ ეს ვთქვა. მე ჩემი ვალდებულება უნდა აღვასრულო და ხმამაღლა ვთქვა ის, რაც გულში მაქვს. თუკი ამას არგავაკეთებთ, მაშინ რატომღა ვაკრიტიკებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც პარლამენტში შემოსვლაზე უარი თქვეს?
«რ»: ამას თქვენს ოპოზიციონერ კოლეგებზე ამბობთ?
გ.ც: რა თქმა უნდა. ხელისუფლებას ამ თემაზე საუბარი რატომაცარ სურს, ცხადია, მაგრამ მე მაკვირვებს სწორედ ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების არგუმენტი. მათ სწორედ ეს არგუმენტი აქვთ, რომ საკითხის დაყენებას აზრი არა აქვს, რადგან უმრავლესობა მაინც ჩააგდებს. თუ პარლამენტში რაღაცის თქმას აზრი არა აქვს, მაშინ ჩვენც დავჭრათ ეს მანდატები.
«მოდელირებულ ქრონიკაზე» ჩვენ კომისიის შექმნას ვითხოვდითდა ახლა სისხლიანი 26 მაისის გამო არ ვითხოვთ? სად არის აქლოგიკა?
«რ»: ოპოზიცია სახალხო დამცველთან კომისიის შექმნას ხომუფრო მეტი საზოგადოებრივი ნდობის გამო ითხოვს?
გ. ც: რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგების ამ ლოგიკას მეც ვიზიარებ. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ კვეთს. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ პარლამენტში ამაზე მსჯელობა ჩვენი ვალდებულებაა და ეს ვალდებულება უნდა შევასრულოთ.
«რ»: მაგრამ გამოდის, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ვერთანხმდება...
გ. ც: ასე გამოდის და სამწუხარო ის არის, რომ ეს ასე არ არის და ეს უბრალოდ ასე იყიდება. რატომ ვუწყობთ ჩვენ მართულ მედიას და ე.წ. ექსპერტებს ხელს იმაში, რომ ამ მიმართულებით წაიყვანონ საზოგადოებრივი აზრი, არ ვიცი.
ჩვენ ერთიანნი უნდა ვიყოთ. მერე რაა, რომ ეს საკითხი არგავა და მხოლოდ განწირული სულისკვეთება იქნება, მაგრამ ბრძოლას აზრი ხომ ყოველთვის აქვს?
ჩვენ ვითარების ადექვატურად უნდა მოვიქცეთ. მე ორი დღის წინ პარლამენტის კანცელარიაში ბაქრაძის სახელზე მიმართვა ჩავაბარე, სადაც 26 მაისს დაკავებული პირების მონახულებას ვითხოვ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს არის ჩემი ვალდებულება. ეს ადამიანები იქ ძალიან ცუდ დღეში არიან და მათი ნახვა აუცილებელია.
«რ»: რა პასუხი მიიღეთ, ნებართვას არ გაძლევენ?
გ.ც: ჯერ პასუხი არ მიმიღია და, შესაძლოა, ამის უფლება არც მომცენ. მაგრამ ამის შიშით, რომ უარს გვეტყვიან, ხელები ჩამოვუშვათ და არაფერი გავაკეთოთ? მაშინ აქ რისთვის შემოვედით?
«რ»: კომისია სახალხო დამცველთან რომ შეიქმნას, ეს ეფექტიარ ექნება?
გ. ც: პრობლემა ის არის, რომ სახალხო დამცველს უფლება არააქვს, რომ გამოიძიოს ეს ფაქტები. მას აქვს მოკვლევის დ ამონიტორინგის უფლება, რაზეც ეს ადამიანი წერს რეკომენდაციებს გაუთავებლად. 304 რეკომენდაცია დაწერა 2010 წლის საანგარიშო პერიოდზე და ხელისუფლება აქედან ოთხსაც არ შეასრულებს.
ახლა კი ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ვაცადოთ სახალხო დამცველს ანგარიშის დაწერა? კი, ბატონო, ამაზე უარს ვინ ამბობს? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იგი ვერანაირ საბჭოს ვერ შექმნის და ამ ფაქტს ვერ გამოიძიებს. ამის საშუალება მას არა აქვს. რაც მთავარია, ამის შემდეგ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საერთოდ განადგურდება.
«რ»: განადგურებაში რას გულისხმობთ?
გ.ც: გაგახსენებთ, წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა სოზარ სუბარს მუდმივად უყიჟინებდა, შენ ხარ ოპოზიციური პოლიტიკური მხარე და არა სახალხო დამცველიო და ახლა გვინდა, ხელისუფლებას ისევ ამის საშუალება მივცეთ? ხომ იცით, რომ ასე მოხდება? სახალხო დამცველს ყველანაირი საშუალება გადაეკეტება და მერე ათასობით პატიმარს ვინ უპატრონებს? ციხეებში ერთად-ერთი სახალხო დამცველის აპარატი შედის და მას ამის საშუალებაც მოესპობა. ამ ადამიანს არც ამის საშუალება აქვს და რატომ ვაიძულებთ იმას, რაც უარეს შედეგს გამოიღებს?
არსებობს მესამე მოსაზრებაც, რომ ეს საკითხი თავად ჟურნალისტებმა შეისწავლონ. 18 ჟურნალისტი დაზარალდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათზე დაყრდნობით ისევ ჟურნალისტებმა დადონ დასკვნა. მაგრამ თქვენ ამას ხომ ისედაც აკეთებთ?
«რ»: გამოდის, რომ ეს ფაქტი არის მხოლოდ მორალური კატეგორიებით სასაუბრო თემა და ამას არანაირი შედეგი არმოჰყვება?
გ. ც: სამწუხაროდ, ასეა. ხელისუფლებამ ეს ყველაფერი აქამდე დაიყვანა. მაგრამ აქ არის მეორე მხარეც. როდესაც შენ კენჭისყრაზე გამოგაქვს ეს საკითხი და ოფიციალურად «არა»-საწვები, მატიანეში საშვილიშვილოდ დარჩება და იმის დასტური იქნება, რომ ეს დეპუტატები არიან იმათი დამქაშები, ვინც აქციას არბევდა. ისინი პირდაპირ და ირიბად მონაწილეობდნენ აქციის დარბევაში და ამის შესახებ საზოგადოებას ეცოდინება.
ჩვენი ლოგიკა ამაშია და ჩვენ ამის გაკეთება გვინდოდა. ამის საშუალება კი ჩვენ არ მოგვეცა.
«რ»: პარლამენტში კომისია რომც შექმნილიყო, უმრავლესობა სათანადო დასკვნის დადების საშუალებას მისცემდა?
გ.ც: მე გაგახსენებთ წინა მოწვევის პარლამენტში ბექაურის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას. ჯერ ერთი, ასეთი სახის კომისიებში უმრავლესობა უმრავლესობაში ვერ იქნება. ცხადია, ვითომ ოპოზიციაც იქნება. მაგრამ ბექაურის კომისიაში მე მარტო ვიყავი და თავდაყირა დავაყენე ეს კომისია და ამ კომისიის დასკვნას ძალიან ბევრმა ხელი რომ არ მოაწერა, ესეც ძალიან კარგად იცით. მე ამ კომისიას იმის საშუალება არ მივეცი, რომ ბნელი საქმეები გაეთეთრებინათ და, თუკი ეს კომისიაც ასეთ ფარსად გადაიქცეოდა, მე ვიქნებოდი იმის გარანტია, რომ მთელი საქართველო გაიგებდა ამის შესახებ.
ეს კომისია არ და ვერ იქნებოდა ის კომისია, რომელმაც სააკაშვილს ცხინვალის ამბები გაუთეთრა. ეს კომისია ხალხის სამსჯავროდ გადაიქცეოდა და თქვენც კარგად დაწერდით, ვინ რასაკეთებდა. ჩვენ ეს შეგვიძლია და არ გავაკეთოთ?
«რ»: სახალხო დამცველთან რომ შეიქმნას კომისია, მონაწილეობას მიიღებთ?
გ.ც: თუ დამპატიჟებენ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კომისიაში მივიღებ მონაწილეობას. მაგრამ, ვთქვათ, რომ ეს კომისია ვერ შეიქმნება და არ შეიქმნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ესკომისია სახალხო დამცველთან ფიზიკურად ვერ გაკეთდება. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ახლა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილი არის კაცისმკვლელი და ამის უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაირღვევა.ადამიანები არიან გარდაცვლილი იმის გამო, რომ ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი მოსახლეობის დაშინება სურდა. ეს ოპერაცია იყო იქითკენ მიმართული, რომ აქციაზე გამოსვლა არავინ აღარასოდეს გაბედოს. ადამიანებს გადაუკეტეს გასასვლელი და სცემდნენ ყველას. წაქცეულ და სისხლიან ადამიანებს კიდევ ურტყამდნენ და ამას სხვარა შეიძლება დაერქვას?
ამ მოკლე ჭკუის ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენ დაგვაშინებენდა სახლებში დაგვსვამენ, მაგრამ ტყუილად ჰგონიათ. ვერდაგვაშინებენ და ქართველი ხალხი რომ არ შეშინდა, სამი დღის წინ ძალიან კარგად გამოჩნდა, როდესაც აქციის დარბევის შემდეგ ათიათას კაცზე მეტი გამოვიდა. უფრო მეტი გამოვა და ამას ვერაფერიდა ვერავინ გააჩერებს.
იმ ადამიანებმა, ვისაც ხელები სისხლში აქვს გასვრილი, იცოდნენ, რომ ეს ასე მოხდება. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. იგივეს აკეთებდა მუბარაქი, კადაფი და სხვა დიქტატორები, მაგრამეს ყველაფერი რითაც დამთავრდა, კარგად ვნახეთ.
მე მაჭავარიანს სწორედ ეს ვუთხარი, რომ აქეთკენ ვითარება შეგნებულად წაიყვანეს და ერთი სული ჰქონდათ, რომ ჩვენც იქ მივსულიყავით და ყველა ერთ მარაქაში გაგერიეთ და გეთქვათ, რომ, თურმე, ვიღაცა ავადმყოფი რუსი გენერლის დავალებას ვასრულებლით. ამას ვერასდროს ვერ მიიღებთ.
«რ»: თქვენ არ ფიქრობთ, რომ ამ აქციაში რაიმე ფორმით რუსულიგავლენა არსებობდა?
გ.ც: მე ასეთი იდიოტიზმის არ მჯერა. მე მომისმენია, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან შეკრული იყო კონსტანტინე გამსახურდია, ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა, შალვა ნათელაშვილი და ა.შ.მაგრამ ეს ადამიანები ვინმემ დააკავა? მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები დასაკავებლები არიან, ღმერთმა დაიფაროს. მე იმას ვამბობ, რომ ეს ადამიანები დაადანაშაულეს უმძიმეს დანაშაულში და ეს ყველაფერი მერე უცბად დაავიწყდათ. გამოდის, რომ მათ არაფერი დაუშავებით, თორემ ეს ხელისუფლება მათ ასე დატოვებდა?
«რ»: ბურჯანაძეს არაფერი დაუშავებია?
გ.ც: ბურჯანაძე სისხლის სამართლის დამნაშავე და ფე-ეს-ბე-ს აგენტია? რუსული ოხრანკის მთავარი აგენტი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსულ საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს. რა საჭიროა ახალი ორჯონიკიძეების ძებნა? რა უნდა გააკეთოს ბურჯანაძემ იმაზე უარესი, რაც 26 მაისს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა?