საგადასახადო კოდექსის ლიბერალური ფასადი

საგადასახადო კოდექსის ლიბერალური ფასადი

[ეკა ბაქრაძე]

საგადასახადო კოდექსში ბოლო დროს საინტერესო ცვლილებები შედის. თუკი რამდენიმე კვირის წინ საუბარი იყო საგადასახადო ინსპექტორების კერძო აუდიტორებით ჩანაცვლების შესახებ, ახლა საქმე უშუალოდ ფასწარმოქმნას და საქონლის კონტრაბანდული გზით შემოტანას ეხება. ორივე შემთხვევაში კოდექსი უფრო ლიბერალური ხდება.

საბაჟოს გვერდის ავლით, პროდუქციის შემომტანისათვის ჯარიმის მოცულობა მცირდება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ცვლილება შედის „საგადასახადო კოდექსის“ 289-ე მუხლის მე-3 და მე-9 დებულებაში, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირისთვის ჯარიმის მოცულობა მცირდება.

„თუ ადრე ჯარიმდება საქონლის ღირებულების 100% იყო,ამიერიდან ფიზიკური პირი დაჯიმდება საქონლის ღირებულების 40%-ით, ესეც იმ შემთხვევაში თუ კი შემოტანილი საქონლის მოცულობა 3000 ლარს არ აღემატება“, - განაცხადა ხუროშვილმა.

გარდა ამისა, აღურიცხავი პროდუქციის გარკვეულ რაოდენობაზე ამნისტია ცხადდება და მეწარმე საგადასახადო ორგანოს მიერ აღარ დაჯარიმდება. თუკი აღურიცხავი პროდუქცია არ აღემატება, აღრიცხული პროდუქციის 2%-ს, მაშინ შემოსავლების სამსახური მეწარმეს ამ დარღვევას აპატიებს.

„აღურიცხავ პროდუქციასთან დაკავშირებით მეწარმეებს აქვთ არგუმენტები, რომ ვერ მოასწრო აღრიცხვა, ან პროდუქცია ახალი შემოტანილი ჰქონდა. ზოგიერთი შემთხვევა საფიქრებელია, რომ მართლაც ისე იყო, როგორც მეწარმე ამბობს, თუმც ეს არ უნდა იქცეს გადასახადებისაგან თავის არიდების მექანიზმად.

ჩვენ შემოგვაქვს ასეთი რეგულირება, რომ სანქციას საერთოდ არ გამოვიყენებთ თუ აღურიცხავი საქონელი არ აღემატება ამავე სახეობის აღიცხული საქონლის 2%-ს. შემოწმების დროს თუ კი გამოვლინდა, რომ ნედლეული რომელიც მეწარმეს აქვს შეძენილი და აქვს აღრუცხული ამ პროდუქციის 98%, მაშინ მას ეპატიება 2%-ის აღურიცხაობა“, - აცხადებს ხუროშვილი.

გარდა ამ ორი ცვლილებისა „საგადასახადო კოდექსში“ სხვა ახალი ჩანაწერებიც გაკეთდება. მაგალითად, სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ამიერიდან სხვადასხვა კომპანიების მიერ, საქონლის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გასხვისება, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ეჭვქვეშ აღარ დადგება და კომპანიას შესაძლებლობა ექნება პროდუქციის ნაწილი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს.

„არის შემთხვევები, როდესაც საქონლის გაყიდვა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ხორციელდება. როდესაც აუდიტორი კომპანიაში შედის და ხედავს, რომ საქონელი გაყიდულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რა თქმა უნდა, ეს ეჭვს იწვევს.

ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა მეწარმეების არგუმენტები. უნდა ითქვას, რომ არის შემთხვევები, როდესაც არის ფასდაკლებები, რომლებსაც მოქალაქეები ელოდებიან. შეიძლება მაღაზიამ კოლექციის ბოლო ნაწილი მართლაც გაიყიდოს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ასეთ შემთხვევეაში, კოდექსი აღარ იქნება ასეთი ხისტი. კოდექსში გაკეთდება სპეციალური ჩანაწერი და ამიერიდან შესაძლებელი გახდება საქონლის რაღაც ნაწილის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გასხვისება“, - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

ხუროშვილის აღაირებს საგადასახადო კოდექსის დღევანდელ ვარიანტში ფასდაკლებებისა და პროდუქციის დაბალი ფასით გაყიდვის შემთხვევებისთვის, კოდექსი მოქნილი არ იყო, რაც ბევრ გაურკვევლობებს იწვევდა.