კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 29/05/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 29/05/11, video)


1.სისხლიანი 26 მაისი - 4 გარდაცვლილი ადამიანი: 1 პოლიციელი და 3 დემონსტრანტი. უამრავი დაშავებული ჯერ კიდევ საავადმყოფოებში მკურნალობს. რამდენიმე ათეული დემონსტრანტი კი დაკარგულად მიიჩნევა. საპროტესტო აქციის შედეგი მოსალიდნელზე მძიმე აღმოჩნდა. სამოქალაქო საზოგადოება უკვე მეორე დღეა აპროტესტებს ძალადობას. 27 მაისს თავისუფლების მოედანზე შსს-მ ორი ცხედარი იპოვა. 

ოფიციალური ვერსიით, ერთერთ სახურავზე ისინი დენის დარტყმმ იმსხვერპლა. მაგრამ ის რასაც რეპორტაჟში ნახავთ, შოკს მოგგვრით. ფოტოსურათში, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ერთერთი გარდაცვლილი ჯერ კიდევ ცოცხალია და იგი სპეცრაზმელებს ჰყავთ დაკავებული. როგორ აღმოჩნდა ხელფეხშეკრული და დაპატიმრებული ადამიანი სახლის სახურავზე... ნახეთ იმედა დარსალიას რეპორტაჟი.

2.სახალხო კრებისა და ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია 21 მაისს დაიწყო და პროვოკაციაში გადაზრდილი მიტინგი 26 მაისს სასტიკი დარბევით დასრულდა. საზოგადოებრივი აზრი გაიყო - ერთნი ხელისუფლებას, მეორენი ოპოზიციას, მესამენი კი ორივე მხარეს ადანაშაულებენ. ტრაგედიაზე პასუხი ჯერკერობით არავის უგია...

3.26 მაისის სასტიკ დარბევასთნ ერთად, ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო, თუმცა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებულია გაურკვეველი პოლიტიკური ჯგუფი. ეს ოპერაცია ყინწვისის მონასტრის სიახლოვეს ჩატარდა. ანა გოჩაშვილი გვიამბობს, ვინ არიან ბრალდებულნი სახელმწიფო გადატრიალებაში და რა რესურსი გააჩნდა ”ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოძრაობას”.

3. საქართველო გახდა გაეროს წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდი აღიარა. რით იყო სინამდვილეში განპირობებული ეს პოლიტიკური ნაბიჯი - ხელისუფლების ანტირუსული ახირებით, თუ ქართული საზოგადოების დაკვეთით. ნახეთ ზვიად თხელიძის სიუჟეტში.