ხუროშვილი თურმე რაიმონ დომენეკია!

ხუროშვილი თურმე რაიმონ დომენეკია!

[მურმან ეკალაძე]
რამდენიმე დღის წინ, პრესა.გე-ზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით: “რას წარმოადგენს მთავრობის წარმომადგენელი ხუროშვილი?”, სადაც ზემოთხსენებული პარლამენტარი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება გზებს აგებს, ამისათვის მას ხოტბა უნდა შეასხა და დითირამბები უმღერო. ხუროშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში გზების დაგებით “ხელისუფლება მოსახლეობას საჩუქარს უკეთებს და მოწყალებას იღებს.
იხილეთ სტატიის ლინკი: http://presa.ge/index.php?text=news&i=11526

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ინტერნეტფორუმზე: www.forum.ge გაიხსნა თემა სახელწოდებით: “ხუროშვილი რა კაცია”. აღნიშნულ თემაში გამოთქმული რიგითი მოქალაქეების მოსაზრებებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ხუროშვილის დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხებისადმი შეურაცხმყოფლად აღიქვამს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მოქალაქეების მოსაზრებები უფრო ნათლად გაგაცნოთ. თუმცა, ხოროშვილისადმი მიძღვნილი რამდენიმე უხამსი გამოთქმის შესწორება-შელამაზება ნამდვილად მოგვიწია.

მაშ ასე. რას წარმოადგენს მთავრობის წარმომადგენელი ხუროშვილი?
Waters: “უკანასკნელი არჩევნებით დამტკიცდა, რომ ქვეყანაში როგორც მინიმუმ ყოველი მეორე ხუროშვილია! მოწყალება გავიღოთ ხალხს გზა დაუგოთ!

მიშას მრევლის მიერ ამ განცხადების გამართლების მცდელობა, იგივეა რომ მასწავლებელი კლასში შევიდეს და ბავშვებო თქვენი დედა მოვთხან – სამკუთხედის კუთხეების ჯამი 180 გრადუსიაო. მერე გამოვიდნენ ამ მასწავლებლის დამცველები და თქვან, რომ იმისთვის კი არ მოესმინათ, რომ დედას აგინებდა, არამედ იმისთვის, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი აუხსნაო”.

Kamala: “ახალი გურჯისტანის ხუროა ეგ ყმა და ბეგაშვილის ღირსეული ცვლა. ადრე უთქომს: საკუთარ შვილს ჩავაშენებდი მშენებარე გზებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტრები რომ არ მომხვდომოდა ხელთო”.

Flamper: “ჭკვიანი და ნიჭიერია აი კაცი არსად გაგვექცეს გავუფრთხილდეთ დავაწინაუროთ მიშა გადადექი ხუროშვილს დაუთმე აია მოწყალე და თოვლის ბაბუა კაცი. გაატარეთ ხუროშვილი მოდის!”

Kmuno: “რა, ამოვიდა ამათი მოწყალება და ქრისტესმიერი ხელები ყელში... სულ ამათი ჯიბიდან არ ფინანსდება... ამაზე სულ ცოტა ბაქრაძემ საჯაროდ ბოდიში მოახდევინოს, მაგრამ ვაი თუ მაგიც კულტურულ რევოლუციად ჩათვალეს...

ქაფქიანა: “ჰოდა ამ ტიპს სამოწყალო ადგილი უნდა მიუჩინო გლდანში. გლდანის ბოლოს. სულ ბოლოს...”

kalian: “მე სამწუხაროდ ეს განცხადება არ მომისმენია. ვნახე პრესა.გე-ზე და “სივილზე”. დღეს რადიოეთერში ამტკიცებდა, რომ სიტყვა მოწყალება არც მიხსენებია, ჟურნალისტის ინტერპრეტაციააო. არსებობს ჩანაწერი? იქნებ დამეხმაროთ?”

anamch : “მოწყალების ძმაო, დროშამ (რომელიც მიყვარს უკვე) გაცდუნა შენ... წითელი ჯვარი ქვეყნის დროშაზე მართლა „წითელ ჯვარს“ კი არ ნიშნავს ბედკრულო, ძმაო ჩემო მოწყალებისაო. პაივცემულო ხუროოშვილო... არც გაზია საჩუქარი, არც დენი, არც გაზი არც წყალი დ არც ოლვეის ხიდი(რომელიც ასევე მომწონს)

რაც კაი კაია.... მადლობა და მუცლის ცეკვას არ ვიქნებით... კაი და მორჩა! აცალეთ შთამომავლობას. თორემ, თანამედროვეობა გაჭირვებეულები ვართ და ჯერ მადლობებიზა ვერ გვცხელა! ზოგადად კი გვცხელა, მაგრამ მადლობებიზა სორი!”

raklidze: “გზებს კი აგებენ მაგრამ ხარისხს ამოწმებს ვინმე?! 1-2 წელიწადში ინგრევა. სადაც მანქანები ამუხრუჭებენ დაკეცილია საბანივით. დრენაჟი არ უკეთდება და ყოველი წვიმის მერე გზის რელიეფი იცვლება, და ორმოების ახალი მონაცემთა ბაზა უნდა აკეთოს მძღოლმა. ასე რომ მაგ გზებს ნურავინ გვამადლის. უცოდინარობის, გულგრილობის, თუ ფულის კეთების მიზნით უხარისხოდ, და უკონტროლოდ აგებენ გზას და ქარს ატანენ ჩვენს გადასახადებს. ამას დამადლება არ უნდა. და თუ არ იპარავს მთავრობა და შესაბამისად ბიუჯეტიდან მეტი რჩება გზებისთივს, ამაში მადლობა არ უნდა გადავუხადოთ. მადლბას არ უხდიან იმაში, რაც სავალდებულოა...

იმის გამო, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი (კომუნიზმში გაზრდის გამო, თუ იმპერიალიზმს მიჩვეულები არ ვიცი) ღმერთებივით უყურებს, მთავრობას თავში აქვთ ავარდნილი. მაგათ ავიწყდებათ, რომ ისინი დავიქირავეთ, იმისათვის რომ არ მოიპარონ, გზები აგონ და ქვეყანა წინ წაწიონ. მაგაში იღებენ ფულს. ასე რომ თუ რამეს აკეთებენ ეს ხალხის დაკვეთაა და ხალხის ფულით კეთდება...”

LKLK: “ხუროშვილი ერთი სოფლელი ბიჭია. სანამ კარიერას გაიკეთებდა, ერთი უბრალო მეცნიერ-მუშაკი იყო იურიდიულ ფაკულტეტზე. მერე კაირიერული ზრდისთვის თავისზე უფროსი და ლექტორი მოიყვანა ცოლად. ეგ ისტორია ჩემი სტუდენტობის პერიოდის მთავარი ღადაობა იყო.

ბუნებრივია, მას მერე რაც კარიერა გაიკეთა ეს ლექტორი მისი ცოლი უკვე ვეღარ იქნებოდა. ინტელექტი, განვითარების დონე, პიროვნული თვისებები თვითკმაყოფილი ჩინოვნიკის სიფათზე აწერია. და ზოგადად ტეხავს, ეგეთი, მე მაპატიეთ, და მძღ...ერი ვიღაცას, თუნდაც უკანასკნელ მათხოვარს ქუჩაში, რამეს რომ დაამადლის”.

CounterAgent: “აქამდე ჭკვიან ტიპად ვიცნობდი, მაგრამ ამ თემის შემდეგ ვფიქრობ, რომ რაიმონ დომენიკია!”

Anichqa: “რა უფრო მნიშვნელოვანია, სატრანზიტო ტვირთის გადატანისათვის გზით სარგებლობის გადასახადის დაწესება- არდაწესების საკითხის განხილვა თუ როგორ გაახმოვანა ეს საკითხი ვინცხა ხუროშვილმა.

მე თუ მკითხავთ, ორივე, თუმცა პირველია ძირითადი და მართლა საკითხი... ჩვენს ყურადღებას კი როგორც წესი ნაკლებ მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო სკანდალური იპყრობს”.

ფარსმანი: “ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა დონის ადამიანები მართავენ ქვეყანას. ყველა რიგით მოქალაქეს უნდა აინტრესებდეს, თუ ვის უხდის ხელფასს”.

Dedi Co: “კარიერა ცოლის დახმარებით არ გაუკეთებია. ტვინიც უმუშავებდა და ამბიციაც დიდი ჰქონდა. უბრალოდ, თვითკმაყოფილებას მისცემია და თავისი ტრიუმფალური აღზევებით ტკბობას განიცდის... გადასახადს რაც შეეხება, ჯერ იმაში გაგვარკვიეთ რომელ გზებზეა ლაპარაკი. გვირაბებზე, ავტობანებზე, ცენტრალურებზე თუ ყველაზე”.

Judas Iscariot: “ხუროშვილი დომენეკი არა, გაიოზ დარსაძე. ან ბატონი საშა. რაიმონი პარიჟელი მაინც არის კაცო. და ეს ამისთანა გოიმი სად მონახეს “იბი..მატ”. რო ლაპარაკობს სირცხვილით სად წავიდე, არ ვიცი ხოლმე.

Gedsa_Neo: “არა, ნამდვილად თავისი ცოლის დახმარებით დაიწყო თავიდან კარიერის გაკეთება, თუმცა მერე ნამდვილად თვითონ მიაღწია ყველაფერს. უბრალოდ ტვინი კი არ უმუშავებს, მართლა ძალიან ჭკვიანი, ამბიციური და მშრომელი იყო.

ბოლოს სადამდე მისულა ფაქტია. მოწყალებას მათხოვრებისთვის იღებენ, ასე უყურებს როგორც ეტყობა საზოგადოებას. ჰოი დიდო მბრძანებელო გაიღე მოწყალებაა ჩვენ მდაბიოთა და უგვანოთა!”