„მარშრუტკების“ მძღოლები 10 თეთრიან ტარიფს შეურიგდნენ

„მარშრუტკების“ მძღოლები 10 თეთრიან ტარიფს შეურიგდნენ

ქუთაისში სამი კვირის განმავლობაში გაფიცულნი იყვნენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები.

ისინი ქალაქის მერიისაგან მოითხოვდნენ მგზავრობის ღირებულების გაზრდას 10-დან 35 თეთრამდე.

ქალაქის მერიამ მათ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

სამარშრუტო ტაქსებმა განაახლეს მუშაობა. მგზავრობის ღირებულება კვლავ 10 თეთრია.