საჭირო მასალა: 800 გ პამიდორი, 3 ს.კ. ზეთი, 1-2 ჩ.კ. შაქარი, 4 ს.კ. წყალი, 200 გ. კამა, 2 ცალი ცხარე წიწაკა, 800 გ. თევზის ფილე (მაგ. ვირთევზა, ქორჭილა და სხვა), 2 კონა ოხრახუში, 1-2 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: პამიდორი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ შაქარი, მარილი, წყალი და 15 წუთი ვადუღოთ. წიწაკა და კამა წვრილად დავჭრათ და ავურიოთ მოშუშულ პამიდორს. თევზის ნაჭრები შევამშრალოთ, მოვათავსოთ ფორმაში, მოვაყაროთ მარილი, თითოეულ ნაჭერს დავადოთ თითო ღერი ოხრახუში, გადავახვიოთ და შევკრათ საკონდიტრო ძაფით ან გავუყაროთ ხის ჩხირები. თევზს ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევწვათ კარგად გახურებულ ღუმელში. შემწვარი თევზი მოვათავსოთ პამიდვრის სოუსში და 15 წუთის განმავლობაში ვშუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. ბოლოს კიდევ ერთხელ გავუწყოთ მარილი და სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში..