ასე რომ, დაიწყეთ სასურველი მანქანის შერჩევა და თვალი მიადევნეთ თიბისი ბანკის ავტოსიახლეებს რუბრიკაში “ავტოNEWS”
ავტოNEWS4 – თიბისი ბანკი ავტოიმპორტის ქსელს აფართოებს!
თიბისი ბანკმა ავტოიმპორტიორი კომპანიების ქსელი გააფართოვა და საზღვარგარეთიდან ავტომობილების ჩამოყვანის მსურველებს განვადების სერვისს უკვე ,,კავკასიის ავტო იმპორტშიც’’ სთავაზობს.
„კავკასიის ავტო იმპორტი“ (www.cai.ge), საქართველოს ავტო ბიზნესში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ავტომობილების მოძიება-შერჩევაში, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან, კიდევ უფრო მეტი არჩევანი გაქვთ იმისათვის, რომ შეიძინოთ ნებისმიერი ტიპის მეორადი ავტომობილი საზღვარგარეთ, დააფინანსოთ მისი იმპორტი და გადაიხადოთ ღირებულება მისთვის მისაღებ ვადაში.
ამ ყველაფრის მიღება კი შესაძლებელია თიბისი ბანკის სტანდარტული ან სწრაფი ავტოგანვადებით, შემდეგი პირობებით:
სტანდარტული ავტოგანვადება:
მაქსიმალური თანხა - 50 000 აშშ დოლარი
წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18%-დან
მაქსიმალური ვადა – 10 წელი
თანამონაწილეობა - 0%
სწრაფი ავტოგანვადება:
მაქსიმალური თანხა - 20 000 აშშ დოლარი
წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18%-დან
მაქსიმალური ვადა - 5 წელი
თანამონაწილეობა - 30%-დან
რაც მთავარია, თიბისი ბანკის ავტოგანვადების მისაღებად საჭიროა, მხოლოდ პირადობის მოწმობა და 30 წუთი.