1.აქციები თბილისსა და ბათუმში 21 მაისს ერთდროულად დაიწყო და უკიდურესად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობს. გუშინ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსა და სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია სამართალდამცავებმა ბათუმში დაარბიეს, თბილისში კი დღეს დილით. ნერვების ომი დაწყებულია, ნერვები კი ორივე მხარეს ღალატობს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ეს არის სიტუაცია როცა პროგნოზის გაკეთბა ძალიან ძნელია. ჩვენ იმის გარკვევას შვეცადეთ, ვინ დგას იმ პროვოკაციების მიღმა, რომელიც აქციაზე სისტემატურად ხდება.
2. ახლა კი ზუგდიდი. თქვენ ნახავთ როგორ აშინებს პოლიცია დანაშაულის თვითმხილველებს და როგორ უსწორდება სამართალდამცავი სტუდია ჯიენესის ვიდეო კამერას. ჭიქა წყალი ეკლესიის წინამძღვარს მთვრალმა პოლიციელებმა სამჯერ ესროლეს. ზუგდიდელი პოლიციელების სისხლის სამართლებლივი საქმე აღძრული ჯერ არ არის. ნახეთ იმედა დარსალიას რეპორტაჟი ზუგდიდიდან.
3. საქმე, რომელიც დასაცლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში შეიკერა. ამის გამო თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი 6 წლიან სასჯელს იხდის. ანა გოჩაშვილი გიამბობთ რა დაუჯდა თავისუფლება რეალურ დამნაშავეს და როგორ იკერებოდა საქმე, რომლის გამოც, ბრალდებულიც და დაზარალებულიც სტრასბურგის სასამართლოში ჩივის.
4. რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჭარბი ელექტროენერგია თუ ეკოლოგიური უსაფრთხოება. ხაიში, სოფელი რომელიც უნდა დაიტბოროს და სვანები, რომლებიც ხუდონჰესის მშნებლობის წინააღმდეგ გამოდიან. ენგურჰესის შემდეგ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშნებლობის პლიუს მინუსებს, ზვიად თხელიძე არკვევდა.