1.რამდენად შერჩევითია სამართალი საქართველოში... დანაშაულები, რომლისთვისაც ჩვეულებრივი მოქალაქეები, განსაკუთრებით ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მკაცრად ისჯებიან... მაღალჩინოსნებზე კი, იგივე დანაშაულის ჩადენისთვის კანონი არ მოქმედებს. ზუსტად ერთი კვირის წინ, რუსთავში პოლიციამ სახალხო კრებისა და მოძრაობა ”არას” აქტივისტები დააკავა. გაჩნდა ეჭვი, რომ ინციდენტი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მოხდა, თავად სამართალდამცველების მიერ იყო ინსპირირებული. ნახეთ როგორ იქცევა რეფორმირებული ქართული პოლიცია, მაშინ, როცა ისინი ვიდეოკამერებს ვერ ამჩნევენ.
2.მთავრობის მიერ გამოცხადებული, დაწყებული და შემდეგ დაკონსერვებული მეგა-ბიზნეს მშენებლობები. მთავრობა ინვესტორების ერთ ნაწილს, რომელთაც ვალდებულებები ვერ შეასრულეს, სასათბურე პირობებს უქმნის. მისთვის არასასურველ ბიზნესმენებს კი, ქონების ჩამორთმევით ემუქრება. ანა გოჩაშვილი მოგვიყვება რამდენად ”ადვილია” ბიზნესის კეთება საქართველოში.
3.საქართველოს მთავრობას დღემდე გასაიდუმლოებული აქვს ინფორმაცია, რამდენ აფრიკელ ფერმერს დაჰპირდა საქარველოს მოქალაქეობას და რამდენ ჰექტარ მიწას მიიღებენ ბურები საქართველოში. იმედა დარსალიამ ინტერვიუ ჩაწერა პირველ ბურთან, რომელმაც სამხრეთ აფრიკა დატოვა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ნახეთ ბურები საქართველოში და ქართველი ჩინოვნიკები - სამხრეთ აფრიკაში, ლომებზე ნადირობის პროცესში.
4.პრეზიდენტის ყველაზე საყვარელი ჰობი - გაფრენა ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება. ვეცადეთ გაგვერკვია, მართლა შეუძლია თუ არა, მფრინავ მიხეილ სააკაშვილს იმ ტრიუკების შესრულება ჰაერში, რასაც ნაციონალური ტელეარხებით ხშირად ვხედავთ. ზვიად თხელიძე მოგვიყვება ”ნომერ პირველი ბორტის ნომერ პირველი მგზავრის” გატაცების შესახებ.