მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კარტოფილი – 500 გრამი; ხახვი – 2 თავი; მცენარეული ზეთი – 1 სუფრის კოვზი; ნიგოზი – 1/2 ჩაის ჭიქა; დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, კამა) – 1/2 ჩაის ჭიქა; კამა, წიწაკა და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: კანიანად მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ და დავჭრათ ოთხკუთხედებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში და შევურიოთ კარტოფილს. დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი, დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, კამა), ავურიოთ, მოვათავსოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.