„ევროპას უსაფრთხოებაზე ფულის ხარჯვა ეზარება“

„ევროპას უსაფრთხოებაზე ფულის ხარჯვა ეზარება“

იტალიის პრემიერ-მინისტრი ერთიანი ევროპული თავდაცვის სისტემის შექმნის მოწოდებით გამოდის. მატეო რენცის განმარტებით, თავდაცვის ინტეგრაციის საკითხი 1954 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა არასოდეს რეალური სტრუქტურების ჩამოყალიბებამდე არ მისულა. მისი თქმით, ამჯერად ევროპას თავისუფლებისა და უსაფრთხოებისათვის სჭირდება ერთიანი ევროპული პაქტი.

რამდენად შეძლებს ევროპა ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურაში ინვესტირებას და უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯერჯერობით რთული სათქმელია.

for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ცივი ომის დროს იყო საუბარი ერთიანი ევროპის თავდაცვის სისტემის შექმნაზე, მაგრამ საფრანგეთის გადაწყვტეილებით, აღნიშნული პროექტი არაერთხელ დაიბლოკა.

for.ge თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

ევროპამ მოსალოდნელი ტერაქტებისგან რომ თავი დაიზღვიოს,  გამოსავალი არის ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნამით უმეტესრომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს განცხადებას ევროპის მასშტაბით მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით...

თორნიკე შარაშენიძე: სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას გულისხმობენ ერთიან თავდაცვის სისტემაში. ეს იქნება ერთიანი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, თუ ერთიანი ეროვნული თავდაცვის სისტემა. ფაქტია, რომ ევროპას ეზარება უსაფრთხოებაზე ფულის ხარჯვა. სამწუხაროდ, ამან შეუწყო ხელი ტერაქტების სერიას.

ცივი ომის დროს იყო საუბარი ერთიანი ევროპის თავდაცვის სისტემის შექმნაზე, რომელსაც ამერიკა არანაირად ხელს არ უშლიდა, მაგრამ ბოლო მომენტში პროექტებს ყოველთვის საფრანგეთი ბლოკავდა. ასე რომ, არ მგონია რაიმე ერთიანი სერიოზული სისტემა შექმნან მანამ, სანამ არ მიხვდებიან და არ გაანალიზებენ, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემა და მის შესაქმნელად საჭიროა ფული. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ფულის ხარჯვა არ უნდოდათ. ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ რეაქცია, რომელის მიზეზი ბოლომე გააზრებული არ არის.

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარმა აფეთქებამაც ცხადყორომ უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით მძიმე ვითარებაავიდრე წარმოგვედგინა - სამმა ადამიანმა აეროპორტში ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლო ბომბის შეტანა...

ეს ყოველივე ისევ და ისევ მეტყველებს იმაზე, რომ ევროპა არ ხარჯავს შესაბამის ფინანსებს და რესურსებს უსაფრთხოებაზე. ავიღოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, შესვლის დროს გჩხრეკენ დეტალურად, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზეა. როგორც ჩანს, ბრიუსელის აეროპორტში უსაფრთხოება არ იყო მაღალ დონეზე. ტერორისტებმა დეტალურად შეისწავლეს, რომელ აეროპორტში იყო იოლი ბომბის შეტანა. ვინც ყოფილა ბრიუსელში დაგიდასტურებთ, რომ უსაფრთხოების დონე საგძნობლად დაბალია. დანაშაულიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოდის პოლიცია და ასეთი შემთხვევაც ყოფილა.

ძალაინ მოდუნდნენ და სამწუხაროდ, ეს არის ევროპის უბედურება. იმედია, ახლა გამოფხიზლდებიან. არ შეიძლება შენ ჩათვალო, რომ ყველაფერი გარანტირებული გაქვს, რადგან ევროპა ხარ, კარგი ცხოვრება გაქვს, გერმანელები და ფრანგები ერთმანეთში არ ომობენ. კარგ ცხოვრებას დაცვა სჭირდება, რაც ვერ გააანალიზეს თავის დროზე. საუბედუროდ ახლა ყველა ვიმკით ამ შედეგებს.

ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილ არმიაში შესულ ქვეყნებს ვპირდებითრომ მათ საშინელი შავი დღეები ელოდებათ“, - ეს მიმართვა ისლამისტემა ბრიუსელის ტერაქტის შემდეგ გაავრცელესროგორ ფიქრობთმუქარის ფონზე რა ნაბიჯი უნდა გადადგას საერთაშორისო კოალიციამგააძლიეროს იერიშითუ დროებით უკან დაიხიოს...

- მარტივი პრინციპია - არავითარი მოლაპარაკება ტერორისტებთან! ტერორისტი რომელიც გემუქრება, მიწასთან უნდა გაასწორო, მორჩა, ამით ყველაფერი ნათქვამია. როგორ შეიძლება მათი მუქარის შეგეშინდეს, გამოხვიდე კოალიციიდან და საინტერესოა, ვის უნდა გადააბარო „ისლმაურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა - რუსეთს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს? პირიქით, უნდა გააძლიეროს კოალიციამ ბრძოლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტერაქტებს მოყვება ევროპელების არა დაშინება და შეშინება, არამედ გამოფხიზლება და მობილიზება. სამწუხარო რეალობაა, რომ ადამიანის ცხოვრება არის სულ ბრძოლა, არ შეიძლება ადამიანის ცხოვრება იყოს ისეთი, როგორც ახლა ევროპაში ბევრს ჰგონია - მთელი ცხოვრება გაატარო ჭამა-სმაში და კარგ ცხოვრებაში. ასე არ გამოდის, ამისთვის ფული უნდა გადაიხადო.

მით უმეტეს იმ ფონზეროდესაც ტერორიზმის საფრთხე არის მზარდი?

- რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ეს ტერაქტები აუცილებელი გახდა იმისათვის, რომ ვიღაც-ვიღაცეები გამოფხიზლებულიყვნენ. ჩვენ გვხსოვს, როდესაც ამერიკა ომობდა თუნდაც ერაყში, ევროპელებს ჰქონდათ ასეთი პოზიცია, რომ ჩვენ რა შუაში ვართ, ამათმა იომონო. ამ დროს, როგორც აღმოჩნდა, ყველა შუაში ვართ. რაც არ უნდა დაიმალო, ბოლოს შენამდე მაინც მოვლენ.

საქართველო რამდენად დგას იმ საფრთხის წინაშერასაც საერთაშორისო ტერორიზმი ჰქვია?

- თუ სამართალდამცავები კარგად იმუშავებენ, ტერორისტებს ექნებათ განცდა, რომ დაიჭერენ და მაშინ, ალბათ, არ მოაწყობენ ტერაქტებს საქართველოში. მათ ურჩევნიათ ტერორისტული აქტი მოაწყონ ევროპაში, სადაც ეფექტი გაცილებით მეტი ექნება. ჩვენთან შეიძლება მოაწყონ, მაგრამ ეფექტი ნაკლები ექნება.

ტერორისტული აქტის საფრთხე ნაკლებიამაგრამ კეთდება განცხადებარომ საქართველო გამოყენებული იქნებაროგორც კორიდორირაც თავისთავად საფრთხეა ქვეყნისთვისრამდენად შესაძლებელიარომ აღიკვეთოს საქართველოსროგორც კორიდორის გამოყენება?

- თუ ხშირად გაიმეორებენ იმას, რომ საქართველო არის კორიდორი, ეს მშვენიერი ჩარევის საბაბს მისცემს რუსეთს. ყოველთვის მოგვიძებნიან სუსტ წერტილს, რათა მათ ჯარი შემოიყვანონ. ჩვენ ვნახეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალიან სახიფათო განცხადება პანკისის ხეობასთან მიმართებაში, რომ ისევ არიან ტერორისტები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ყოველთვის მოსინჯავენ ნიადგას, რომ ლეგიტიმური საბაბი ჰქონდეთ თბილისში ჯარების შემოყვანის.

ამიტომ, რაც უფრო ადრე მოეშვებიან ამ სახიფათი განცხადების გაკეთებას, მით უკეთესი. ვიმეორებ, ჩვენ შეიძლება სამიზნე გავხდეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დაუსჯელები დარჩებიან. თუ ეცოდინებათ, რომ სამართალდამცავები შესაფერისად ვერ მუშაობენ, შესაძლოა, იყოს ტერაქტის მცდელობაც.

ზოგადადკოალიციასთან ერთად უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ?

- ჩვენ ამის რესურსი ნაკლებად გვაქვს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები გავაგზავნოთ. მით უმეტეს, რომ დედაქალაქიდან 40-კილომეტრში რუსის ჯარი დგას. ასე რომ, საკმარისზე მეტია, რასაც ვაკეთებთ ავღანეთში.