„ლელო“ და გახარიას პარტია, როგორც მესამე პოლიტიკური ძალა

„ლელო“ და გახარიას პარტია, როგორც მესამე პოლიტიკური ძალა

ოპოზიციურ სპექტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, აზრი ორად გაიყო: ერთი ნაწილი თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა უნდა გააგრძელონ. როგორც ცნობილია, რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რეგიონებშიწინააღმდეგობის წევრების ორგანიზებასიწყებს, რომლის მიზანიცპოლიტიკური ბრძოლის თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაშლაა“. ამის ფონზე, გახარია-ლელოს დუეტმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ოპოზიციის ელექტორატი, შესაძლოა, გაიხლიჩოს და არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ნაკლები მხარდაჭერა მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ სრული პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკო- მონაცემებით, თითქმის 59%-იანი აქტოვობა იყო. შესაბამისად, ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა გამოსავალი არ არის და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, თვითმმართვლობის არჩევნებში ქართული ოცნების უპირობო გამარჯვებას, რაც თავის მხრივ, იმ ოპოზიციური პარტიების შეცდომაა, რომლებმაც უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოიკოტს სარგებელი არასდროს მოუტანია ოპოზიციური სპექტრისთვის და არც ახლა იქნება რამე სასიკეთო შედეგის მომტანი. მისივე შეფასებით, გახარია-ლელოს მონაწილეობამ ადგილობრივ არჩევნებში, შესაძლოა, ხელი შეუწყოს მესამე ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც არც ნაცური იქნება და არც - „ქოცური“, შუაშისტურ ამომრჩეველზე იქნება ორიენტირებული.

ვფიქრობ, არასწორი ნაბიჯი გადადგეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებაც ბოიკოტი გამოაცხადეს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ამ ბოიკოტს არ უმუშავია ოპოზიციის სასარგებლოდ და არც ახლა იმუშავებს. დღეს თუ რამე უნდა ქართულ ოცნებას, ეს არის ის, რომ მან ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ამაზე დიდი ძალისხმევა არ დახარჯოს. თუ მთელი ოპოზიცია იქნებოდა ბოიკოტის რეჟიმში, მას არც გაყალბება დასჭირდება, უბრალოდ მოიგებს არჩევნებს, ამიტომ ვფიქრობ, ეს არასწორი ნაბიჯია. მით უმეტეს, როდესაც საუბრობენ ბოიკოტზე, შემდეგ რა უნდა გააკეთონ, არ იციან.

ამ ფონზე, ოპოზიცია, ფაქტობრივად, ორად გაიყო - ამ გაყოფამ, შესაძლოა, ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი მოგვიტანოს, ეს არის .. მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც რეალურად არც ქოცური" იქნება და არც ნაცური - შესაძლოა, ამ ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის შემდეგი განვითარებისთვის. ეს იმდენად წყალგამყოფია, იმაზე საუბარი, რომ ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ყველა ოპოზიციის ერთად მოხარშვა უკვე შეუძლებელი იქნება. არჩევნებში მონაწილეობით, ეს პარტიები საკმაოდ გაიმყარებენ თავიანთ კავშირს საკუთარ ელექტორატთან და ჩამოყალიბდება მესამე ტიპის ელექტორატად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - განგვიცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კიდევ ერთი ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე საპირისპირო მოსაზრებისაა. მისი თქმით, მიზანი, რომ საქართველოში გადატრიალება მოახდინონ, თავშივე განწირულია. გვენეტაძის შეფასებით, ადგილობრივი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ოპოზიციური სპექტრი ისედაც გახლეჩილია - ის არის, რაც დაადგინა გასული წლის ოქტომბრის არჩევნებმა. შედარებით ჭკვიანი პატრონები ჰყოლია გახარიასა და ლელოს, რადგან მათ უთხრეს, რომ მიეღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში და ეს შედარებით გონივრულ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ, დარჩებიან იმ რეჟიმში, რომელშიც არიან.

ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს: არჩევნებში მონაწილეობა და სახელმწიფო გადატრიალება. ვინც სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებს, ესენი არიან კონსტიტუციის გარეშე გამოცხადებული ძალები და ისინი მიიღებენ იმას, რაც უნდა მიიღონ. ამიტომ, ეს არის ძირშივე დასაღუპად განწირული პროცესი, საერთოდ ოპოზიციისთვის. ამ არჩევნების შედეგად, აუცილებლად ჩამოყალიბდება ის ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოს განვითარებაზე და არა გარე ძალების ქვეყანაში შემოჭრაზე, ან გადატრიალებაზე“, - განცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-.