მარწყვი ხაჭოს კრემით

მარწყვი ხაჭოს კრემით

მოსამზადებლად დაგწირდებათ: 800 გ. მარწყვი, 100 მლ. შესქელებული რძე, 
50 მლ. 10-11 %-იანი ნაღები,  400 გ. ხაჭო, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი. 

მომზადების წესი: ხაჭო და შედედებული რძე ერთმანეთში ავურიოთ. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები ვანილის შაქართან ერთად. შემდეგ ეს ორი მასა შევათქვიფოთ ერთმანეთს და გავაციოთ. კრემი მოვასხათ დარჩეულ მარწყვს. მარწყვთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა კენკრაც.