ვისკის მწარმოებელმა კომპანია Woodford Reserve-მ, რომელიც სახელგანთქმული დოღის - KentuckyDerby-ს ოფიციალურ ალკოჰოლურ სასმელად არის ცნობილი, სპეციალური ვისკი ჩამოასხა. ვისკი, რომელსაც ცნობილი ამერიკელი მხატვრის – ბრეტ ემორის ნამუშევარი ამშვენებს და რომელზე ფინიშისკენ მქროლავი ორი ჟოკეია გამოსახული, ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის. 1 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული Woodford Reserve უკვე აპრილის დასაწყისიდან იყიდება ამერიკის 42 შტატში. ბოთლი ვისკის ფასი 43 დოლარია. ამასთან, ნებისმიერ მყიდველს აქვს შანსი მოიგოს 2012 წლის დერბიზე დასასწრები საგზური. ამისთვის საჭიროა, მყიდველებმა ბოთლის ეტკეტზე დატანილი სპეციალური, ინდვივიდუალური ნომერი, კომპანიის საიტზე ან ფოსტით, მითითებულ მისამართზე გაგზავნონ.
vinoge.com