საქმე ¹2/723-11 - “ფეესბე”  გაზეთ “ვერსიის” წინააღმდეგ

საქმე ¹2/723-11 - “ფეესბე” გაზეთ “ვერსიის” წინააღმდეგ

გაზეთ “ვერსიის” წინააღმდეგ ამ ბოლო დროს არაერთი ბინძური კამპანია აგორდა. ჩვენი პუბლიკაციებითა და მხილებებით გაღიზიანებული “კეთილისმსურველნი” რას აღარ გვაბრალებდნენ: ვიყავით “ვანოს გაზეთი”, ვიყავით “სააკაშვილის გაზეთი” და ბოლოს მათი ფანტაზია იქამდეც კი მივიდა, რომ ახლა “ფეესბეს გაზეთიც” გავხდით. ამჟამად რუსეთის მოქალაქე -  “ბიზნესმენი” - მინდია გულუა, მისი სახელისა და ღირსების შეურაცყხოფისათვის, სასამართლოში გვიჩივის, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ხომერიკთან ერთად. ამ საქმეში ყველაზე სახალისო კი ისაა, რომ ხომერიკმა მგონი, მართლაც, დაიჯერა, რომ “ვერსია” “ფეესბეს” ინტერესების გამტარებელი გაზეთია (ეტყობა, ამისათვის საკმარისი გახდა მისი ინტერვიუს გაზეთში დაბეჭდვა!) და მინდია გულუას წინააღმდეგ ქართულ სასამართლოში საბრძოლველად ონიშენკოს პირადი მეგობარი კახა კუკავა მოგვივლინა, რომელიც ცოტა ხნის წინ, მისი ოფისის ოქრუაშვილის მიერ დაფინანსების შესახებ დასმულმა კითხვამ ისე გააღიზიანა, რომ “ვერსიის” ჟურნალისტს სულ “ვანოს აგენტი” ეძახა. ამჯერად კუკავა ჩვენი “დამცველი” გახდა, მაგრამ რას არ გააკეთებ კაცი, მოსკოვიდან თუ მიიღებ ბრძანებას. სანამ ფაქტებსა და საქმის დეტალებს გავაცნობდეთ მკითხველს, გვინდა რამდენიმე კითხვა დავსვათ:

1. რატომ არ უჩივლა მინდია გულუამ ვლადიმერ ხომერიკს რუსეთის სასამართლოში, მით უმეტეს, ორივე რუსეთის მოქალაქე და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია?

2. როცა ვერსიამ 2008 წლის აგვისტოს დღეებში პირველ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობილი პლაკატი “პუტინ ნა ხუი”, რას აკეთებდა პატრიოტი გულუა მოსკოვში და მიაჩნია თუ არა, რომ ქვეყანა, სადაც იგი ბიზნესს აკეთებს, საქართველოს ოკუპანტია?

3. რატომ შეიტანა ქართულ სასამართლოში გულუამ სარჩელი საკუთარი გაზეთის - “დრონის” გამოსვლის დღეს და ხომ არ არის ეს კონკურენტი გაზეთის გაკოტრებისა და ხელში ჩაგდების მცდელობა? ამას ხომ არ უკავშირდება მისი ემისრების მიერ “ვერსიის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ, გაზეთის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკების მცდელობა?

4. ხომ არ მოქმედებს ხომერიკი და გულუა შეთანხმებულად, გაზეთ “ვერსიის” ხელში ჩასაგდებად და ხომ არ არის ეს “ფეესბეს” მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იმ გამოცემის წინააღმდეგ, რომელმაც ამდენი თავისტკივილი გაუჩინა?

5. როგორ ახერხებს ბატონი გულუა ერთდოულად ცხოვრობდეს და ბიზნესმენობდეს მოსკოვში და ქება-დიდებას აღავლენდეს სააკაშვილის მიმართ? საქართველოს სასამართლოში სარჩელის შეტანა ხომ არ არის მისი და ხელისუფლების გარიგება?

თუ ბატონი გულუა ამ კითხვებზე გვიპასუხებს და დაგვიმტკიცებს, რომ ისევე ეზიზღება “ფეესბე” და ოკუპანტი რუსეთი, როგორც ჩვენ, რომ ამორალურად მიაჩნია ქართველი გმირების სისხლზე, პუტინის სტრუქტურებთან ერთად, ფულის კეთება, რომ მას არა აქვს მიღებული დავალება მოსკოვიდან და საქართველოში რუსული ფულით არ ქმნის მედიაჰოლდინგს, არ ყიდულობს გამომცემლობას წინასაარჩევნოდ რუსული ძალების გასაპიარებლად, მაშინ ჩვენ მზად ვართ, თუკი ხომერიკი მოიხდის ბოდიშს, დავბეჭდოთ ეს ბოდიში იგივე ადგილზე, სადაც მისი ინტერვიუ დაიბეჭდა. “ვერსიას” კი საბოდიშო არაფერი აქვს. გაზეთის მოვალეობაა რესპოდენტის ინტერვიუს გამოქვეყნება დამახინჯების გარეშე და ჩვენც სწორედ ეს გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი პოზიცია, ახლა მივყვეთ ფაქტებს ქრონოლოგიურად.      

 

საქმე ¹2/723-11 - სამართლებრივი მხარე

2011 წლის 3 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო საქმე ¹2/723-11, რომელიც მოსარჩელე მინდია გულიამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად შეიტანა. განმცხადებელი მინდია გულუა, რომელიც ამჯამად მოსკოვში ცხოვრობს, რუსეთის მოქალაქე გახლავთ და სარჩელში საკუთარ მისამართს ასე მიუთითებს - კრასნოდარის მხარე, უსტ-ლაბანსკის რაიონი, სტანცია ვოსტოჩნაია, ქ. ვოლნაია, სახლი 29. 

საქმეს ორი მოპასუხე ჰყავს - მაია ფურცელაძე, გაზეთ “ვერსიის” დამფუძნებელი და ვლადიმერ ხომერიკი, ასევე რუსეთის მოქალაქე, მცხოვრები მოსკოვში ულიცა რაბოჩაია ¹6.

დავის არსი საქმეში მოკლედ ასეა ჩამოყალიბებული - გაზეთვერსიის” 2010 წლის 13-14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ჟანა ასანიძის ინტერვიურუსი და ქართველი ხალხის ეროვნული ფონდისპრეზიდენტ პროფესორ ვლადიმერ ხომერიკთან. ინტერვიუში ხომერიკი საქართველოს ხელისუფლებას სულელ, დამნაშავე და პარანოიით შეპყრობილ ხელისუფლებას უწოდებს. ბატონი პროფესორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ქართულ დიასპორაში გაერთიანების სირთულეა, რადგანაც ლიდერობის მანია ბევრს აქვს. ამ ფონზეერის მომავალზე ზრუნვითგანმსჭვალული პროფესორის რისხვა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობასაქართველოსთვისატყდება და იწყება მისი ხელძღვანელის მინდია გულუას შეურაცხმყოფელი და სახელის გამტეხი ფაქტების მოხმობა და შეფასებების გაკეთება:

მოსარჩელემ ბინძურ თამაშებში ჩაითრია პატრიარქი, მას სამი საათი ესაუბრა არყის თაობაზე და ბინძურ თამაშებში ჩაითრია.

მოსარჩელემ პირმოთნეობით გაჟღენთილი წერილი მისწერა საქართველოს პრეზიდენტს, რომელშიც მას ფრიადოსანი და მედალოსანი უწოდა, რითაც სურდა სამსახურში ჩამდგარიყო.

მოსარჩელის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია არის ფიქტიური ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციის მეშვეობით ჩემს წარმომდგენელს სურს სახელისუფლებოკრიშამოიპოვოს რუსეთში, ხოლო მას (ჩემს წარმომადგენელს) ბიზნესი ხომერიკმა გადაურჩინა.

გაზეთის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და შეურაცხმყოფელი. ინფორმაციის გამავრცელებლები განზრახ ლახავენ ჩემი მარწმუნებლის პატივსა და ღირსებას, რის გამოც მოვითხოვთ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და ზიანის ანაზღაურებას.”

ახლა რას ითხოვენ სასამართლოსგან:

მოპასუხეებს დაევალოს გაზეთვერსიაშიგამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ობიექტური აღქმის შესაძლებლობის მომცემი ცნობა.

მოპასუხე ვლადიმერ ხომერიკს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით 200 000 აშშ დოლარის თანხის ოდენობის გადახდა.

გაზეთვერსიისდამფუძნებელ მაია ფურცელაძეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით, 1 ლარის თანხის ოდენობის გადახდა.

სარჩელის სრული ფასი 360 001 ლარი, სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარი.”

გაზეთი “ვერსია” საქართველოში (2007 წლის 3 ივნისიდან) გამომავალი  ქართულენოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი გახლავთ და ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. მისი მიზანია ობიექტური, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს და ტრიბუნას უთმობს ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულებისა და მრწამსის მოქალაქეს მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა მისი პოზიცია რედაქციის პოზიციას. ჟანა ასანიძის ინტერვიუ ვლადიმერ ხომერიკთან, რომელიც ჩაიწერა მოსკოვში მივლინების დროს (სხვათაშორის იმ პერიოდში ასანიძე გახლდათ გაზეთ “ჯორჯიან ტაიმსის” ჟურნალისტი, თბილისში ჩამოსულს კი საკუთარი გაზეთი დახურული დახვდა.), ეხებოდა ქართულ დიასპორაში შექმნილ ვითარებას და თემამ მოიტანა საუბარი ბატონ მინდია გულუაზე, რომელიც იმ პერიოდში ახლადდაფუძნებული მოძრაობა “საქართველოსთვის” ხელმძღვანელი გახლდათ. ბუნებრივია, ჟურნალისტი საქართველოში უცნობი საზოგადოებისა და კიდევ უფრო უცნობი ვინმე გულუას პიროვნებით დაინტერესდებოდა და შეეცდებოდა, მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა მკითხველისთვის, ვინაიდან უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საქმინობა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მჭიდრო კავშირშია. ამდენად გაუგებარია, მოსარჩელე მხარის ბრალდებები და მითუმეტეს მტკიცება იმისა, რომ მოპასუხეები განზრახ ლახავენ მინდია გულუას პატივსა და ღირსებას. ამგვარი გაზრახულობა ვერც ჟურნალისტსა და ვერც გაზეთის რედაქციას ვერ ექნებოდა ერთადერთი მიზეზის გამო _ მინდია გულუას არსებობისა და მოღვაწეობის შესახებ იმ პერიოდისთვის ქართულმა საზოგადოებამ საერთო არაფერი იცოდა. 

გარდა ამისა, გაზეთ “ვერსიის” წარმომადგენელმა, ადვოკატმა ლევან ცალუღელაშვილმა, მოიპოვა და წარმოადგინა ჟანა ასანიძესთან ერთად მოსკოვში, იმავე კონფერენციაზე მყოფი ვალერი კვარაცხელიას ინტერვიუ,  რომელიც ზუსტად ერთი თვით ადრე, 2010 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდა გაზეთში “პროკლამაცია”, სადაც  ვლადიმერ ხომერიკი იგივე შინაარსის ბრალდებებს უყუნებს მინდია გულუას. საინტერესოა, მაშინ რატომ არ შეელახა პატივი და ღირსება ბატონ გულუას და რატომ არ შეიტანა სასამართლოში საქმე კვარაცხელიას წინააღმდეგ, რატომ არ მოითხოვა ფაქტების უარყოფა და 200 000 დოლარი? საქმის სამართლებრივი ასპექტებით თავი რომ არ მოგაბეზროთ, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ სასამართლო განხილვა ორჯერ შედგა და ორჯერვე გადაიდო - მოსკოვში მცხოვრებ ვლადიმერ ხომერიკს სარჩელი ვერ ჩაბარდა, შესაბამისად, მისი წარმომადგენელი პროცესზე ვერ გამოცხადდა. მოსარჩელის მოთხოვნა გაზეთ “ვერსიის” მიმართ კი აბსოლუტურად დამოკიდებულია იმაზე, რას განაცხადებს სასამართლო დავის დროს ვლადიმერ ხომერიკი, სხვაგვარად გაზეთი ვერანაირ “ობიექტური აღქმის შესაძლებლობის მომცემ ცნობას” ვერ გამოაქვეყნებს. ასევე აბსოლუტურად გაუგებარია, რა პრეტენზიები აქვთ გაზეთთან და საქართველოს კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ, როდესაც ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ.

 

რუსეთის ორი მოქალაქევერსიისწინააღმდეგ

“ღმერთია მოწმე, არ მინდოდა, თქვენ მაიძულეთ”, რომ საზოგადოებას განვუმარტო ამ აბსურდული საქმის რამდენიმე დეტალი. თუმცა შექმნილი ვითარების ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ეს პროცესი უფრო მეტად დიდ პოლიტიკურ ინტრიგას ჰგავს, ვიდრე ერთი ინტერვიუს გამო სამართლებრივ დავას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, გაზეთ “ვერსიის” ჟურნალისტი უნებლიედ სწორედ ამ ინტრიგის ეპიცენტრში აღმოჩნდა და უდანაშაულო მსხვერპლად აქციეს. გაზეთი “ვერსია” რომ ცალსახად გამოკვეთილი პროდასავლური პოლიტიკური კურსის მხარდამჭერია, საქართველოში ეს ყველამ შესანიშნავად იცის, თუმცა ვერც ერთი სხვა კურსის გამტარებელი პოლიტიკური პარტია თუ მოქალაქე ბრალს ვერ დაგვდებს, რაიმე ინფორმაციის დამახინჯებასა თუ დაბლოკვაში. რედაქციის სტრატეგია ამ შემთხვევაში მარტივია - საზოგადოებას უნდა მიაწოდო მაქსიმალური ინფორმაცია ყველა არსებული პოზიციის შესახებ, შემდეგ კი თავად გააკეთოს არჩევანი. სხვათაშორის, სწორედ ამ პრინციპის დაცვით გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატიები და ინტერვიუები რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რასაც ტან სდევდა მიხეილ ხუბუტიას, ალექსანდრე ებრალიძის, ვლადიმერ ხომერიკის და სხვათა მხარდამჭერებისა და მათ მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ძალების აგრესია.  

ვლადიმერ ხომერიკი რომ საქართველოს ხელისუფლების დაუძინებელი მტერია და წლების განმავლობაში რუსულ და ქართულ მედიაში საკმაოდ მწარე და აგრესიულ სტატიებსაც აქვეყნებს, ეს არავისთვისაა ახალი. არც ისაა ახალი და არც თავად მალავს, რომ არა მხოლოდ ხომერიკი, ძასოხოვიც, შალიკინიაც, ალექსანდრე ებრალიძეც და მოსკოვში მოღვაწე თუ გადახვეწილი ბიზნესმენები, მჭიდრო კავშირში არიან კრემლთან და რუსეთის სპეცსამსახურებთან. სწორედ ამის გამო გახდნენ რუსეთ-საქართველოს შორის გართულებული ურთიერთობის შემდეგ შეუცვლელნი და მოიპოვეს მოსკოვში უდიდესი გავლენა. მეტიც, ვლადიმერ ხომერიკს “ფეესბეს” მაღალჩინოსანთა შორისაც კი ასახელებენ და აცხადებენ, რომ პუტინის მიერ სწორედ მისი ხელით იმართება რუსეთთან დაახლოებული ქართული პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი. რუსი კოლეგების მიერ, “ვერსიის” თხოვნით, მოპოვებულ ინფორმაციებსაც რომ თავი დავანებოთ, რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გაანალიზება აშკარად  გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ - “ფეესბეს” მხარდაჭერისა და მასთან კავშირის გარეშე, შეუძლებელია აკეთო დიდი ბიზნესი, ჩამოაყალიბო და ამუშავო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოსთან და ქართულ პოლიტიკასთან არის კავშირში.

რაც შეეხება მინდია (კახა) გულუას - იგი სოხუმელი გახლავთ, ბიზნესი კრასნოდარის მხარეში ააწყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში და მას შემდეგ არაერთი ბიზნესომი გადაიტანა, თუმცა რაღაც გზებით, მაინც მოახერხა თავის და საკუთარი მილიონების გადარჩენა. იმედია, ზედმეტი მაგალითები საჭირო აღარ არის, მხოლოდ ხადარკოვსკის საქმე გვეყოფა იმის დასტურად, როგორ სჯის პუტინი ურჩ ბიზნესმენებს. გულუა კი გადარჩა. მეტიც, ხომერიკი-ებრალიძის კლანს მიკედლებული (ამას არც თავად უარყოფს “პრაიმ ტაიმში” მიცემულ ინტერვიუში), კრემლისთვის საჭირო კაცადაც იქცა _ ბიზნესი მიატოვა (ასე ამბობს) და ამჟამად საზოგადოებრივი საქმიანობით არის დაკავებული. საინტერესოა, მაინც როგორ შეძლო ურთიერთობების მოგვარება სოხუმელმა გულუამ პუტინის რუსეთთან? საზოგადოებრივი საქმიანობა კი უშუალოდ საქართველოს და ქართულ დიასპორას უკავშირდება, თუმცა უამრავი უპასუხო კითხვაც სწორედ აქ ჩნდება - საინტერესოა, როგორ იყიდა და აფინანსებს სოხუმის კალათბურთელთა გუნდს საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გარეშე? იქნებ ვინმეს გაერკვია, რას საქმიანობს საქართველოში მისი ოჯახი? იქნებ ისიც გაგვერკვია, რეალურად, რატომ დაუპირისპირდნენ ხომერიკი და გულუა ერთმანეთს, სად არის ძაღლის თავი დამარხული და რატომ იჭყლიტება რუსეთის ორი მოქალაქის დატაკებისას გაზეთი “ვერსია”? რატომ გააკეთა საქართველოს საპატრიარქომ განცხადება  მინდია გულუას მიერ დაარსებულ ფონდთან “მზე შინა და მზე გარეთა” კავშირის გაწყვეტის შესახებ? რატომ არ მიიღო ერთი წლის წინ ოფიციალურმა თბილისმა და გააბრუნა აეროპორტიდან მინდია გულუა და დღეს როგორ აკეთებს ბიზნესს საქართველოში?

ეს კითხვები უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს და “ვერსია” იმ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელსაც ამზადებს, ყველა მათგანს დოკუმენტურად გაეცემა პასუხი. ახლა კი მხოლოდ ერთ საკითხზე მოგაწვდით ინფორმაციას და დასკვნაც აქედან გავაკეთოთ - სადავო ინტერვიუ გამოქვეყნდა 2010 წლის 15 დეკემბერს, სასამართლოში მინდია გულუას მხარემ სარჩელი შეიტანა 2011 წლის 3 თებერვალს. იმავე დღეს, 3 თებერვალს, ხუთშაბათს, სარედაქციო წერილით “მეორედ მოსვლა” გამოვიდა გაზეთი “დრონი”, რომლის დამფუძნებელი, არჩილ გოგელიასთან და თეიმურაზ ქორიძესთან ერთად, გახლავთ მინდია გულუა. საინტერესო დამთხვევაა, არა? ერთი ხელით საავტორო წერილი წერო, პატრიოტული, გულისმაჩუყებელი განცხადებები აკეთო, მართალი და ობიექტური გაზეთის აღდგენის კეთილშობილური მისია იტვირთო და დამფუძნებლის სტატუსი მიიღო, მეორე ხელით კი კოლეგა გაზეთის დამფუძნებელს სასამართლოში უჩივლო იმის გამო, რომ შენი მოწინააღმდეგის ინტერვიუ გამოაქვეყნა (ან ვინ იცოდა, რომ მოწინააღმდეგე და მტერი იყო?), თანაც ისე, რომ არც შენ და არც შენმა წარმომადგენელმა არც ერთი სიტყვით ამის შესახებ არ გააფრთხილოთ! სამართლებრივ შეფასებას ამ ფაქტს ალბათ “ვერსიის” ადვოკატი ლევან ცალუღელაშვილი მისცემს, მორალურ-ზნეობრივი, კოლეგიალურ და ბიზნეს ასპექტში კი ამას რა ჰქვია, თავად გადაწყვიტეთ!

და ბოლოს, “ვერსია” შეეცადა, ეს დავა არ გაეპოლიტიკურებინა და მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში დაენახა პროცესი, ამიტომაც მის მეგობარს ვთხოვეთ, გაერკვია, იყო თუ არა საქმის კურსში თავად ბატონი გულუა და თუ იყო, იქნებ ისიც აეხსნა, რა პრეტენზიები ჰქონდა გაზეთთან, რომელიც ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ დაუკავშირდა, კითხვებიც გაუგზავნა და დაპირებაც მიიღო _ 3 დღეში პასუხების გამოგზავნის შესახებ? ჩვენთვის მოულოდნელად გავარკვიეთ, რომ თურმე ბატონ გულუას თბილისიდან “ამშვიდებენ” _ “ყველაფერი რიგზეა გაზეთსაც დავხურავთ და 200 000-საც ავახევთო!” რა თქმა უნდა, ეს ფრაზა მილიონერი გულუასთვის ამ საქმის მოგვარებით “ფულის შეწერის” მცდელობად ჩავთვალეთ (ნაცნობი ვითარებაა ბიზნესმენთა გარემოცვაში) და ვირწმუნეთ დანაპირები, რომ ბატონი გულუა გაზეთს არ ერჩის, პირიქით, მან არც კი იცოდა, რომ ამ საქმეში “ვერსია” ფიგურირებდა, ადვოკატებს დაავალებს ყველაფერი მოაგვარონ და 6 მაისს პროცესზე ამ განცხადებას თავად გააკეთებდნენ. სამწუხაროდ, ბატონმა მინდიამ პირობა არ შეასრულა. როგორც ჩანს, ჩვენი ეჭვები ნაწილობრივ დასტურდება - საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტრიგასთან გაზეთის წინააღმდეგ, ამიტომ საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ საჯარო განცხადება: გაზეთ “დრონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსეთის მოქალაქე მინდია გულუა, ქართული სასამართლოს საშუალებით, აწარმოებს ბრძოლას ქართული, დამოუკიდებელი მედიაგამოცემის წინააღმდეგ, კონკურენტის განეიტრალებისა და მისი ხელში ჩაგდების მიზნით. შესაძლებელია, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა პირებმა, ვლადიმერ ხომერიკის მოქმედებით, ხელი შეუწყონ მას ამ გეგმის განხორციელებაში. ასევე შეეცადონ, გაზეთის იმიჯისა და სახელის დისკრედიტაციას. მორიგი ინტრიგისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, რედაქცია იღებს გადაწყვეტილებას, პროფესიული საქმიანობა გაზეთ “ვერსიაში” დროებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე, შეუჩეროს ჟურნალისტ ჟანა ასანიძეს. ბატონ გულუასა და მის გარემოცვას კი იმ მცირერიცხოვან მეოცნებეთა გუნდთან შეერთება მოუწევთ, ვინც “ვერსიის” დახურვა-გაკოტრებაზე ოცნებობს. ოცნების უფლება კი ყველას აქვს!