ღვინის ლიქიორი ვარდის არომატით

ღვინის ლიქიორი ვარდის არომატით

საჭირო მასალა: 1 კგ. შაქარი, 1 ლ ღვინო, რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი, 250 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, 250 მლ. სპირიტი ან 370 მლ. რომი.

მომზადების წესი: მოვადუღოთ ღვინო, რათა აორთქლდეს ალკოჰოლი, ჩავამატოთ შაქარი და ვადუღოთ შაქრის სრულ დადნობამდე და სითხის დაწმენდამდე. გაგრილებულს დავამატოთ ანადუღარი წყალი, ვარდის ზეთის წვეთები და ალკოჰოლი.

რჩევა: შაქრისა და ღვინის მოდუღების დროს, ყურადრება მივაქციოთ, რომ ზედმეტად არ გადადუღდეს და კარამელიზაცია არ დაიწყოს. ლიქიორის სიტკბოს რეგულირება შესაძლებელია გემოვნებით - წყლისა და ალკოჰოლის რაოდენობის შეცვლით. ვარდის ზეთი შეიძლება შევცვალოთ 50-100 მლ ვარდის უალკოჰოლო ნაყენით.