მე-19 საუკუნეში რუსეთის მიერ ჩერქეზეთის გენოციდის აღიარების განხილვა ჯერ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში, შემდეგ კი პარლამენტში უახლოეს მომავალში გაიმართება. თუმცა, თუნდაც საკომიტეტო განხილვის კონკრეტულ თარიღს ვერც პარლამენტარები და ვერც სხვა სპეციალისტები ასახელებენ.
21 მაისს, კავკასიიდან ჩერქეზების მასობრივი გადასახლების 147-ე წლისთავზე საერთაშორისო მოძრაობა “ჩერქეზთა პატრიოტები” სხავდასხვა სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს გენოციდის რუსეთის მხრიდან მათი გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართავენ.
გუშინ ამავე თხოვნით საქართველოს პარლამენტს ისრაელის ჩერქეზულმა ორგანიზაციებმაც მიმართეს.
ამ დროისათვის, შესაძლოა, საქართველოს პარლამენტში საკითხის საბოლოო განხილვა მხოლოდ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში მოესწროს. კომიტეტის წევრებს უჭირთ საუბარი, საბოლოოდ როდის განიხილავს ჩერქეზეთის გენოციდის საკითხს საქართველოს პარტლამენტი, თუმცა, არსებული დოკუმენტების საფუძველზე, მე-19 საუკუნეში მომხდარ ფაქტს აშკარად გამოხატულ გენოციდს უწოდებენ.
შეგახსენებთ, დაახლოებით ერთი წელია პარლამენტი ჩერქეზული და სხვა კავკასიური არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თხოვნით მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხს შეისწავლის.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ლაშა გვასალია უჭირს კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის იქნება საკითხის საბოლოო განხილვა თუნდაც კომიტეტში.თუმცა აღნიშნავს, რომ მანამადე კიდევ სამი შეხვედრაა დადგეგმილი, რომელთაგან პირველი მომავალ კვირაში გაიმართება.
ჯერ-ჯერობით უცნობია მომდევნო შეხვედრების თარიღი, თუმცა, გვასალია ამბობს, რომ სამივე მათგანი, სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში შედგება.
საქართველოს პარლამენტში ამბობენ, რომ რთული სათქმელია კონკრეტულად როდის განიხილავს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ამ საკითხს.
“ახლა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. იცით, რომ პარლამენტს სხავდასხვა არასამთავრობოებმა, ჩერქეზებმა, კავკაისიის სხვა ხალხებმა მოგვმართეს, რომ განიხილოს და მოახდინოს გენოციდის აღიარება. ჩვენ მივმართეთ სხავდასხვა ექსპერტებს, რომლებიც აკეთებენ დასკვნებს. შესაბამისად, როცა ეს დასკვნები დაიდება და სამრთლებრივი ფორმა მოიძებნება, დოკუმენუტრად დაიდება შედეგები, შემდეგ იქნება შეხევდრა აღიარების შესახებ. თუცმა, ექსპერტების დასკვნადე ვერ განვსაზღვრავთ ამ სხდომის თარიღს.
“განხილვამდე დავეყრდნოთ ქართველი და უცხოეული ექსპერტების დასკვნას, საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი საკითხი, რომ არ მოხდეს ნაჩქარევად გადაწყეტილების მიღება. ამ საკითხზე ოფიციალურად 21 მაისამდე სამი შეხვედრაა დანიშნულული. კონსულტაციები გაიმართება ექსპერტებთან და კავაკსიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებთან. ამას მოჰყვება კომიტეტის საბოლოო შეხვედრა და იქ გადაწყდება ყველაფერი. პირველი შეხვედრა მომავალ კვირას იქნება. დანარჩენი ორი განსაზღვრული არ არის, მაგრამ ყველა ერთად, ალბათ, ერთ თვეში ჩაეტევა”, - ამბობს გვასალია.
კავკასიოლოგი მერაბ ჩუხუა, რომელიც მოწვეული ექსპერტის სტატუსით პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მუშაობაშია ჩართული, ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია როდის განიხილავს საბოლოოდ პარლამენტი, ან თუნდაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ჩერქეზთა გენოციდის აღაიარების საკითხს.
ჩუხუა ამბობს, რომ ამჟამინდელი მასალებით საქმე სულ მცირე ეთნოწმენდასთან გვაქვს.
“ყველა ის მონაცემი, რაც ახლა ჩვენს ხელთ არის - ქართველი, რუსი, ჩექეზი, ამერიკელი და დასავლეთ ევროპელი მკვლევარების მონაცემები - იმაზე მეტყველებს, რომ სულ მცირე ეს იყო ეთნოწმენდა. ერთ-ერთმა დასავლელმა მკვლევარმა ამას ”მომაკვდინებელი ხასიათის ეთნოწმენდა” უწოდა. სხვები თვლიან, რომ ეს იყო გენოციდი, რომლის მსგავსიც 19-ე საუკუნეში არავის ახსოვს.
“პირადად მივიჩნევ, რომ ეს იყო აშკარად გამოხატული გენოციდი, მისი ყველა განმარტებიდან გამომდინარე. გენოციდად ითვლება ამა თუ იმ ხალხის ფიზიკური განადგურება, როცა მსხვერპლი აღწევს მათი საერთო რაოდენობის 20%-ს. ჩერქეზების შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს სამშობლოდან განდევნილ ან დახოცილ 90%-ზე, კავკასიაში დარჩა მხოლოდ 10%.
“ეს მიმართება - 10%-90%-თან დღევანლდელ ჩერქეზულ სინამდვილეშიც არის ასახული. ამერიკელმა მეცნიერმა შემფილდმა აღადგინა სურათი, თუ რა მდგომარება იყო პროცენტულად მე-19 საუკუნეში გადასახლებისა და გენოციდის შემდგომ და რა არის დღეს და დააადგინა, რომ დღეს საერთო ჩერქეზული მოსახლეობის ზუსტად ის 10 % ცხოვრობს, რაც მაშინ დარჩა კავკასიაში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ იყო ნამდვილი გენოციდი.
“რაც შეეხება პარლამენტში გენოციდის საკითხის განხილვას, რთული სათქმელია როდის იქნება. არც კომიტეტის საბოლოო სხდაომაზე ვარ ინფორმირებული. უბრალდო ვივცი, რომ იქნება შეხვედრა 21 მაისამდე. შეხვედრა იქნება იმ ექსპერტებთან, რომლებსაც აქამდე მონაწილეობა არ მიუღიათ შეხვედრებში, მაგალითად სოსო ცინცაძე, მამუკა არეშიძე და ა.შ.”, - ამბობს მერაბ ჩუხუა.