ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, შაბათს ზუგდიდის რესტორან “დიარონში” ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა თვალწინ შსს-ს თანამშრომლებმა სცემეს.
როგორც ჩაჩიბაია “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რესტორანში ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, გვერდით სუფრაზე კი ვახშამს მაღალჩინოსნებიც მართავდნენ. ინციდენტი კი მის მიერ ფოტოების გადაღებას მოჰყვა.
“ჩემს მეგობრებს რესტორანში ფოტოებს ვუღებდი. იქ მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევით, თურმე მათი მაგიდა ჩემს ობიექტივში აღმოჩნდა და ეს გახდა ინციდენტის მიზეზი. თავდაცვის მიზნით რეზინის ხელკეტი დამაქვს და როდესაც მომიახლოვდნენ და დამარტყეს, ხელკეტი ავიღე, თუმცა ის რესტორნის თანამშრომლებმა წამართვეს, იმის ნაცვლად, რომ დამხმარებოდნენ.
“ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მათ არასდროს მოვწონდი და არც მე ვყოფილვარ მათთან დაახლოვებული პირი. მოვითხოვ ყველა პირის დასჯას ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა,” - აცხადებს ჩაჩიბაია და ინციდენტის დეტალებს ყვება.
ილია ჩაჩიბია: “მაღალჩინოსნეის სუფრაზე დაახლოებით 40-მდე იქნებოდნენ - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო და რაიონული პოლიციის წარმომადგენლები, ასევე პროკურატურისა, გამგეობის და კუდ-ის თანამშრომლები. ასევე, ზუდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალესანდრე ქობალია, ზუგდიდის რაიონის პოლიციის უფროსი რუსლან შამახია, სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მოადგილე დიმიტრი ხვიტია.
“მეგობრები ერთმანეთს ფოტოებს ვუღებდით. იმ დროს, როცა ერთ-ერთი ფოტო მე გადავიღე, რესტრნის თანამშრომელი მომივარდა, რომ მისთვის დაუყოვნებლივ მიმეცა ფოტოკამარა. ჩემი უარის შემდეგ ჩემთან ზუგდიდის პოლიციის უფროსი რუსლან შამახია და სხვა შს-ს წარმომადგენლები მომადგნენ. შამახიამ განმიცხადა - ფოტოაპარატი მისთვის მიმეცა. ავუხსენი, რომ აპარატს არ მივცემდი, ფოტოებს მათ არ ვუღებდი და მათთან არანაირი შეხება არ მქონდა. შამახიამ- დავივიწყოთ ეს ამბავიო და გამშორდნენ.
“ამ ინციდენტიდან დაახლოებით ნახევარ საათში ზურგიდან ჩემთვის უცნობი პიროვნება მომვარდა და დამარტყა. ბოლო პერიოდში, ჩემ კრიტიკული სტატიების გამო რაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ჩემი დევნა დაიწყო, თავდაცვის მიზნით რეზინის ხელკეტს ვატარებ. ხელკეტი რომ ამოვიღე, რესტორნის დაცვის თანამშრომლები მომცვივდნენ და ჩემი თავდაცვის ერთადერთი საშუალება წამართვეს. ჩემი თავდამსხმელებისაგან განსხვავებით ნასვამი არ ვიყავი და ამიტომაც მაქსიმალურად მოვერიდე სიტუაციის გამწვავებას და ჩემ მეგობრებთან დავბრუნდი.
“გუშინ გავარკვიე, რომ ვინც ზურგიდან თავს დამესხა რესტორან “დიარონის” მეპატრონისა და ზუგდიდის პოლიციასთან დამეგობრებული ვინმე ირაკლი კვარაცხელიაა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საპატრულო პოლიცია გამოვიძახე და ისინი საერთოდ არ მოვიდნენ. ალბათ იმის გამო, რომ ბრძანება მიღეს, არ მოსულიყვნენ. საერთოდ არ მიყვარს დაუსაბუთებელი ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ ფაქტია, რომ პატრული არ მოვიდა.”
ზუგდიდელი ჟურნალისტის თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამშაბათს განცხადებით მიმართავს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს და მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. ასლებს კი სამხარეო პროკურორ როლანდ ახალაიას, გუბერნატორ ზაზა გოროზიას, სამხარეო პოლიციის უფროსს თენგიზ გუნავას და აგრეთვე იმავე სუფრაზე მყოფ, რაიონის პოლიციის უფროსს რუსლან შამახიას.
“ადგილობრივ პოლიციაში საჩივრის შეტანას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ პოლიციის უფროსი თავად იყო თვითმხილველი, თუმცა შამახია მერაბიშვილის მიმართ გაგზავნილ ჩემს განცხადების ასლს მიიღებს. ამ განცხადებაში ავღნიშნავ, რომ ეს იცნიდენტი პოლიციელების წაქეზებით მოხდა.
“მოვითხოვ დამნაშავეების დასჯას საქართველოს შს კოდექსის მე-18 და 108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ეს არის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება და სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობა.”
მისივე მტკიცებით, ეს ინციდენტი იყო სამართალდამცველების მხრიდან შურისძიება მის პროფესიოული საქმიანობის გამო.
“ასავალ-დასავალში” ვმუშაობ და ძალიან ბევრი თემა მაქვს პოლიციის უკანონო საქმიანობაზე დაწერილი. მაგალითად ეკლესიის მუშა, 60 წლის ნუგზარ მანია პოლიციელებმა სრულიად უდნაშაულოდ დაცხრილეს იმის გამო, რომ პოლიცილები ვიღაცას სცემდნენ და ეს მოხუცი გამოესარჩლა. აგრეთვე ცოტა ხნის წინ აფხაზეთიდან გადმოსული ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მათ უკანონობაზე და დანაშულებებზე ვწერ და ამიტომაც ყელში ვეჩხირები მათ, მაგრამ ეს ჩემ პროფესიული საქმიანობაა და თავის დანებებეს არ ვაპირებ”.