მოსამზადებლად დაგწირდებათ: 2 ხახვი, 500 გ. მაღალი ხარისხის უცხიმო მოხარშული ძეხვი, 1 ქილა მჟავე კიტრი, რაფინირებული სასალათე ზეთი - გემოვნებით, დაფქული შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ხახვი დავჭრათ ალყა- ალყა, დავაყაროთ მარილი და ნახევარის საათის განმავლობაში დავდგათ, რომ სიმწარე გაუვიდეს. ამასობაში ძეხვი და მჟავე კიტრი დავჭრათ თხელ წვრილ ზოლებად, ავურიოთ ერთმანეთში და დავუმატოთ გაწურული ხახვი. მჟავე კიტრის წვენში გავხსნათ ზეთი, მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ დაჭრილ პროდუქტებში. მომზადებული სალათი სუფრასთან მივიტანოთ 1-2 საათის შემდეგ.