„მგონია, რომ ქადაგიძე სააკაშვილისა და ადეიშვილის გაგრძელებაა“

„მგონია, რომ ქადაგიძე სააკაშვილისა და ადეიშვილის გაგრძელებაა“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უნდა დაეტოვებინა. კანონმდებელის თქმით, მას ქადაგიძის ბრალეულობაზე ეჭვებით საუბარი არ სურს, თუმცა, მისი განცხადებით, ივანიშვილს ტყუილად არავინ სთხოვდა, რომ ქადაგიძე არ დაეჭირა.

ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, for.ge თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლება სთხოვეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ დაეჭირა. გიორგი ქადაგიძის მოქმედებებში საეჭვოს თქვენც ხედავთ?

- გააჩნია, თქვენ რომელ პერიოდზე მეკითხებით. 2012 წლამდე ვითარებას თუ მეკითხებით, ის ღონისძიებები ბავშვმაც კი იცის, რაც „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ ხორციელდებოდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ ბანკის დასასჯელად საკანონმდებლო ცვლილებებიც კი მიიღო. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკის დამცველი უნდა იყოს და პირიქით, მის წინააღმდეგ არ უნდა მოქმედებდეს. „ქართუ ბანკთან“ მიმართებაში, სულ მცირე, ადგილი გულგრილობას მაინც ჰქონდა. არ მინდა, რომ ვინმეს განაჩენი გამოვუტანო, მაგრამ პროკურატურას კითხვები რომ ექნებოდა, ეს რა გასაკვირია?

რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან პატიებას, ეს ინფორმაცია მეც ვიცოდი, რასაც აღფრთოვანებული არ შევხვდი. ივანიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება მითხრა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანური ვარ, ეს აზრი არ მომეწონა, რადგან ჰუმანურობა იმ საზღვარს არ უნდა გასცდეს, რომელმაც შეიძლება დიდი ბოროტება მოიტანოს.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომქართუ ბანკთანდაკავშირებით, ძიება უნდა გაგრძელებულიყო და ივანიშვილს ქადაგიძისთვის არაფერი უნდა ეპატიებინა?

- პატიების ზომას გააჩნია. ბევრი ადამიანისთვის პირადი წყენა მიპატიებია, მაგრამ შეიძლება ადამიანს ისეც აპატიო, რომ არ დაიჭირო. თან აპატიო და თან ადამიანი იმ პოსტზე დარჩეს, სადაც დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ამას მე პირადად არ დავუშებდი.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი უნდა დაეტოვებინა?

- მას მინიმუმ, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უნდა დაეტოვებინა, რადგან მისი პოსტიდან გადაყენების მექანიზმი არ იყო. მისი პოსტიდან გადაყენების ერთადერთი საფუძველი შეიძლება მისი დაჭერა ყოფილიყო, არ ვამბობ, რომ ამის უფლება არ გვქონდა. იურიდიულად არ ვიცი, კრიმინალი მას ეხება თუ ბანკში დასაქმებულ სხვა ადამიანებსაც, თუმცა, მისი პოსტიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო.

ქადაგიძეს ამ თანამდებობაზე საქმიანობისთვის დაახლოებით ერთი წელი რჩება. ეს ადამიანი პოსტიდან რომ გადააყენოთ, მას კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშუალი უნდა ჰქონდეს ჩადენილი, ან მისი ქმედებები ანტიკონსტიტუციური უნდა იყოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ ორი ნორმიდან, რომელიმე აქვს დარღვეული?

- არ შეიძლება, რომ ადამიანზე ეჭვებით ილაპარაკო, მაგრამ ბატონ ბიძინას ტყუილად არ სთხოვეს, რომ არ დაეჭირა. როცა ასეთი სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაციის წამომადგენელი მოდის და გთხოვს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ დაიჭირო, ე.ი. მას იმის მტკიცებულება აქვს, რომ მისი დაჭერა შეიძლება.

როგორც ივანიშვილი და თქვენ ამბობთ, თუკი ქადაგიძემ დანაშაული ჩაიდინა, მაშინ პასუხი რატომ არ აგებინეთ? ადამიანების პასუხისგებათხოვნებითხდება?

- როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, მან პასუხი უნდა აგოს და შემდეგ, მისი შეწყალება შეგიძლია.

2012 წელზე აპელირებთ, თუმცა, ქადაგიძის ბოლო პერიოდის საქმიანობას როგორ აფასებთ?

- მისი ქმედებების ალოგიკურობას ვხედავ. ის ერთსა და იმავე სიტუაციაში აბსოლუტურად განსხვავებულად რეაგირებს. 2012 წლამდე, ის ლოგიკურ ნაბიჯებს დგამდა, ახლა ალოგიკურ ქმედებებს ვამჩნევთ, თუმცა, ეს საკმარისი საფუძველი არ არის, რომ მის ბრალეულობაზე ვისაუბროთ, ვინაიდან ყველა იმ დახურულ ინფორმაციაზე წვდომა არ გაგვაჩნია, რომლის მოპოვების შემდეგაც შესაძლებელი გახდებოდა მის ბრალეულობაზე საუბარი. იმისათვის, რომ ეს სისტემა ერთი კაცის ნება-სურვილზე არ იყოს დამოკიდებული, საკანონმდებლო ცვლილებები მოვამზადეთ, რომელიც ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გამოტანას ითვალისწინებს.

ეს ხმაურიანი ცვლილებები იმის გამო მოამზადეთ, რომ ქადაგიძის უფლებამოსილების არეალი შეზღუდოთ, თუ იმისათვის, რომ ამ სააგენტოს დამოუკიდებლობა ქვეყანას სჭირდება?

- სიმართლე რომ გითხრათ, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციებით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც პრობლემას წავაყდი. ხშირ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ალოგიკური ქმედებები ლარის კურსის ვარდნას ხელს უწყობდა. ქადაგიძის ქმედებები მინუმუმ, არადეკვატური იყო, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ლარის დევალვაცია მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებით არის გამოწვეული. გადამწყვეტი საგარეო ფაქტორი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ქადაგიძის ადეკვატური ქმედებების შემთხვევაში, ლარის ვარდნა უფრო ადვილად გადასატანი იქნებოდა მოსახლეობისთვის და უარყოფითი გავლენა გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

თუკი ეჭვები გაქვთ, რომ ქადაგიძე ალოგიკურ ნაბიჯებს დგამს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია რატომ არ შექმენით?

- ეს იდეა არსებობდა, რომელსაც ჩემი გუნდის ნაწილი მხარს უჭერდა, მეორე ნაწილმა კი თქვა, რომ თუკი სააგენტოს გარეთ გამოვიტანთ, შედეგი იქნებაო. კომისიის საქმიანობა დროში იწელება და ინიციატივას პოლიტიზირება გაუკეთეს. ეროვნული ბანკიდან სააგენტოსთან გამოყოფასთან დაკავშირებით, შეფასებებს ის ადამიანებიც კი აკეთებდნენ, რომლებიც „ქართუ ბანკი“ დააყაჩაღეს.

გარკვულ ეჭვებზე საუბრობთ და მინდა გკითხოთ, რას გულისხმობთ? გიორგი ქადაგიძესნაციონალური მოძრაობამართავს? თქვენ ფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზურაბ ადეიშვილის ან მიხეილ სააკაშვილის გავლენას განიცდის?

- არ მგონია, რომ ის გალენებისგან თავისუფალი იყოს. მგონია, რომ ის მათი გაგრძელებაა.

მათი გაგრძელებარას ნიშნავს?

- ის შინაგან მათი ინტერესების დამცველია, თუკი იმასაც გავითვალიწინებთ, რომ ეროვნული ბანკი ადეიშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული. იმ ადამიანების მიკვირს, რომლებიც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ზედამხედველობის სააგენტოს ეჭქვეშ აყენებენ და ძებნილების - სააკაშვილისა და ადეიშვილის პროკურორებს ენდობიან. ეს ხომ ნონსენსია? მათი მიზანი იყო სოციალური აფეთქება. უკრაინიდან სააკაშვილი აანონსებდა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,50 ნიშნულზე დაეცემოდა, მას მხარს ციხიდან უგულავა უჭერდა მხარს და 2,40 ნიშნულზე ავიდა კიდეც.

თქვენ ქადაგიძის ქმედებებზე საუბრობ და მთავრობის ნაბიჯებზე არაფერს ამბობთ. აღამსრულებელმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი თავის ნებაზე რატომ მიუშვა?

- ისე ვიქცევი, როგორც სწორად მიმაჩნია.