მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1 ცალი კვერცხის გული, 100 გრ. ზეთი, 1 ჩაის კოვზი გამზადებული მდოგვი, მარილი და ძმარი გემოვნებით.
მომზადების წესი:
ფაიფურის ან ემალის ჭურჭელში ჩადეთ კვერცხის გული, გამზადებული მდოგვი, მარილი, და ხის კოვზით კარგად გათქვიფეთ. შემდეგ წვეთობით მიუმატეთ ზეთი, თან კოვზით განუწყვეტლივ ურიეთ და მერე თანდათანობით გახსენით ძმარში მანამდე, სანამ სასურველ სისქეს მიიღებდეთ (არაჟანის სისქე).
ეს საწებელი მაგიდაზე მიიტანეთ თევზისა და ხორცისაგან მომზადებულ სხვადასხვა თავის საჭმელთან ერთად და იხმარეთ აგრეთვე სხვადასხვა სალათის სანელებლად
gurmani.com.ge