“ყელამდე ნეხვში ვარ!.. აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე!”

“ყელამდე ნეხვში ვარ!.. აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე!”

გვერდზეეეე... გვერდზეეეე... არა... არა... რააა... ერთით გვერდზე... აუ, სად ჩააგდოო... ფუ, გამხვრიტაააა...ცოტა უცნაურია, მაგრამ როგორცქართული სიტყვისინკოგნიტო რესპონდენტი ამბობს, სწორედ ამ ფრაზებს გაიგებს კაზინოში შესული ახალბედა აწ უკვესტაჟიანიმოთამაშეებისგან. უფასო სასმელი, სუფთა გარემო, მოგების შანსი - კაზინო საუკეთესო მაცდური საშუალება და საკუთარი თავის გამოცდისთვის საკმაოდ ღრმა უფსკრული. თბილისში აზარტული თამაშებით ბევ ახალგაზრდაა გატაცებული. ჩემი თანამოსაუბრე თავისი ლასვეგასურიცხოვრების დეტალების გამხელაზე იმ პირობით დამთანხმდა, თუ მის ვინაობას არ გავასაჯაროვებ - მშობლებმა და სანათესაომ მისი გატაცების შესახებ არაფერი იცის... პირობას, ცხადია, ვასრულებ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ინკოგნიტო რესპონდენტი 21 წლისაა და თსუ- ერთ-ერთი ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.

- ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ თავიდანვე მითხარი, კაზინოში შესვლა რამ გაიძულა?

- ათასი ამბავი მქონდა მოსმენილი, თუ როგორ გააუბედურა კაზინოში თამაშმა ახალგაზრდა ანგელოზივით ბიჭი, როგორ დაიწყო ოჯახიდან ნივთების ჩუმად დალომბარდება და ასე შემდეგ. ჰოდა, ინტერესი გამიჩნდა - საკუთარი თავის შემოწმება მომინდა, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ გამარჯვებას ფული მოჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, მოტივაციაც საკმაოდ მაღალი მქონდა. ქუჩაში, ყოველ ნაბიჯზეა რეკლამა, კაზინოში 100, 200, ან 300-ათასიანი საპრიზო ფონდი თამაშდებაო, ანუ „შხამს“ კარგად „ფუთავენ“.

- თამაში რომ დაიწყე, რამდენი წლის იყავი დასადებიუტო გამოსვლა მოიგე თუ წაგე?

- 18-ის როგორც კი გავხდი, მესამე დღეს, ძმაკაცებთან ერთად, კაზინოში წავედი. ის დღე ახლაც მახსოვს: არანაირი ე.წ. დღის შუქი, მხოლოდ შიდა საკმაოდ მიმზიდველი განათება და ალბათ, საოცარი იქნება, ეს გარემო ვინმეს რომ არ მოეწონოს. ვიდრე კაზინოში შევიდოდით, მეგობრები გავაფრთხილე, რომ ეს დღე დაემახსოვრებინათ. მათი არ ვიცი, მაგრამ მე რომ დღემდე მახსოვს, ფაქტია. განსაკუთრებით იმიტომ დამამახსოვრდა, რომ 500 ლარი მოვიგეთ და საოცრად ბედნიერები ვიყავით. ამას „ეშმაკის სახლში“ მეორე “გასეირნებაც” მალევე მოჰყვა და მარტო თამაშისას, ვიდრე მოგებულზე ორჯერ მეტი არ წავაგე, კაზინოს მწარე, ძალიან მწარე გემო მანამ ვერ გავიგე.

- თამაში რომ დაიწყე, მუშაობდი და კაზინოში საკუთარი ფულით შედიოდი თუ მშობლები გაძლევდნენ?

- უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ტექნიკის მაღაზიაში, კონსულტანტად ვმუშაობდი. ჩემი ფული სათამაშოდ სრულიად მყოფნიდა, მაგრამ როცა ისეთი პერიოდი დამიდგა, რომ აღარ მყოფნიდა, სესხება დავიწყე. პირველად 70 ლარი ვისესხე. ბევრისთვის შეიძლება, სასაცილო იყოს, მაგრამ ეს მაშინ მიუღებლად მიმაჩნდა. ვალის გადახდას ზუსტად 2 თვე მოვუნდი...

- თამაშს რატომ აგრძელებდი - ზამასკაგქონდა თუ ფულის მოგებ გინდოდა?

- ორივე, თუმცა, როცა ვიგებდი და არ ვჩერდებოდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ საშინელი “ლომკა” მქონდა. მოგებულს მთლიანად რომ წავაგებდი, მერე ვხვდებოდი, თუ რა „ღორიც“ ვიყავი. იყო შემთხვევები, როცა საღამოს 9 საათზე შესული, კაზინოდამ დილის 6 საათზე გამოვსულვარ, რა თქმა უნდა, წაგებული. აღარც დღესასწაული ვიცოდი და აღარც - არაფერი. თვეში 25 დღე კაზინოში “ვიჯექი”.

- პირველ ვალს მეორეცმიაყოლე”?

- კი, 200 ლარი ვისესხე, თუმცა უფრო მალე გავისტუმრე, რადგან ერთ შესვლაზე მოგების გემო “გავიხსენე”, მაგრამ ეს გამარჯვება არ ვიკმარე და ვალის გასტუმრების შემდეგ, ისევ კაზინოში შევედი და, მოგებულთან ერთად, ჩემი ხელფასი მთლიანად წავაგე...

თამაშის დაწყებიდან ერთი თვის მერე, უძილობა დამეწყო და 3 წელია, თვალებდასიებული დავდივარ... რომ დავინახე, ასეთ დეპრესიაში ვიყავი, მოწევაც დავიწყე და წარმოიდგინეთ, 18 წლამდე სიგარეტი გასინჯულიც კი არ მქონდა, ახლა კი, 3 ღერს ზედიზედ ვეწევი.

- რას ამბობდი, როცა შინ ხელფასი არ მიგქონდა?

- ათას ტყუილს ვიგონებდი. ამ მარაზმში ზუსტად ორი წელი ვიცხოვრე... მერე, სამსახურიდან წამოვედი და ვალების მოზღვავებაც დაიწყო. როცა ბოლომდე გავიყვლიფე, სტუდენტური სესხით, 700-ლარიანი მობილური გამოვიტანე და ვაგზალზე, 500 ლარად გავყიდე. ამ ფულით ვალის ნაწილი გავისტუმრე, დარჩენილი კი, შინ მივიტანე - ვანახე, რომ ხელფასი ავიღე და როცა დაიჯერეს, ტელეფონები ჩემი ძმაკაცების სახელზეც გამოვიტანე და ისინიც გავყიდე. სულ 3 210 ლარი შევაგროვე... ტელეფონების განვადების ფულს ერთი წელი ვიხდიდი, რამაც ცალკე ათასი პრობლემა შემიქმნა: ხან პროცენტის თანხას ვერ ვშოულობდი, ხან - რასაც ვიშოვიდი, იმასაც ვაგებდი... 400-ლარიან ვალს 600-იანი მოჰყვა, 600-იანს 1000-იანი და დღეს უკან დასაბრუნებელი 8000 ლარი მაქვს...

- ისევ თამაშობ?

- ჩემი თავისაც მრცხვენია. იქ ვხედავ ხალხს, რომელიც წამის მეასედში ამაზრზენად იგინება. ზოგს ყოველგვარი მორიდება და ზრდილობა დაკარგული აქვს და, წაგების შემთხვევაში, იმაზეც წამსვლელია, რომ სრულიად უცხოს, ვინც გვერდით თამაშობს, ფული სთხოვოს. ჩემთვის ბევრჯერ უთხოვიათ და მიმიცია, მაგრამ საკუთარ თავს ყოველთვის ვახსენებდი, რომ მათ დონემდე არ უნდა დავცემულიყავი, თუმცა რაღა მიკლია? - ვალებში ვარ გადავარდნილი და რაღა აზრი აქვს, ფულს ვის გამოვართმევ? ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ვთამაშობ და გზას ვერ ვხედავ, თუ როგორ უნდა გავჩერდე.

- ფსიქოლოგთან მისვლა, მშობლებთან დალაპარაკება არ გიცდია?

- რაც უნდა მოხდეს, ჩემებს არაფერს ვეტყვი. კაზინოსთან დაკავშირებით სხვის ამბებს რომ გებულობენ, მაშინ გიჟდებიან და წარმოდგენაც კი რთულია, თუ რა დაემართებათ, როცა გაიგებენ, რომ მათი შვილიც თამაშობს.

რაც შეეხება ფსიქოლოგს, მივედი, უამრავი მხრიდან მომიდგა და ჩემი დამოკიდებულების აღმოფხვრას ეცადა. იყო პერიოდები, როცა მასთან საუბრის შემდეგ, აზარტულ თამაშებს 3-4 კვირა არ ვეკარებოდი, მაგრამ ამ პაუზის მერე უფრო სასიამოვნო ხდებოდა თამაში - ის მენატრებოდა, რასაც მაშინ განიცდი, როცა “რულეტკის” ბურთი ტრიალებს და ეკრანს ნერვიულად უყურებ, თუ რა ბურთი “ჩააგდო”. როცა ხედავ, რომ ის ჩააგდო, რაც გინდოდა, სიხარულთან ერთად, გაიძახი, უფრო ბევრი რატომ არ მედო, მეტს მოვიგებდიო. წაგებისას მოსმენილი ფრაზები ზოგჯერ ჩემთვისაც სასაცილოა, მაგრამ თუ მე ვაგებ, ესე იგი, “მხვრიტავს”.

სხვათა შორის, მამაოსაც ვესაუბრე და პირველად მაშინ გავიგე, რომ სამი ძირითადი ნარკოტიკიდან, კაზინო, დამოკიდებულების მხრივ, პირველ ადგილზე ყოფილა... ვხვდები, რომ ყელამდე „ნეხვში“ ვარ!

- ისევ უმუშევარი ხარ?

- არა, მე-4 კურსზე ვარ, თან ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად ვმუშაობ, ხელფასი 350 ლარი მაქვს. ამ ქვეყანაში წელზე ფეხს იდგამ და 350 ლარს გაძლევენ, მერე, გაუკვირდებათ, ბიჭების 90 პროცენტი აზარტულ თამაშებს რატომ თამაშობსო..

ისე, ძალიან ბევრი ჩემხელა გოგოც თამაშობს - ახალგაზრდები ვართ, გართობა, ფული გვინდა და იქიდან გამომდინარე, რომ საკმარისი ფული არაა, ვდგებით და “მარტივი ფულის” შოვნის გზას იმ იმედით მივმართავთ, რომ ოდესმე „ეშმაკის სახლს“ „გავძარცვავთ“!

- ძმკაცები არაფერს გეუბნებიან?

- რა უნდა მითხრან? ფულს აღარ მაძლევენ - იციან, რასაც ვიზამ... მე თუ არ მოვინდომე, ვინც რა უნდა მითხრას, სულს ის ჭია მაინც გამიღრღნის, რომელსაც კაზინოში შევყავარ... ვიცი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და ნელ-ნელა იმასაც ვხვდები, რომ ფულის მოგება იმდენად აღარ მაინტერესებს, რამდენადაც თვითონ თამაში და ის განცდა, რაც მის დროს მეუფლება. არ ვიცი, ვინ ან რა იქნება ჩემი საშველი. თუ ვერაფერი შევცვალე, მაშინ მონასტერში წავალ და რამდენიმე თვე ვიცხოვრებ. იქნებ, რამე მეშველოს, მაგრამ ამ ვალებს ვინ გაისტუმრებს? ათასი საფიქრალი მაქვს და ტვინი აზროვნებას, ალბათ, ძალიან მალე შეწყვეტს!

- სხვათა შორის, მომავალ წელს აზარტული თამაშების აკრძალვას აპირებენ და  იქნებ, ამან გიშველოს?

- მიშველის?.. ფულის შოვნის ერთადერთ გზად ამას ვთვლი და ესეც რომ დამეკეტოს, მერე რა ვქნა? ნეტავ, მაშინ დაკეტილიყო, ვიდრე პატარა ვიყავი?!

- ოდესმე სახლის ან აგარაკის გაყიდვაზე გიფიქრია?

- კი და წარმომიდგენია, თუ რა მოხდება, სახლი ჩუმად რომ გავყიდო...

ერთხელ, მეგობარმა მითხრა, შენი ოჯახის შემხედვარე რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე მსგავი პრობლემა შეგექმნებოდაო... საქმე ისაა, რომ კაზინოებში არც “მაშავებენ”. რა აღარ გავაკეთე, რომ “გავეშავებინე”, მაგრამ ჩემნაირი კლიენტის დაკარგვა, რომელიც, ახალგაზრდულ ასაკში, მოგებულის წაგებიანად, ცოტაც და, ალბათ, მილიონის ერთ მეოცედზე მეტ ვალს დაიდებს, ვის უნდა?!

აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე! ვნანობ, რომ ვერ ვჩერდები და მესმის იმ ძალიან აზარტული ხალხის, ვინც ამბობს, თუ დაიწყებ, ვერ გაჩერდებიო. ნებისმიერ კაზინოს რომ ჩავუვლი, გული საშინლად მიცემს და ასე მგონია, გამისკდება.

- ცხადია, ვერ გეტყვი, გამარჯვებით გევლოს-მეთქი, მაგრამ გისურვებ, შენი ცხოვრება მალე შეიცვალოს!

- მადლობა...