ღვინო 40 ჯიშიდან

ღვინო 40 ჯიშიდან

იტალიელმა მეღვინეებმა ორი ახალი ღვინო შექმნეს და ამისთვის მთელი იტალიის ტერიტორიაზე მოწეული 40 სხვადასხვა – 20 თეთრი და 20 წითელი ჯიშის ყურძენი გამოიყენეს. მიღებულ პროდუქტს ,,იტალიური ავტოხთონური ჯიშების ენციკლოპედია” ეწოდა. ერთი წითელი და ერთი თეთრი ღვინო, რომლებსაც სახელი Una აერთიანებთ, იტალიის ენოლოგთა და ენოტექნიკოსთა ასოციაციის (Associazione Enologi Enotecnici Italiani)მეღვინეთა თაოსნობით შეიქმნა. საერთო ჯამში 6 800 ბოთლი ღვინო Unaჩამოისხა. ბოთლები სხვადასხვა მოცულობისაა, თუმცა დიზაინი ერთი აქვთ – მათ  გაფორმებაზე ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა – ალდო ჩიბიკმა იზრუნა.

6 აპრილს, ვერონაში გამართული გამოფენა Vinitaly –ს საზეიმო ვახშამზე მიწვეულ სტუმრებს სწორედ ამ ღვინით გაუმასპინძლდნენ.

vinoge.com