საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველო ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობაზე გადადის. რეფორმას ეკონიმიკისა და მდრადი განვითარების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყება ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ახორციელებს. პროცესის შესახებ ყველა მედიასაშუალების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია. მოსახლეობის სწორად ინფორმირება სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თუმცა კონკრეტული ორგანიზაციები და კერძო პირები მედიასივრცეში, სააგენტოსთან შეუთანხმებლად, მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ.
მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო გაფრთხილებთ: ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობასთან დაკავშირებული სიახლეები გადაამოწმეთ სააგენტოს ვებ (www.digitaltv.ge) და სოციალურ (www.facebook.com/Digitaltv.ge) გვერდებზე. ინფორმაციის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ სააგეტოს რეკვიზიტებს ( ლოგოს, სლოგანს,მასკოტს და ა. შ.) შეგახსენებთ, რომ რეფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგი საშუალებებით :
სააგენტოს მიერ მომზადებული და ეროვნულ და ადგილობრივ ტელევიზიებსა და რადიოებში განთავსებული კლიპებით
მრავალენოვანი ბუკლეტებით
ბეჭდურ და ელექტრონულ გამოცემებში გამოქვეყნებული სტატიებით
ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქციის საშუალებით, რომელიც თან ახლავს სეთ-თოფ ბოქსებს
ცხელი ხაზით ( ტელ 1480), სადაც მოსახლეობას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია სასურველი და დეტალური ინფორმაციის მიღება
რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია (წყაროს მითითებით) გადატანილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდებზე.
ასევე, ღიად მივმართავთ GEODigital.tv-ს: თქვენ მიერ განთავსებული მასალების ნაწილი შეიცავს მცდარ გზავნილებს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, ინფორმაცია გამოაქვეყნოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთან შეთანხმებით.