ქართველოს დღევანდელი ეკონომიკა, განსაკუთრებით კი მრეწველობა კრიზისს განიცდის. მრეწველობის ზოგიერთი დარგის უმოქმედება და წარმოების ეფექტიანობის საკმაოდ დაბალი დონე დაჩქარებულ და მასშტაბურ ძვრებს მოითხოვს. რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას. ამ მიზნის განსახორციელებლად უდიდესი ფინანსური და მატერიალური რესურსებია საჭირო, რაც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგში - მრეწველობაში წინა პლანზე წარმოების ეფექტიანობის ამაღლების პრობლემას დააყენებს.
ახალი რეფორმების გატარების შედეგად მოხდა საგადასახადო კანონმდებლობის გამარტივება, უძრავი ქონების რეგისტრაციის მოქნილი სისტემის დანერგვა, ლიცენზიეიბისა და ნებართვების მაქსიმალური შემცირება, ხოლო ბოლო პერიოდში - ანტიმონოპოლიური რეგულირების ამოქმედება და მეწარმეების განთავისუფლება ბევრი ბიუროკრატიული ბარიერებისაგან. მიუხედავად ამისა, თუ არ იქნა კომპლექსურად, მეცნიერულ დონეზე შესწავლილი თითოეულ დარგში არსებული მდგომარეობა, არ გაკეთდა სიღრმისეული ანალიზი და მის საფუძველზე არ შემუშავდა სამომავლო გეგმები და ღონისძიებები და ყოველივე ამას არ მიეცა სისტემური ხასიათი, ძალზედ რთული იქნება საბოლოოდ ეკონომიკაში მყარი და მაღალი შედეგების მიღწევა.
სწორედ ამ მიზნით შემუშავებული პოზიცია, რომელიც დაფუძნებულია ხანგრძლივი მეცნიერული და პრაქტიკული კვლევის შედეგებზე, უდაოდ წაადგება და დახმარებას აღმოუჩენს მათ ვინც უშუალოდ დაკავშირებულია და დაინტერესებულია აღნიშნული საქმიანობით.
დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი იქნება მრეწველობის განვითარების საერთო კანონზომიერებანი, ტენდენციები და თავისებურებანი. ასევე შევეხებით სამრეწველო რევოლუციის ეტაპებს და საზოგადოების როლს მეცნიერულ ტექნიკური რევოლუციის პროცესში. ყოველივე ეს იქნება საფუძველი ჩვენი შემდგომი პოზიციის ჩამოყალიბებაში, რომელსაც შევეცდებით მომავალში წარმოგიდგინოთ.
მრეწველობის განვითარების საერთო კანონზომიერებანი
მრეწველობის განვითარების ტენდენციები, ფაქტორები საკმაოდ დეტალურად არის შესწავლილი მსოფლიო და ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში, თუმცა განვითარების ყოველ ახალ ეტაპზე ისევე, როგორც საქმიანობის ყველა სხვადასხვა სფეროში მრავალი საკითხი მოითხოვს ახლებურად გაანალიზებას ახალი მეცნიერული და იმპერიული ცოდნის საფუძველზე.
მართალია, მრეწველების სწრაფი განვითარება უშუალოდ დაკავშირებულია პირველ სამრეწველო რევოლუციასთან, მაგრამ მისი საფუძვლები მაინც მისი კაცობრიობის განვითარების წინა პერიოდში მომზადდა. უწინარესყოვლისა იგულისხმება ადრინდელი ტექნიკური რევოლუციები და მასთან დაკავშირებული ნახტომები შრომის მწარმოებლურობის ზრდაში.
ფეოდალური ეპოქის ტექნიკური რევოლუციების ცენტრი იყო აღმოსავლეთი - ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის ქვეყნები, სადაც ფართოდ განვითარდა მიწათმოქმედება მორწყვით დაინერგა რკინის სახნისი – უღელი, რამაც მიწის დამუშავებისას ცხენი მთავარ გამწევ ძალად გადააქცია. გამოგონებულ იქნა კომპასი, ქაღალდი, დენთი. შეიქმნა მსხვილი ქალაქები, ხელოსნური ცენტრები, განვითარდა მეტალურგია, გემთმშენებლობა, ნაოსნობა, მაღალხარისხიანი ქსოვილების წარმოება. ევროპის განვითარებისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ქონდა რკინის სახნისისა და უღელის შემოტანას აღმოსავლეთიდან XI საუკუნეში. შრომის წარმოების ამაღლების შედეგად მიწათმოქმედებაში გამონთავისუფლდა სამუშაო ძალა, რამაც განაპირობა ქალაქების და ხელოსნების სწრაფი განვითარება. მომდევნო ტექნიკური რევოლუცია XI-XIV საუკუნეებში, სწორედ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს (იტალია, ნიდერლანდები, ინგლისი, გერმანია) უკავშირდება. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიახლე იყო წყლისა და ქარის წისქვილი, რომელიც ხელოსნური წარმოების უმნიშვნელოვანეს მამოძრავებელ ძალად გადაიქცა.
პირველი სამრეწველო რევოლუცია დაიწყო XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან, საფეიქრო მრეწველობაში ტექნიკური გადატრიალებით. მანქანით დართვით, საქსოვი დაზგის გამოგონებით. საფეიქრო მანქანაების ფართოდ გავრცელებამ მოითხოვა იაფი ენერგია. მანქანური ძრავის შექმნა. 1784 წელს ჯ. უატმა გამოიგონა ორთქლის ავტომანქანა ავტომატური რეგულატორით. ორთქლის მანქანის წარმოება განაპირობებდა თუჯისა და ფოლადის ახალი მეთოდებით წარმოების ათვისებას.
სამრეწველო რევოლუციის მეორე ეტაპზე XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო მანქანური წარმოება, რომლის დანერგვამ ძირეულად შეცვალა არამარტო საფეიქრო მრეწველობა, არამედ სამთო-მომპოვებელი, მეტალურგიური, ქიმიური, მანქანამთშენებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა. ეს იყო რევოლუციური ნახტომი. წარმოების დანაწილების ძირითად ფორმად გადაიქცა სპეციალიზებული საწარმო - ფაბრიკა, მანქანათა სისტემის გამოყენებით.
XIX საუკუნის დასასრულს დაიწყო ახალი სამრეწველო რევოლუცია, რომელიც დაკავშირებული იყო, ნავთობისა და ელექტროენერგეტიკის, წარმოების ელექტროფიკაციის განვითარებასთან. განვითარდა სრულიად ახალი დარგები ელექტროტექნიკა, საავტომობილო, საავიაციო, რადიო-ტექნიკური, მრეწველობა. წარმოების ორგანიზაციის ძირითადი ფორმა გახდა აქციონერული საზოგადოება. ჩამოყალიბდა კონკრეტული მონოპოლიური, ოლიგოპოლიური ბაზრები. აღნიშნულმა პროცესებმა უშუალოდ განაპირობა წარმოების ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლება.
მესამე სამრეწველო რევოლუცია, რომელიც პირველ მეცნიერულ ტექნიკურ რევოლუციაში გადაიზარდა, XX საუკუნის 30-იან წლებში ისეთი მსხვილი აღმოჩენებით დაიწყო, როგორიც არის ნეიტრონის, პოზიტრონის, მეზონის, ატომის ბირთვის დაშლა და აღმოჩენები. 40-იანი წლების შუა ხანებიდან განხორციელდა ამ აღმოჩენების მატერიალიზაცია, ატომური ენერგეტიკის ახალი სინთეზური და ხელოვნური მასალების, ჰერბიციდების, პესტიციდების, მწვანე რევოლუციის ლაზელური მემბრანული აფეთქების და სხვა ტექნოლოგიების შექმნით. განვითარდა სრულიად ახალი დარგები ელექტრონიკა, ელექტრონული გამომთვლელი მანქანების წარმოება, რადიო-ელექტრონიკა, კოსმოსური წარმოება. რეაქტიული თვითმფრინავების მშენებლობა, ელექტრო ფოლადის წარმოება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. ვიტამინებისა და მიკრობიოლოგიური პროდუქციის წარმოება და სხვა... დამახასიათებელი გახდა, მეცნიერების წარმოების ინტეგრაცია და მისი ინტერნაციონალიზაცია. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის იყო წარმოების დივერსიფიკაციის გაძლიერება.
მეორე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, რომელიც 70-იანი წლების შუახნიდან დაიწყო მეცნიერების, ტექნიკის წარმოების სფეროებში ახალი თვისობრივი აღმოჩენებითა და გადატრიალებით ხასიათდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოჩენები ბირთული ენერგიის ათვისების, მოლეკულური ბიოლოგიის, გენური ინჟინერიის, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის, კვანტური ელექტრონიკის, ოპტიკის, კატალიზის, ქიმიის სფეროებში. გადატრიალებები ტექნიკის სფეროში დაკავშირებულია დიდი ინტეგრალური სქემების შემუშავებასთან, მიკროელექტრონიკის, რობოტოტექნიკის, ბოჩკოვანი ოპტიკსი, ბიო-ტექნოლოგიის განვითარებასთან. აღნიშნულის საფუძველზე მიმდინარეობს წარმოების მატერიალურ ტექნიკური ბაზის თვისობრივი გარდაქმნა, კომპლექსური ავტომატიზაციის გავრცელება, წარმოებასა და მართვაში მოქნილი ტექნოლოგიური კომპლექსებისა და წარმოებების ფართოდ გავრცელება, რომლებიც სწრაფად გადაეწყობა პროდუქციის ასორტიმენტის ცვლილების კვალობაზე, მათ შორის მცირე სერიულ და ინდივიდუალურ წარმოების დარგებში. ინერგები პრინციპულად ახალი მასალები - კომპოზიტები, ფხვნილები, პოლიმერები, და ა.შ. სწრაფად ვითარდება ტრანსპორტის ახალი საშუალებები ელექტრომობილები, ჩქაროსნული რკინიგზები, ზებგერითი სიჩქარის თვითმფრინავები. სრულიად ახალ ტექნიკურ ბაზაზე ხორციელდება არამატერიალურ წარმოების სფეროს განვითარება: მიმოქცევისა და მომსახურების სფეროში, განათლების, ჯანმრთელობის, მეცნიერების, სამეცნიერო მომსახურების სფეროში ტექნიკის უახლესი მიღწევების დანერგვის ბაზაზე. გრძელდება გადატრიალება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში, რაც მკვეთრად ზრდის თავისუფალ დროს. ყოველივე აღნიშნული იწვევს ღრმა ცვლილებებს ადამიანის სამუშაო ძალის ხასიათში, წარმოების ორგანიაზციის ფორმებში. დღეს წინა პლანზე გამოდის შრომის, ტექნიკის, წარმოების სპეციალიზაციისა და უნივერსალიზაციის ოპტიმალური თანაფარდობის პრობლემა. შრომის დანაწილება ძირეულ საწარმო რგოლებში თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას. მაღლდება წარმოების მეცნიერებატევადობა.
ამასთან ფართოვდება დეკონცენტრაციის პროცესი. ტექნიკის მინიატურიზაციის და მიკროპროცესორების გამოყენების შედეგად. ფართოვდება მცირე საწარმოების ქსელი, მცირე რაოდენობის მუშაკებით, რომელიც ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, მაღლდება წარმოების მოქნილობა, რაც ზრდის მის ადაპტაციის უნარს, ბაზრის შეცვლილი პირობებისადმი. წარმოების სპეციალიზაცია, კონცენტრაცია, კოპერაცია, კომბინირება, ინტეგრაცია, დივერსიფიკაცია, თავს იჩენს მცირე, საშუალო და მსხვილი ფირმების ერთობლიობაში, რომლებიც ხშირად ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებენ.
ზემოთდახასიათებული პროცესები, გარკვეულ ისტორიულ პერიოდში კონცენტრაციის შედეგად, განაპირობებდნენ ეკონომიკის სტადიურ განვითარებას და მის სტრუქტურულ ძვრებს. დღეს ეკონომიკის სტადიური განვითარების სხვადასხვა კონცეფცია არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი მაინც დიდი ზომით მეთოდოლოგიურად და შინაარსობრივად ემყარება ამ თეორიის ფუძემებლის უ. როსტოუს სტადიური განვითარების თეორიას. იგი გამოყოფს ეკონომიკის განვითარების ხუთ ძირითად სტადიას: 1. ტრადიციულ საზოგადოებას, რომელიც ემყარება ნიუტონამდელ მეცნიერებასა და ტექნიკას და ხასიათდება სოფლის მეურნეობის გაბტონებული მდგომარეობით; 2. გარდამავალ საზოგადოებას, როდესაც წარმოიშობა მეწარმეთა ახალი ტიპები, ბანკები და დამმუშავებელი მრეწველობის საწარმოები; 3. გარდაქმნის პერიოდს, როდესაც ხდება მუდმივი ზრდისადმი წინააღმდეგობის სრული დაძლევა, მრეწველობის დარგების სწრაფი განვითარება, რევოლუციური ძვრები სოფლის მეურნეობის მწარმოებულორბაში; 4. სიმწიფის სტადია. როდესაც ინვესტირება ეროვნული შემოსავლის 10-20%, ადრინდელი 5%-ის ნაცვლად და მიიღწევა წარმოების გამოშვების მუდმივი წინგასწრება მოსახლეობის ზრდის მიმართ; 5. მასობრივი მოხმარების მაღალი დონის სტადია, როდესაც ეკონომიკის წამყვანი სექტორები იწყებენ ხანგრძლიი მოხმარების საგნებისა და მომსახურების მასთაბურ წარმოებას. ამასთან, პირველი სტადია შეესაბამება ნატურალური ოჯახური მეურნეობის სტადიას, მეორე სტადია – მანუფაქტურის პერიოდს, მესამე – სამრეწველო გადატრიალეის, რევოლუციების პერიოდს, მეოთხე – ინდუსტრიულ საზოგადოებას, მეხუთე – პოსტინტუდსტრიულ საზოგადოებას.
უ. როსტოუმ მრავალი ქვეყნის გავნითარების ემპირიული მასალის შესწავლის საფუძველზე განსაზღვა პირობები, რომლებიც აუცილებელია მაღალ განვითარებული ეკონომიკის, სიმწიფის სტადიის, ანუ ინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის: ინვესტიციების გადიდება იმ დონემდე, რომელიც ჭარბობს ეროვნული შემოსავლის 10%-ს; დამმუშავებელი მრეწველობის ერთი ან რამდენიმე დარგის სწრაფი განვითარება; ისეთი პოლიტიკური, სოციალური და ინსტიტუციური სტრუქტურის არსებობა, რომელიც ეკონომიკური ზრდის სტიმულების გამოყენების საშუალებას იძლევა. თუ ეს პირობები უზრუნველყოფილ იქნება. როსტოუს აზრით, ქვეყანას შეუძლია ეკონომიკური სიმწიფის მიღწევა 60 წლის ფარგლებში. მაგრამ, ამასთან ერთად, მეტად მნიშვნელოვანია სტადიური განვითარების თეორიის შემდეგი კანონზომირებაც: სიმწიფის და მასობრივი მოხმარების სტადიაზე ეკონომიკური, მრეწველობის ზრდის და შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტემპები შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე განვითარების ადრინდელ სტადიაზე. ჩვენი აზრით, ეს დებულება დასაზუსტებელია: იგი სწორია იმ შემთხვეაში, თუ ზრდაში ვიგულისხმებთ მხოლოდ რაოდენობრივ და მატერიალურ-ნივთობრივ მხარეს. მაგრამ შრომის მწარმოებლურობის ზრდა არ გულისხმობ მხოლოდ რაოდენობრივ ასპექტს, მისი იმანენტური მხარეა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარისხი და ამ ასპექტში ყოველი მომდევნო პროგრესული სტადია დროის ერთეულში უფრო მეტ, მასშთაბურ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ ხასიათდებოდეს შრომის მწარმოებლურობის უფრო მაღალი ტემპით. შრომის მწარმოებლურობის უფრო მაღალი ტემპით. შრომის მწარმოებლურობის რაოდენობრივი ზრდის ტემპის შენელება არ ნიშნავს მისი ტემპის საერთოდ შენელებას, თუ მისი ზრდის ხარისხი მატულობს.
ეკონომიკური სტადიის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია მისი სტრუქტურული განვითარება. ეკონომიკური ზრდა ზოგადად ხასიათდება მოსახლეობის ზრდით, წარმოების რესურსების ან მოცულობის ზრდით. წარმოების ეფექტიანობის ანუ შრომის წარმოების ზრდით, რაც ვლინდება სამუშაო დროის შემცირებით. ეკონომიკური პროგრესი გამოიხატება პირველ რიგში შემდეგი მაჩვენებლებით, უცვლელი ფასებით მთლიანი შემოსავლის (ხელფასის კაპიტალზე მოგებისა და შემოსავლების საერთო ჯამი) შეფარდება მოსახლეობის ან დასაქმებულთა რიცხოვნობასთან; მთლიანი ეროვნული ან შიდა პროდუქტის შეფარდება ან დასაქმებულთა რიცხოვნობასთან რეალური მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე... სამრეწველო რევოლუციამდე შემოსავლების 85-90% იხარჯებოდა კვების პროდუქტების ყიდვაზე. თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში კი ეს წილი 15-25%-მდე შემცირდა. სამაგიეროდ იზრდება სამომხმარებლო ბიუჯეტების ხვედრითი წილი, როგორიც არის დასვენება, გართობა, განათლება, საბინაო, საოჯახო მეურნეობების პირობების გაუმჯობესება. ეს იწვევს ცვლილებებს მოთხოვნისა და წარმოების სტრუქტურაში ამასთანავე ღრმავდება სოციალური დიფერენციაცია. მაგალითად 2007 წლის მონაცემებით ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო 30 მილიონამდე ადამიანი, რომლის შემოსავალი ოფიციალური სიღარიბის ზღვრის დაბლა იდგა – 11 200 დოლარი ყოველ წლიური შემოსავალი ოთხკაციანი ოჯახისათვის.
რაც შეეხება წარმოების სტრუქტურას, აქ ეკონომიკური პროგრესი ხასიათდება შემდეგი ძირითადი ტენდენციებით: უწინარეს ყოვლისა, იზრდება იმ საქონლისა და მომსახურების წარმოება, რომელებიც განსაზღვრავენ პროგრესს. ყოველთვის არსებობს დომინირებადი პროდუქტები. რომლებიც შეესაბამება განვითარების მოცემულ სტადიას. XX საუკუნის პირველ ნახევარში ასეთი პროდუქცია იყო ენერგომატარებლები, ცემენტი, ფოლადი, სატრანსპორტო საშუალებანი. თანამედროვე პირობებში ასეთი პროდუქციაა: ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანაები, მიკროპროცესორები, რობოტები, ელექტრონული და ოპტიკური ხელსაწყოები, სამეცნიერო, საკონტროლო, სამედიცინო აპარატურა, კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების აპარატურა, ავიასარაკეტო კოსმოსური ტექნიკა, ავტომობილები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა, პლასტმასების, ქიმიური, რეზინა-ტექნიკური, სატყეო-ქაღალდის, მინის, კერამიკის პროდუქცია, აგრეთვე არამატერიალური წარმოების პროდუქცია.
პრობლემის კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ მექანიზმში მთავარია წარმოების ეფექტიანობის, მწარმოებლურობის დინამიკა. მრეწველობის განვითარება უკავშირდება უწინარესყოვლისა სოფლის მეურნეობაში შრომის მწარმოებლურობის გადიდებას, რაც ათავისუფლებდა აქ დასაქმებულ სამუშაო ძალას მრეწველობის დარგების განვითარებისთვის. მაგრამ, ამასთან ერთად სოფლის მეურნეობისათვის დამახასიათებელია კლებადი მწარმოებლურობის ფაზაში შედარებით უფრო ადრე შესვლა: იგი აღწევს მწარმოებლურობის მაქსიმუმს დასაქმებულთა მცირე რიცხოვნობით და ჭარბი კაპიტალით, სწორედ ახალი კაპიტალის წარმოშობა იწვევს სამუშაო ძალის გადაადგილებას მრეწველობაში. სადაც შრომის მწარმოებლურობა უფრო მაღალია მსუბუქ და კვების მრეწველობაში.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მრეწველობაზე მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის 28% და 25% განვითარებად ქვეყნებში. მომპოვებელი მრეწველობის ხვედრის წილი ხასიათდება შემცირებით, განვითარებულ ქვეყნებში მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 5%-ს, განვითარებადში - 7%-ს. რაც შეეხება დამმუშავებელ მრეწველობას განვითარებულ ქვეყნებში მასსზე მოდის სამრეწველო პროდუქციის 82-83%, და მთლიანი შიდა პროდუქტის 23%, ხოლო განვითარებად ქვეყნებში შესაბამისად 73% და 20%. პრინციპული ხასიათის ძვრები ხდება დამმუშავებელი მრეწველობის სტრუქტურაში. ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ამ პროცესს ასახავს აშშ, სადაც ყველაზე უფრო სწრაფად ვითარდება მანქანათმშენებელი და ქიმიური კომპლექსების დარგები. პირველის ხვედრითი წილი დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის მთლიან მოცულობაში გაიზარდა 1985წ. 38%-დან 2005წ. 49%-მდე. ძირითადი კაპიტალის მიხედვით ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად შეადგინეს 27,5 და 44,8% კაპიტალური დაბანდებების მიხედვით – 29 და 34%-ს, მეტალურგიური კომპლექსის ხვედრითი წილი, შესაბამისად შეადგენდა: 10,8% და 15%, 21 და 27%, 8,5 და 0,6%; 29,6 და 33,3%-ს. მეტალურგიული კომპლექსის ხვედრითი წილი დამუშავებელი მრეწველობის მთლიან პროდუქციაში შემცირდა 10,1-დან 4,4%-მდე, ცელულოზა-ქაღალდის, პოლიგრაფიული მრეწველობის წილი არ შეცვლილა და შესაბამისად შეადგენდა 9,4 და 4,3%, სამშენებლო მასალების, მინისა და ფაიფურის მრეწველობა შემცირდა 4,0-დან 2,9%-მდე, მსუბუქი მრეწველობის – 7,5-დან 5%-მდე, ხოლო კვების მრეწველობის – 13,1-დან 11,6-მდე. გრძელვადიანი პროგნოზით უახლოეს ათწლეულებშიც დაახლოებით იგივე ტენდენციებია მოსალოდნელი.
საერთოდ, მსოფლიოში აღინიშნება ახალი დარგების სწრაფი ზრდა და მათი ხვედრითი წილის მნიშვნელოვანი ამაღლება მთლიან პროდუქციასა და დასაქმებაში. მაგალითად, უკვე 2000-იანი წლების დასაწყისში, 2003 წ. მონაცემებით ახალი დარგების წარმოების მოცულობამ შეადგინა 261 მლრდ. დოლარი, ხოლო აქ დასაქმებულთა ცხოვრებამ – 2 612,0 ათასი კაცი, ტრადიციულ დარგებში ეს მაჩვენებლები იყო შესაბამისად 118,5 მლრდ დოლარი და 975 ათასი კაცი. როგორც ჩანს, განსხვავება მეტად საგრძნობია, ახალი დარგების ჯგუფებში შედიოდა: გამოთვლითი ტექნიკა და საკონტროლო მოწყობილობა, კავშირგაბმულობის მოწყობილობა, ხელსაწყოთმშენებლობა, მათ შორის სამედიცინო, პლასტმასები და სინთეზური რეზინა, ელეექტრონული კომპონენტები, ნახევრადგამტარები. ტრადიციული დარგები მოიცავდა: ფოლადის წარმოებას, გემთმშნებლობისას, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობას, სპილენძის წარმებას, ლითონ-საჭრელ ჩარხებსა და სამჭედლო-დაწნეხვით მოწყობილობას.
(გაგრძელება იქნება)