რუსთავის ფოლადში რეორგანიზაცია დაიწყო

რუსთავის ფოლადში რეორგანიზაცია დაიწყო

“რუსთავის ფოლადის“ მიმართ დაწყებულმა უსაფუძვლო დავებმა და სასამართლოს მიერ კომპანიის ქონებაზე  უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საწარმოს განკარგვის საშუალება. აკრძალვებით გამოწვეული ზარალი მზარდია, ხოლო ამ რეალობით გამოწვეული  შედეგების კომპენსირებას საკმაოდ ხანგრძლივი დრო სჭირდება, სასამართლოს მიერ დადებული აკრძალვების მოხსნის შემთხვევაშიც კი.

სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გამო, შეუძლებელი გახდა სამუშაო ძალის სრული მოცულობით შენარჩუნება, რის გამოც „რუსთავის ფოლადში„ რეორგანზაციის პროცესი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს რომ, საფრთხე შეექმნა  2,000 დასაქმებული ადამიანის გარკვეული ნაწილის სამუშაო ადგილს, რასაც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობა წინასწარ პროგნოზირებდა კიდეც.

შეგახსენებთ რომ „რუსთავის ფოლადმა“ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 360 ადამიანი უვადო, აუნაზღაურებად შვებულებაში 2 მარტს გაუშვა. კომპანიამ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში განაცხადა რომ თუ ერთდროულად არ განახლდებოდა წიდასაყარზე წვდომა და მისი დამუშავება ქარხანაში დასაქმებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილის დასაქმების საკითხს ანალოგიური საფრთხე შეექმნებოდა.

ვინაიდან წიდასაყარზე წვდომა არ განახლებულა და სასამართლო დავები გრძელდება, მენეჯმენტი იძულებულია მიიღოს უმძიმესი გადაწყვეტილება და საწარმოში რეორგანიზაცია გამოაცხადოს.