გამოგონილი მილიარდები

გამოგონილი მილიარდები

მუტლფილმის განთქმულმა პერსონაჟმა სკრუჯ მაკდაკმა მთელი თავისი ოქრო 2011 წლის კურსით რომ გაყიდოს, 44,1 მილიარდი დოლარი ექნება. ამგვარ დასკნამდე მივიდა პოპულარული საქმიანი გამოცემა Forbes, რომელიც წლიდან წლამდე ითვლის კინოსა და მულტფილმების გამოგონილი პერსონაჟების კიპიტალს და სასაცილო რეიტინგებს აქვეყნებს. პერსონაჟები ისევე მდიდრდებიან და კარგავენ კაპიტალს, როგორც რეალური ადამიანები, ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე.

 ჟურნალი Forbes ხომ განთქმულია ათასგვარი რეიტინგებისა და მთელს პლანეტაზე ნაშოვნი ლამის ყოველი დოლარის დათვლის სიყვარულით. თანაც, გამოგონილი პერსონაჟების მიმართ ყველა წესი დაცულია. სკრუჯ მაკდაკის ქონებაზე ისევე მოქმედებს ეკონომიკური კრიზისი, ვალუტების კურსთა ცვალებადობა და საფონდო ბირჟაზე არსებული ვითარება, როგორც ბილ გეითსისაზე. თანაც, საფუძველი გახლავთ ამა თუ იმ პერსონაჟის კაპიტალის შესახებ წიგნსა თუ ფილმში არსებული საწყისი ინფორმაცია.

ამჟამინდელი უმდიდრესი პერსონაჟი 2007 წელს უკვე იყო რეიტინგის სათავეში, მაგრამ შემდეგი სამი წელი მაკდაკისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მხოლოდ ოქროს ფასის 30 პროცენტიანმა ზრდამ მისცა საშუალება ძია მაკდაკს კვლავ ჰიტ-აღლუმის სათავეში აღმოჩენილიყო. გიგანტური დაჯავშნული სეიფის, რომელშიც სკრუჯი თავის სიმდიდრეს ინახავს, შიგთავსის ფასი ერთ წელში 10,6 მილიარდით გაიზარდა.

როგორც ცნობილია, მუტლფიმში მაკდაკი საოცრად ძუნწია. იგი დღემდე ინახავს მის მიერ ნაშოვნ პირველ ცენტს, ხოლო იმ დღეს, როცა პრეზიდენტმა ნიქსონმა ოქროს სტანდარტი გააუქმა, “შავ კვირას” უწოდებს. ანუ, მულტფილმის გმირიც კი თვლის, რომ რეალური ოქრო ქარალდის ფულზე საიმედოა.

მაკდაკმა პირველობა რეიტინგის შარშანდელ ლიდერს კარლაილ კალენს ჩამოართვა. 370 წლის ვამპირი საგიდან “ბინდი” აქციებში ინვესტირებით მდიდრდება. 36,2 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალი მან შვილის ნათელმხილმხილველობის წყალობით მოაგროვა, რომელმაც ვამპირი მამა დაარწმუნა Wal-Mart-ის და Google-ის აქციები ჯერ კიდევ მაშინ შეეძინა, როცა ეს კომპანიები ახალი დაარსებული იყო. იოლი მისახვედრია, რაოდენ მართებული, მართლაც რომ წინასწარმეტყველური სვლა იყო.

სოციალურ ქსელს მილიარდები რეალურთან ერთად გამოგონილი პერსონაჟებისათვის მოაქვს. დანაშაულებრივი სამყაროს ახალგაზრდა გენიოსი არტემის ფაული მესამე გახლავთ. მისი საქმე მშვენივრად წავიდა, რაც მარკ ცუკერბერგის ფსევდონიმით სოციალური ქსელი Facebook შექმნა. ირლანდიელი მწერლის იონ კოლფერის პერსონაჟი კომპიუტერის გენიოსი გახლავთ და მან ისეთი მინიკომპიუტერი გამოიგონა, რომელსაც შეუძლია ყველა ფორმატი წაიკითხოს და ნებისმიერ ქსელში იმუშაოს. ამჟამად გამომგონებელი დამნაშავეს კაპიტალი 13,5 მილიარდი დოლარია, იმდენივე, რამდენსაც რეალური ცუკერბეგი ფლობს.

რეიტინგში მეოთხე კომიქსების განთქმული პერსონაჟი რიჩი გახლავთ. რობოტი დიასახლისების და ატომური ტოსტერების გამომგონებელი ბიჭის კაპიტალი 9,7 მილიარდი დოლარია. მეხუთე კი ფილმის “სოფლელი ბევერლი ჰილზიდან” მენავთობე პერსონაჟი ჯეკ კლამპეტია 9,5 მილიარდით. შემდეგ კი მოდის ტოლკიენის პერსონაჟი დრაკონი სმოგი, ჰობიტებისა და გნომების რისხვა. Forbes-ის ექსპერტთა აზრით, დრაკონის გამოქვაბულში არსებული ოქრო და ძვირფასი თვლები 8,6 მილიარდი ღირს.

აღსანიშნავია, რომ გამოგონილ რეიტინგში თავმოყრილ პერსონაჟთა კაპიტალის ზრდის ტენდენციას თუ დავაკვირდებით, გამოვიტანთ დასკვნას, ამ დროისათვის ღირს აქცენტის ძვირფას ლითონებზე, ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე გაკეთება. მართალია, სკრუჯ მაკდაკი რეალური რეიტინგის ლიდერზე, კარლოს სლიმ ელუზე, რომელიც 74 მილიარდს ფლობს, რარიბია, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალზე მყარი კაპიტალი აქვს.