ბოლონიური პიცა

ბოლონიური პიცა

გაახურეთ ღუმელი. ალყა-ალყა დაჭერით ხახვი. ზოლებად დაჭერით წიწაკა და დაკეპეთ ხორცი. თვითოეული ყველის სამკუთხედი გაჭერით სამად და მაგარი ყველიც გახეხეთ.

ზეთისხილი დაჭერით მრგვალად. გაბრტყელებული ცომი დაფინეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ფენა-ფენა ხორცი და ხახვი, შემდეგ მდნარი ყველი, წიწაკა, ზეთის ხილი, ყველი.

სულ ბოლოს, პიცა შედგით ღუმელში 30-40 წუთით. გამოღებისთანავე მოაყარეთ დაკეპილი ოხრახუში.

ინგრედიენტები:

450 გ საფუარიანი ფენოვანი ცომი,

1 თავი ხახვი,

1 ცალი ტკბილი წიწაკა,

300 გ მოხარშული ქათმის მკერდი,

6 ცალი ლორიანი მდნარი ყველი,

50 გ მაგარი ყველი,

8 ცალი უკურკო ზეთისხილი,

2 ს/კ ზეითუნის ზეთი,

20 გ ოხრახუში,

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.