აბსოლუტურად იგივე სისტემით მუშაობს “ოცნება”-კორუფციული მექანიზმით, როგორითაც “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობდა

აბსოლუტურად იგივე სისტემით მუშაობს “ოცნება”-კორუფციული მექანიზმით, როგორითაც “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობდა

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ  შეარჩია ადგილები, სადაც დაინტერესებულ პირებს ჯიხურების განთავსება შეეძლებათ. ამ ბიზნესის დაწყების მსურველებს თბილისის მერია ონლაინ-აუქციონში მონაწილეობას სთავაზობს. დედაქალაქის მთავრობამ სხდომაზე მიღებული განკარგულებით გადაწყვიტა, რომ პირველი ინტერნეტ-აუქციონი ექვს აპრილს გაიმართოს, რომელზეც 57 ლოტი გავა. ჯიხურისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი ექვსი კვმ-ით შემოიფარგლება. მომხმარებელს ჯიხურის თორმეტ სავარაუდო ესკიზს შესთავაზებენ, რაცაუქციონში გამარჯვებულს ჯიხურის დიზაინის შეთანხმებაზე აღარ მოუწევს დროისა და თანხის დახარჯვა”,- ნათქვამია მერიის განცხადებაში. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების, ჩატრების, ორგანიზების და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა  თბილისის მერიის სსიპქონების მართვის სააგენტოსდაევალა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ თბილისის მერიის წინა ხელმძღვანელობამ, ეგრეთ წოდებული “1000 ჯიხურისპროექტი 2011 წლის ოქტომბერში განახორციელა. “1000 ჯიხურისპროგრამაც ექვსი კვადრატული ფართის მქონე ობიექტის 5 წლით იჯარით გაცემას ითვალისწინებდა მაშინდელ აუქციონში, რომელიც პრესის გავრცელების ძველი ჯიხურების ნაცვლად ახალი სავაჭრო ჯიხურების დადგმას ითვალისწინებდა, დედაქალაქის მასშტაბით, ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა გაიმარჯვეს, როგორებიცაანუგეშიდაკოდა”. თუმცა, ძალიან მალევე, აუქციონში მოპოვებული ლოტები გამარჯვებული კომპანიების ნაწილმა უკანვე დააბრუნა .როგორც თბილისის მერიისქონების მართვის სააგენტოსუფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კარლო ლაფერაძე აღნიშნავს, “ძველსა და ამჟამინდელ პროექტებს შორის შინაარსობრივად განსხვავება ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა ამჟამინდელი პროექტის უპირატესობა ის არის, რომ არქიტექტურული თვალსაზრისით, აღნიშნული ობიექტები შეთანხმებულია და კომპანიას, რომელიც ჯიხურს მფლობელობაში აიღებს ეცოდინება, რომ ეს ადგილი უპრობლემოა და ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას შეუფერხებლად შეძლებს.”

მართალია, ეგ კიდევ საკითხავია, “ბიზნესსაქმიანობასროგორ შეუფერხებლად შეძლებს ჯიხურის ქვედამქირავებელი, მაგრამ, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ ჯერ თბილისელებისთვის ეკითხათ, უკვე ჩადგმულმა ჯიხურებმაგაამართლესთუ არა? დედაქალაქის ესთეტიკურ იერსახეს რომ დავანებოთ თავი, სად უნდა იაროს ფეხითმოსიარულემ, ბატონო მერო? იმ ტროტუარებზე ხომ არა, სადაც ავტომანქანებია შეყენებული დადაპარკინგებული” “სი თი პარკისწყალობით, რის გამოც სამანქანო გზაზე გადასული ფეხითმოსიარულე მოქალაქეები დედის მოკითხვას უთვლიან წინა ხელისუფლებას?....ახლა, 57 ჯიხური დაემატება ქუჩასა და ტროტუარს- შესაბამისად, დედის მოკითხვის შენათვალის ადრესატებსაც მიემატებათ სახელები და გვარები, გვერწმუნეთ! იმის მაგივრად, რომ რკინისა თუ შუშის კონსტრუქციისსიმახინჯეებიმოაშოროთ თბილისის ტროტუარებს, სკვერებსა და ბაღებს, საპირისპიროს აკეთებთ!

საეჭვოდ
ხომ არ ინტერესდებიან თბილისის მერიის ჯიხურების პროექტით კომპანიებიბიუ-ბიუდანუგეში”? მართლა მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყების მსურველებისთვისაა ეს პროექტი გამიზნული, თუ მაღალჩინოსნების უკვე გამარჯვებული და წინასწარ შეპირებულ-შერჩეული ნათესავებისთვის?

არასამთავრობო ორგანიზაციაანტიკორუფციული კავშირისთავმჯდომარე, გიორგი ბურჯანაძე:

-მარტივი მაგალითის ფორმატში ვისაუბროთ, თბილისის მერიამ იცის, რომ გარკვეული კომპანიები დაინტერესებულები არიან და მოთხოვნილებები აქვთ ფართებზე....აქედან გამომდინარე, გარწმუნებთ, რომ გამოცხადებულ აუქციონში, გაიმარჯვებენ ფიზიკური პირები. 57 ლოტიდან 50 იქნება ისეთი ფიზიკური პირი, რომელიც  მერიის მაღალი თანამდებობის პირი, ან ოჯახის წევრი, ანდა ნათესავი იქნება! “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ანალოგიური პროექტების გამოტანის შემთხვევაში, მათი დევიზი იყო- რატომ უნდა ჭამოს სხვამ, როცა ჩვენვე შეგვიძლია შევჭამოთ? ხდებოდა  “გათვლა”.

-როგორგათვლებსგულისხმობთ?

-ხდებოდა “თავისიანების” ჩართვა აუქციონში, ანუ, იმ ფიზიკური პირების კონკურსში “გამარჯვება”, რომლებთანაც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები. შემდეგ ეს “თავისიანები” ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს მიაქირავებდნენ ჯიხურს სამმაგ ფასში! ანალოგიურს გააკეთებს დღევანდელი დედაქალაქის მერიის ხელმძღვანელობაც! მერწმუნეთ ეს 57 ობიექტი გადავა 5 წლით “ვინმე” ფიზიკური პირის საკუთრებაში და შემდეგ, წლიური ათი ათასი ლარის გადახდის ფონზე, თვეში, მინიმუმ სამი ათას ლარს  ჩაიდებს ჯიბეში აუქციონზე “გამარჯვებული”.გეუბნებით,  ეს თანხები ავა სერიოზულ ზღვარზე! შემდეგ  მოხდება უკვე მომგებიანი გადაქირავება.

-რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას და რატომ ხართ დარწმუნებული, რომ დღევანდელი დედაქალაქის ხელმძღვანელობაც იგივეგათვლებს და გარიგებებსგააკეთებს , როგორსაც ჩადიოდანაციონალებისმთავრობა?

-იმიტომ, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო სერიოზული “მესიჯები” ჯიხურებთან და სავაჭრო ფართებთან დაკავშირებით  მსხვილი კომპანიებისგან, ახლა საქმე “გაპრავებაზეა”. დაახლოებით ერთ თვეში, დაგიდებთ ხელშეკრულებებს და ვნახავთ ვინ იქნებიან ჯიხურების ინტერნეტ-აუქციონში “გამარჯვებულები”. 2014 წელს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტენდერიზე გამოტანილი ფართი- ათას ოთხასი კვმ-იც ასე “მოიგო” ორმოცდა ცხრა წლის იჯარით ამბროლაურის მაჟორიტარმა, ბატონმა პარლამენტარმა!…აბა, შენ ცადე და შედი, ან დარეგისტრირდი ამ აუქციონზე … 

-თქვენ ცადეთ და ვერ დარეგისტრირდით?

-გვერდი საერთოდ არ იხსნება, იმდენია თურმე მსურველი რომ გადატვირთა, ჭედავს...მე, მაგალითად ვერ შევედი, პროგრამა გადატვირთულიაო-წერია.. რაღა ჩვეულებრივ მოქალაქეზე ჭედავს, რომელსაც მართლა უჭირს და სურვილი აქვს მცირე ბიზნესით არჩინოს ოჯახი? გარწმუნებთ, ექვს აპრილს ”აუქციონჯი”-ზე ვერ შეხვალთ, აუქციონი ჩაკეტილი იქნება! სამაგიეროდ, აუქციონზე “გამარჯვებულები” იქნებიან! მერწმუნეთ, აბსოლუტურად არავის არ უწყობენ ხელს ესენი, არც მცირე და არც საშუალო ბიზნესს! ესენი მხოლოდ თავიანთ ოჯახებს და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობას ცდილობენ. იფერებენ და არ სწყენთ დამატებითი შემოსავლების მიღება, ხომ ხედავთ? არადა, დაიწყება ლაპარაკები ახლა, ანუ, საზოგადოების დაბოლება- აი, ჩვენ ამ პროექტით საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას შევუწყობთ ხელსო. ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, დაავალოს ვინმეს, ეყოლება მაგას პროგრამისტები, აბა, ცადონ და შევიდნენ ექვს აპრილს ონლაინ აუქციონზე და თუ შევლენ, დამირეკონ და მითხრან, გახსნილია საიტი, ბატონო გიორგი და შენც შედიო. მერწმუნეთ, ეს აუქციონი ჩატარდება დახურული რეჟიმის ფარგლებში, ჩაკეტილში...

-ვთქვათმოაგებინესჩინოვნიკის ნათესავს აუქციონზე გამოტანილი ჯიხური, შემდეგ მან მომაქირავა მე ასმაგად, განა, რა საქონელი უნდა შევიტანო რომ ქირაც ვიხადო და მოგებაც დამრჩეს, ჩაედოთ მაშინ გაუქირავნობის მექანიზმი აუქციონზე გამარჯვებულისთვის...სხვაგვარად, მე, დამქირავებელს, მწირავ, ასე, არ გამოდის?

 -რა თქმა უნდა,  დამქირავებელი განწირულია. “ნაცების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მეტრო “დელისის” ტერიტორიაზე ტენდერით ას ხუთი კვმ-ის ფართი “მოიგო” ფიზიკურმა პირმა, რომელსაც წელიწადში ხუთი ათასი ლარის გადახდა ევალებოდა. მან თვეში სამი ათას დოლარად მიაქირავა მოქალაქეს!!!

-თბილისელების აზრი და განწყობა ახალი, რამდენიმე ათეული ჯიხურის ტროტუარებზე და ბაღებში ჩადგმასთან მიმართებაში ხომ არ იცით?

-იმდენად გადატვირთულია ტროტუარები, დამახინჯებულია სკვერები და ბაღები, რომ 57 დამატებითი…ჯიხურის ჩადგმა, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ფეხითმოსიარულე თბილისელებს... მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, სულ არ აინტერესებთ ფეხითმოსიარულე თბილისელების ეს პრობლემა იმ ჩინოვნიკებს, რომელთა საკუთრებაშიც გადავა ის 57 ჯიხური და შესაბაისად ტერიტორია.…აბსოლუტურად იგივე სისტემით მუშაობს “ოცნება”-კორუფციული მექანიზმით, როგორითაც “ნაციონალური მოძრაობა” მუშაობდა ცხრა წელი. საწყენია, უბრალოდ, ნუ ამბობ, რომ შენ ამ ღონისძიებით ეხმარები თბილისელებს, თქვი პირდაპირ, რომ ამ ჯიხურების აუქციონზე გამოტანით, ეხმარები მხოლოდ შენ ოჯახს, დედაქალაქის ხელმძღვანელობაში მყოფი პირების ნათესავებს…და ახლობლებს, უქმნი მათ გარანტირებულ ხვალინდელ დღეს! გპირდებით, ერთ თვეში დაგილაგებთ ხელშეკრულებებს დ აი, იმ პირების სიას, ვინც ამ ონლაინ აუქციონზე გახდება “გამარჯვებული”. თუ რამის გაკეთებას აპირებენ, მისცენ საგანს საჯაროდ განხილვის საშუალება, განიხილოს საკრებულომაც...მაგრამ საქმე ისაა, რომ საკრებულოსაც კორუფციულ აუქციონებში შეთანხმების  საფუძველზე აქვს გადანაწილებული  ობიექტები. ყველაზე გამაღიზიანებელი კი ის არის, რომ ჯიხურის დიზაინის არჩევანი შეგვიძლია თურმე გავაკეთოთ...ამ ყველაფერს, ვითომ ხალხზე ზრუნვას და სამუშაო ადგილების შექმნას არქმევენ, მცირე მეწარმეობა კი სულს ღაფავს და კვდება!

P.S. რამდენჯერმე ვეცადეთ დავკავშირებოდით თბილისის მერიის პრესსამსახურს და ჩაგვეწერა კომენტარი შესაბამისი უწყებისაგან. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე პასუხი ჯერაც არ მიგვიღია.