შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დიმიტრი ს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „ჯეოქსი“-ს სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი 1 მჭიდით და 6 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი სროლისათვის ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაარმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).