რა მიზნები აქვს და ვინ აფინანსებს “მიშას გზას”

რა მიზნები აქვს და ვინ აფინანსებს “მიშას გზას”

რამდენიმე დღის წინ, ღამის პირველ საათზე, ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში, ექვსკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელიც კედელზე წარწერას - “მიშას გზააკეთებდა. მართალია, დაკავებულთა სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველას დააჯარიმებენ... როგორც აღმოჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაციამიშას გზასააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა, სამირა ისმაილოვამ ჩამოაყალიბა და მასში ის ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან გაერთიანებულნი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მიშას დაწყებული პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება... “ქართული სიტყვაარასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ასლან მამედოვს ესაუბრა.

 

- არასამთავრობო ორგანიზაციასმიშას გზარატომ დაარქვით?

- დიდი ხანი ვფიქრობდით, არასამთავრობო ორგანიზაცია შეგვექმნა თუ არა. მერე, სახელზეც ვფიქრობდით. ყველაფრის იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი, ამჟამად “საქართველო-აზერბაიჯანის ასოციაციის” თავმჯდომარე სამირა ისმაილოვაა. სამირას ირგვლივ ბევრი სტუდენტია გაერთიანებული. ისინი დაინტერესებული არიან არა “ნაცმოძრაობის”, არამედ, პირადად მიშას ცხოვრებითა და მოღვაწეობით. ის პოლიტიკა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა, ყოველთვის მომწონდა... მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ჩვენი ორგანიზაციისთვის “მიშას გზა” დაგვერქმია. მგონი, სწორი არჩევანი გავაკეთეთ იმიტომ, რომ გვინდა, ის პოლიტიკა, რასაც სააკაშვილი საქართველოს სთავაზობდა, გაგრძელდეს.

- “ნაცმოძრაობასემიჯნებით?

- სააკაშვილი ამ პარტიის თავმჯდომარეა, ამიტომ არ შეიძლება, “ნაცმოძრაობა” და სააკაშვილი ერთმანეთისაგან გავყოთ. მივესალმები “ნაციონალების” პოლიტიკასაც - ჩვენ ერთი გზა გვაქვს და, საერთო ჯამში, ალბათ, რამეს მივაღწევთ.

- ორგანიზაცია როდის დააფუძნეთ?

- ერთი თვეა და მისი სრული სახელწოდებაა - “საქართველო- აზერბაიჯანელთა მოძრაობა - მიშას გზა”.

- ორგანიზაციაში მხოლოდ ეთნიკური აზერბაიჯანელები ხართ გაწევრიანებულნი?

- მე ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ, სამირას გარშემო კი, ძირითადად აზერბაიჯანელი სტუდენტები არიან. თავიდან ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო, მაგრამ ახლა ძალიან ბევრი შეგვეხმიანა და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

- ეთნიკური აზერბაიჯანელები, როგორც წესი, იმ მთავრობის მომხრეები იყვნენ, რომელიც კონკრეტულ დროს მართავდა ქვეყანას. ახლა კი, ცოტა სხვა სურათია...

- არ ვიცი, რატომ, მაგრამ მიშა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ, თუმცა არც მე და არც ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა პირადად არ ვიცნობთ. ახლახანს ნოვრუზ-ბაირამი - ჩვენი ეროვნული დღესასწაული იყო. აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ჩვენმა ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილის მისალოცი ფლაერები დაარიგა. ამას ხალხი ტირილით ხვდებოდა და მიშას სურათს კოცნიდა, როგორ მოიპოვა ხალხში ასეთი სიყვარული, ვერ გეტყვით.

- ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა ის თუU იციან, რომ რელიგიურ კონფლიქტებში, რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა, როგორც ამბობენ, “ნაციონალებისხელიც ურევია?

- ეს სრული სისულელეა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ის პარტიაა, რომელმაც საქართველოში ტოლერანტობის ცნება დაამკვიდრა. ჩვენი შევიწროვების ფაქტები არც რელიგიური მხრიდან ყოფილა და არც - ეთნიკური. მიხეილ სააკაშვილი ის პიროვნებაა, რომელმაც ნოვრუზ-ბაირამი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა და სიტყვა “თათარზე” ხუთასლარიანი ჯარიმა დააწესა!

- ასპარეზზე გამოჩნდით თუ არა, მედიის ყურადღება მაშინვე მიიქციეთ. ესეც მიშას გზის გაგრძელებაა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდით, რომ კედლებზე წარწერების გაკეთება კანონდარღვევაა, ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც წარწერები გავაკეთეთ, უამრავი წარწერაა და არ მგონია, ამისთვის ვინმე დაეჯარიმებინათ. ჩვენ კი, ძალიან კარგად, ლამაზი კალიგრაფიითა და თეთრი საღებავით დავაწერეთ: “მიშას გზა”. რა არ მოსწონთ ამ წარწერაში, არ ვიცი. როცა გვაკავებდნენ, სამირა ისმაილოვა შეეკითხა, რატომ გვაკავებთ - წარწერის თუ შინაარსის გამოო, ვერ გვიპასუხეს იმიტომ, რომ ეს დაკავება გამიზნული იყო.
- ასე რატომ ფიქრობთ?

- იმიტომ, რომ გვითვალთვალებდნენ. გადასასვლელში არც კი ჩასულან, რომ ენახათ, რა დავწერეთ - უკვე იცოდნენ, რას ვაკეთებდით!

- ვინ გითვალთვალებდათ?

- ამ ახალგაზრდებიდან ყველაზე ასაკიანი ვარ, სულ ექვსნი ვიყავით. როცა კედელზე დაწერას მოვრჩით, პატრულის 12 ეკიპაჟი მოვარდა...

- ამ აქციის თაობაზე წინასწარ არავისთვის გითქვამთ და 12 პატრულის ეკიპაჟი ისე მოგადგათ?

- ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელში ღამის პირველ საათზე ჩავედით. იქ ვინ უნდა ყოფილიყო, რომ დავენახეთ? გავაკეთეთ წარწერები და გამოსვლისას დაგვაკავეს. ერთ ფაქტსაც გეტყვით: ქუჩაში, სიგარეტს ვეწეოდი და მინდოდა, ნამწვავი ურნაში ჩამეგდო, რომელიც ათი მეტრის მოშორებით იდგა. პოლიციელმა ნება არ დამრთო, იქამდე მივსულიყავი, მითხრა, აქვე დააგდეო. ეს კანონდარღვევაა-მეთქი - სიგარეტის ნამწვის გადაგდებაზე, წარწერის გაკეთებაზე დიდი ჯარიმაა დაწესებული. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მიზანმიმართულად იყვნენ მოსულები.

- დაკავების შემდეგ სად გადაგიყვანეს?

- შსს-ში. სამირა ისმაილოვა ოთხი თვის ფეხმძიმეა, თუმცა ჩვენთან ერთად დააკავეს... სამინისტროში ღამის ოთხ საათამდე ვიყავით. ხელწერილები დაგვაწერინეს, თან ცდილობდნენ, რაღაცები “შეეტენათ”. ბოლოს, ჩვენება ისე დავწერეთ, როგორც სინამდვილეში იყო. სამირა გაუშვეს, ჩვენ კი, ორი-სამი საათი ისევ არ გვიშვებდნენ.

ისე, წარწერებისთვის დაკავება-დაჯარიმება პატრულს არ ეხება, ეს მერიის  შესაბამისი სამსახურის კომპეტენციაა, რომლის წარმომადგენელიც უნდა მოსულიყო, ადგილზე ოქმი დაეწერა და 50-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებინა, თუმცა ამ დაკავებამ სტიმული მოგვცა.

- თქვენი არსებობის შესახებ მიშამ, ანნაცმოძრაობამიცის?

- გითხარით, რომ მიშას არ ვიცნობ.

- სამირა ისმაილოვა ხომ სააკაშვილის ყოფილი თანამშრომელია?

- მაგის შესახებ ვერაფერს გეტყვით. შეიძლება, მიშასთან მიმოწერა აქვს, მაგრამ პირადად მე, კავშირი არავისთან მაქვს. ასე რომ, არ ვიცი, მიშამ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ იცის თუ არა, თუმცა რომ გაიგოს, კარგი იქნება, რადგან მაგის საქმეს ვაკეთებთ!

- ვინ გაფინანსებთ?

- ფულს არავისგან ვიღებთ!

- აბა, როგორ არსებობთ? - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფული საღებავის საყიდლად მაინც ხომ გჭირდებათ?

- ყველაფერს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით... მთავარი იდეაა. პატრულის თანამშრომელმა ასეთი შეკითხვაც დამისვა, ამისთანას რას გაძლევენ, ღამის პირველ საათზე ქუჩაში რომ გამოდიხართ და წარწერებს აკეთებთო. ვერ დავაჯერე, რომ ყველაფერს იდეის გულისთვის ვაკეთებთ. ჯერჯერობით ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რაშიც ფული გვჭირდება, შემდეგ ვნახოთ.

- ამბობთ, რომ თეატრის მსახიობი ხართ. აქამდე პოლიტიკასთან შეხება არ გქონიათ?

- პოლიტიკაში არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა. ისე, “ვარდების რევოლუციის” დროს, ქუჩაში ბევრი ღამე მაქვს გათენებული - “კმარა” რომ აქტიურობდა, მაშინ...

- “კმარასწევრი იყავით?

- არა. უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, ქუჩაში ვიდექი და მთავრობის გადადგომას ვითხოვდი. მიშა პარლამენტში რომ შევარდა, მეც იქ ვიყავი. მერე, ყველაფერი, რაც კეთდებოდა, მომწონდა და ამიტომ აღარ ვაქტიურობდი.

- ციხის ამბები და ქუჩა ბიჭების ჩაცხრილვაც მოგწონდა?

- ძირითადად ყველაფერი მომწონდა. რაც შეეხება ციხის ამბებს, ეს დადგმული მგონია. თუ მართლაც ასე იყო, რატომ მალავდნენ და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე რატომ გამოაქვეყნეს? მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ “ნაცმოძრაობა” ფეხზე წამოდგა, მოსახლეობის მოტყუებას ისევ ცდილობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხი მეორედ არ მოტყუვდება

- მიშა რომ დაბრუნდეს, ეს, რა, ხალხის მოტყუება არ იქნება?

- არა. დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება ძალიან მალე წავა და ამას “ნაცმოძრაობა” კი არა, ხალხი გააკეთებს. ამ ხელისუფლების ალტერნატივა ჩემი აზრით, “ნაცმოძრაობაა”.

- თქვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება?

- ეს სიურპრიზია და ვერ გეტყვით.

- სიურპრიზი მალე იქნება?

- ძალიან. ჩვენი სასამართლო დამთავრდება, ჯარიმებს გადავიხდით და მერე, ვნახოთ.

საქართველოს კონსტიტუციით, პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტიურობის უფლება ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს. მართალია, ასლან მამედოვი ამტკიცებს, რომ მიშას არ იცნობს და არც ის იცის, ექსპრეზიდენტიმიშას გზისარსებობაზე რა ინფორმაციას ფლობს, მაგრამ ყველაფერი ეს მაინც სენსიტიური თემაა. ასე რომ, სიფრთხილეა საჭირო!