“ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ყელში ამოგვივა და განაჩენს გამოვუტანთ!”

“ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ყელში ამოგვივა და განაჩენს გამოვუტანთ!”

აჭარაში მოვლენები დრამატულად ვითარდება. მართალია, ხელისუფლება არ აღიარებს, მაგრამ სხვადასხვა წყაროები მოწმობენ, რომ ბათუმის თავზენაციონალებისდროშა ფრიალებს. არსებობს ვერსია, რომ შავიზღვისპირეთში ყოფილ ხელისუფლებას ყველაზე მძლავრი დასაყრდენი აქვს, თუმცა აჭარელი უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ 2012 წლის შემოდგომაზე, .. ციხის კადრების პერიპეტიების დროს გაიცნო, ამბობს, რომნაცებისაჭარულ დასაყრდენზე გავრცელებული ხმა გადაჭარბებულია, თუმცა ბლადაძექართულ სიტყვასთანსაუბრისას ადასტურებს, რომ თუკი ცენტრალური ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, აჭარლები შესაძლოა, ქუჩაში გამოვიდნენ. “ამას რევოლუციას ჟურნალისტები არქმევთ, თორემ სინამდვილეში, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი, აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს”, აცხადებს მერაბ ბლადაძე

 - მერაბ, რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, აჭარაში შესაძლოა, რევოლუცია მოხდესო. შეგიძლიათ, ეს თემა გაშალოთ?

- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთლიანი შემადგენლობის და, განსაკუთრებით, უმრავლესობის არასახელმწიფოებრივმა ხედვამ იქამდე მიგვიყვანა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით მობრუნდა. მურმან დუმბაძის ერთპიროვნულად დაკომპლექტებულმა უმაღლესმა საბჭომ ხალხის მონაპოვარი - “ქართული ოცნების” გამარჯვება ფეხქვეშ გათელა. მურმანის ყოფილი თუ მოქმედი „ხელის ბიჭებისა” და „ხელის გოგოების“ პატივმოყვარეობის ყურება იმდენად ამაზრზენი საყურებელია, რომ მოსახლეობას პარტიის კი არა, სიტყვა „ოცნების” გაგონებაც აღარ უნდა!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უუნარობის, უსაქმურობის, დოყლაპიობის სინონიმია. იმის მაგივრად, რომ აჭარაში არსებული პრობლემები გადაწყვიტონ, ან რამე ინიციატივით გამოვიდნენ, 2 წელია, მხოლოდ იმას ვუყურებთ, სად ვისი ნათესავი დასაქმდა და სახლს ვინ სად აშენებს. არანაირი სახელმწიფოებრივი აზროვნება! - მთლიანად კლანებს შორის დაპირისპირებაზე არიან გადართულნი და ეს მაშინ, როცა აჭარაში სოციალური ფონი განსაკუთრებით მძიმეა - მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა

ყოველივე ზემოხსენებულისა თუ სხვა ობიექტური მიზეზების გამო, მე და თამაზ ბაკურიძემ „ობიექტივის“ ეთერით პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება-მიმართვა გავაკეთეთ და მოვუწოდეთ, რომ დროულად ჩაერიოს და ყველაფერი ის, რაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ხდება აღკვეთოს.

ყველაფერ ამას ზოგი „დემოკრატიულ პროცესს“ არქმევს, ზოგი - „კრიზისს“, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს, უბრალოდ, მარაზმია და მეტი არაფერი! ადგილობრივ მოსახლეობას ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ყელში ამოუვა და მათ განაჩენს გამოვუტანთ!

- “განაჩენის გამოტანაშირას გულისხმობთ?

- გარეთ გამოვიტანთ! ამის რესურსი, მადლობა ღმერთს, არსებობს.

- ესე იგი, ადასტურებთ, რომ რევოლუციისთვის ემზადებით?

- ამ მოწოდებას რევოლუციას ჟურნალისტები არქმევთ... რა ვუყოთ, დაარქვით...

- ამბობენ, რომნაცებსაჭარაში სერიოზული დასაყრდენი აქვთ. მართლაც, ასეა?

- არ დაიჯერო! მაგათ სერიოზული დასაყრდენი არ აქვთ, შეიძლება აქა-იქ გულგატეხილმა გლეხკაცმა ჩაილაპარაკოს, ამათ “ნაცები” ჯობდნენო, მაგრამ მერწმუნეთ, ამის მეტი არაფერია...

21 მარტსაც, „ნაცების“ აქციაზე უმეტესობა 100 ლარის ხათრით წავიდა. ამ ხალხს არც ვამტყუნებ - ძალიან უჭირს და თითო თეთრსაც მნიშვნელობა აქვს!..

- მერაბ, „ციხის კადრებისერთ-ერთ ავტორად ითვლებით. ყოველ შემთხვევაში, ფართო საზოგადოებამ მაშინ გაგიცნოთ. ლოგიკით, „ოცნებისგუნდში უნდა იყოთ, თუმცა ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგახართ. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ თანამდებობა არ მოგცეს და გაბრაზდით?!

- დიახ, „ციხის კადრების“ ერთ-ერთი ავტორი გახლავართ და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, გარდატეხა მოვახდინე. ამ გარდატეხამ კი, „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა.

მიუხედავად იმისა, დღეს ძალიან ბევრი „ვაიანალიტიკოსი“ ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, რომ „ციხის კადრებმა“ არჩევნებზე თითქოს მხოლოდ უმნიშვნელო კვალი დატოვა, ასე არაა. ისტორია, მით უმეტეს, უახლესი ისტორია სხვაა და ვერავინ გააყალბებს, ვერც შეცვლის. ისტორია ყველას და ყველაფერს, საბოლოოდ, თავის ადგილზე სვამს...

ივანიშვილის გავლენას და ავტორიტეტს ერთი წუთითაც არ ვაკნინებ, მაგრამ ბედუკაძის გადმობირება ჩემმა მეგობრებმა შეძლეს და აკობიასაც „კარანტინის დაშლის“ კადრების გადაღება მათ გააბედინეს. სწორედ ამ კადრებმა დაუსვა „ნაცების“ მმართველობას საბოლოო წერტილი...

18 სექტემბრამდე ინტენსიურად ვმუშაობდით ევროპარლამენტის დეპუტატებსა და სხვა ევროსტრუქტურის წარმომადგენლებთან. ყველა მაღალჩინოსანს ფირების ინდივიდუალურ ჩვენებებს ვუწყობდით და ამას მხოლოდ ერთი მიზნისთვის ვაკეთებდით: საქართველოში სისხლის ღვრა უნდა აგვეცილებინა, რაც მოვახერხეთ...

ისე, რადიკალურად განწყობილებს არ ვემხრობი და უფრო კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას განვეკუთვნები: მთავრობის კეთილი საქმეები მახარებს, სისულელე მწყინს... აჭარაში მიმდინარე პროცესებში ვმონაწილეობ არა, როგორც ჩინოვნიკი, არამედ, როგორც უფლებადამცველი, როგორც თავის კუთხეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი და მინდა, რომ ხალხი კარგად ცხოვრობდეს, სამუშაო და ელემენტარული პირობები ჰქონდეს. რამდენად საჭირო ვარ ხელისუფლებისთვის, ეს ჩემი კი არა, თავად ხელისუფლების პრობლემაა...

უფლებადამცველის სამუშაო იოლი არაა, გაბედულებას მოითხოვს და შეცდომის დაშვების უფლებაც არ მაქვს... ხელისუფლებას აჭარაში მიმდინარე პროცესებზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ვაფრთხილებდი და ვამბობდი, რომ არ შეიძლება, ერთმა კაცმა, მურმან დუმბაძემ დააკომპლექტოს აჭარის მთელი მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო. ნეპოტიზმზეც ვაფრთხილებდი და, აჰა, შედეგი, თუმცა ეს იმასთან შედარებით, რაც გველოდება, როგორც იტყვიან, ჟურნალია.

არავისთვის დასამალი არაა, რომ ხელისუფლებისათვის საკადრო პოლიტიკა „აქილევსის ქუსლია“. საქართველოში უამრავი პროფესიონალი კადრია, რომელსაც ქვეყნისათვის სიკეთის მოტანა შეუძლია, მაგრამ ისინი ხელისუფლებას იმ მიზეზით არ სჭირდება, რომ ხელისუფლებაში მოკალათებულ ზოგიერთ კრეტინს პროფესიონალებს „ერთგული გოშიები“ ურჩევნია! ასეთი მიდგომით ვერასოდეს ვერც ეკონომიკას ავაყვავებთ და ვერც - დემოკრატიას!

კარგი მენეჯერი მაშინ ხარ, როცა შენს ქვევით მდგომს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევ, - მთელი დასავლეთი ამ პრინციპზეა აგებული. ჩვენც თითქოს დასავლეთისკენ მივდივართ, მაგრამ სინამდვილეში, იმ გზით, რითაც მიდის ხელისუფლება, საბოლოოდ, თავს ციხეში ამოყოფს და არა - ევროპაში!

...მე და ჩემმა მეგობრებმა შვილების სიცოცხლე სასწორზე დავდეთ, როცა “ციხის კადრებზე” ვმუშაობდით. ყოველ დღე, სახლიდან რომ გავდიოდით, სიკვდილს ველოდით... ფული რომ გვდომებოდა, „ციხის კადრებს“ სააკაშვილს მივყიდდით და მილიონერები ვიქნებოდით, არ გადაგვიხდიდა თუ რა?!

ასეთი გზა რომ გამოვიარეთ, ამიტომაც ვარ ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი.

ჩემი ყველაზე დიდი დივიდენდი ხალხის სიყვარულია: საოცარი გრძნობაა, როცა ქუჩაში გაჩერებენ და მადლობას გიხდიან... სწორედ ამ სიყვარულმა გამაბედინა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვემზადო - ჩემი კუთხის შვილებმა იციან, რომ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან უფრო დავეხმარები და ამაში არც ცდებიან...

- მერაბ, რა ამის პახუხია და, იპოთეკარების კუთხით აჭარაში რამე სიახლე არის?

- სამწუხაროდ, ისევ დაპირებები და ტყუილი, არავითარი სიახლე და ვიდრე არჩევნები არ მოახლოვდება, არც არაფერს გააკეთებენ! ამიტომ, მთავარია, იპოთეკით დაზარალებულებმა არჩევნებამდე თავი როგორმე გაიტანონ...

აჭარის მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ იპოთეკით დაზარალებულებს თითქოს დაეხმარნენ.... კი ბატონო, დაეხმარნენ, მაგრამ ისეთებს, რომელთა უმეტესობასაც დახმარება არ ეკუთვნოდა.

- ანუ?

- სესხი მათ მისცეს, ვისაც სასტუმროები აქვთ და სესხის დაფარვაც შეუძლიათ.

უფრო კარგად რომ ავხსნა, იპოთეკით დაზარალებულთა საკითხის შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მომხდარიყო და დახმარება, პირველ რიგში, ისეთ პირებზე უნდა გაცემულიყო, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალდნენ, ან ვინც იძულებული იყო, შვილის, ან ოჯახის სხვა წევრის ავადმყოფობის გამო, სახლი დაეგირავებინა, ან კიდევ, იმ პირებზე, ვისაც სააკაშვილის რეჟიმმა შვილის, ან ოჯახის სხვა პირების პატიმრობის გამო, სახლები გირაოში ჩაადებინა...

ვიმეორებ: იპოთეკით დაზარალებული თითოეული ოჯახის ინდივიდუალურად შესწავლა უნდა მომხდარიყო, მაგრამ...

რა ქნას ბათუმელმა ლალი ზაქარეიშვილმა, რომელმაც სახლი იპოთეკით იმისთვის დატვირთა, რომ შვილი სიკვდილისგან ეხსნა? - იპოთეკის პირობების გაცნობის თავი ჰქონდა? იპოთეკარმა გამწარებულ დედას კაბალური პირობები შეაჩეჩა. ქალბატონმა ლალიმ შვილი ვერ გადაარჩინა, ახლა კი, ქუჩაში გამოგდება ემუქრება!..

სადაა კანონი კერძო იპოთეკარების შესახებ, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დაგვპირდა? რატომაა, რომ იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლებები ვანო მერაბიშვილის 2007 წელს მიღებული, ავადსახსენებელი 747-ე აღსრულების კანონით რეგულირდება? რატომ არ სთხოვს ხელისუფლება იმ პარლამენტარებს პასუხს, რომელთა ოჯახის წევრებიც მევახშეობით არიან დაკავებული და ხალხს სისხლს უშრობენ?

ბევრი შეკითხვა და პრობლემაა, მით უმეტეს, ამბობენ, რომ 1 აპრილიდან გამოსახლებები ისევ დაიწყება. ჩვენც, ალბათ, ისევ ქუჩების გადაკეტვები მოგვიწევს...

- მერაბ, აფხაზებთან გარკვეული ურთიერთობა გაქვთ - თქვენი მეუღლე აფხაზია. რა განწყობაა სოხუმში?

- ასეთ ფაქიზ თემაზე საუბარი ძალიან რთულია და მხოლოდ ერთს ვიტყვი: ადამიანთა ურთიერთობები არასდროს გაწყდება, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები ისევე აგრძელებენ ურთიერთობას, როგორიც ადრე ჰქონდათ, არც ომმა, არც - პოლიტიკამ და არც უდიდესმა მწუხარებამ ვერ შეძლო ურთიერთობების დამსხვრევა, ეროვნებათშორისი ქორწინებები კვლავ არსებობს და იარსებებს... ადამიანთა ურთიერთობები მუდმივია...