შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შსს-ს ადმინისტრაციის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
საჯარო დისკუსია გაიმართა დანაშაულის პრევენციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ქვეითთა უსაფრთხოების, საპატრულო პოლიციის საქმიანობის და მის მიმართ ნდობის, ასევე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები უსაფრთხო ქალაქის მთავარი ინდიკატორების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.
თბილისის ღია უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს უწყობს მოსახლეობაში პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.