ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხაბეიშვილს

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ხაბეიშვილს "ნაციონალური მოძრაობაც" კი არ უჭერს მხარს... სხვა პარტიებიც ამბობენ, 4 ოქტომბრის აქციაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არ ვიღებთ პასუხისმგებლობასო... რაის რევოლუცია ეს არის?!.

4 ოქტომბრის აქცია, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული - საკუთარ გეგმებზე კიდევ ერთხელ საუბრობს ოპოზიციის ნაწილი. მოქმედი ხელისუფლების შეცვლაში პაატა ბურჭულაძეს "ქართული ოცნების" ყოფილი გავლენიანი წარმომადგენლების იმედი აქვს - საუბარია ღარიბაშვილზე, ლილუაშვილსა და გომელაურზე.

ბურჭულაძე მესამე ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც ირწმუნება, რომ ძველ სახელისუფლო სისტემას საბოტაჟის გეგმები აქვს.

რევოლუციასა და ძალისმიერი გზით ხელისუფლების სათავეში მოსვლას არასერიოზულად აღიქვამს ოპოზიციის ნაწილი.

"მე არ მგონია, რომ ეს სერიოზული პროცესია. საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობაც" კი არ უჭერს ხაბეიშვილს მხარს. სხვა პარტიებიც ამბობენ, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას, მაგრამ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას... რაის რევოლუცია ეს არის?!. ეს კომიკური ნაწილი უფროა, ვიდრე - სერიოზული. იმედა, ამომრჩეველი მიხევდება, რომ ორივე მხრიდან - "ქართული ოცნებისა" და " ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სპექტაკლი იდგმება", - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

მმართველი გუნდი საზოგადოებას ახსენებს, რომ ნებისმიერი უკანონო ქმედება დასჯადია.

Gami როგორ უნდა დაიჯერო ორი შიშველი აბდალის: ბურჭულაძე- ხაბეს როშვები..
2 საათის უკან