შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასანამრთლევი 1993 წელს დაბადებული ზურაბ უ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „სოკარის“ გაზგასამართ სადგურში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა ოპერატორი - 1991 წელს დაბადებული ზურაბ ა, მენეჯერი - 1983 წელს დაბადებული ჯაფარ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ჯანმრთლების განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 118-ე მუხლით).