-თქვენი განცხადებით, საქართველო დემოკრატიული ღირებულებებით ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ეკონომიკაზე. როგორ გააცნობიეროს ადამიანმა, რიგითმა მოქალაქემ, რომ ქვეყნის ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. თუ ის წარმატებები, რომლებიც ჩვენ ვსაუბრობთ, ჯერ მის ცხოვრებაში არ ასახულა?
-დემოკრატიული ღირებულებები გვაძლევენ ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, თუმცა, ამას მინდა მეორე მხრიდან შევხედოთ. როგორც წესი, ეკონომიკის და ადამიანის კეთილდღეობის ზრდას თან ახლავს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, საქართველოში კი ამ მხრივ დიდი კონტრასტია.
როგორც წესი, დემოკრატიულ ქვეყნებში დემოკრატიული ღირებულებებისთვის ის ადამიანები იღწვიან, ვისაც პროფესია გააჩნია და ამით საკუთარ ოჯახებს არჩენენ. მათ შეუძლიათ ერთი სამსახურიდან მეორეში გადავიდნენ, ამის საშუალებას კი ეკონომიკა იძლევა. ისინი არ არიან ხელისუფლებაზე დამოკიდებული. სწორედ ამის საფუძველზე იწყება დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება. მათ აქვთ ძალა, მოთხოვონ ხელისუფლებას, რომ კანონები დაიცვან. საზოგადოების ეს ნაწილი, ჩვენთან საუბედუროდ არ არის. ჩვენ დღეს გვაკლია პროფესია, არ არსებობს სამუშაო ადგილები, უამრავი პრობლემაა სახელმწიფოში და მათ შორის ეკონომიკაში. გვაქვს ძალიან სუსტი ეკონომიკა.
-ისეთი სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში, როგორშიც ჩვენ ვართ, ასეთი ქვეყნის ხელისუფლებას, რა რისკფაქტორები შეიძლება ახლავდეს?
-თუ შევხედავთ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს და ჩვენს ეკონომიკას მათ ეკონომიკას შევადარებთ, ვნახავთ, რომ მათი ქვეყნის სიმდიდრე (საერთო სასაქონლო პროდუქცია) ჩვენგან რეალურად რამდენჯერმე განსხვავდება, ანუ რამდენჯერმე ჩამორჩება. ჩვენ გვაქვს ამ ქვეყნების სიმდიდრის დაახლოებით 7-10 პროცენტი. ასეთ პირობებში პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში მოსვლისაკენ ისწრაფიან. ამის მაგალითები არის ევროკავშირის ქვეყნებშიც. როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოდიან, როგორც წესი, არის დიდი კორუფცია და დიდია ნეპოტიზმი. ამ დროს სამუშაო ადგილები ცოტაა, შედეგად, ცდილობენ ნათესავები დანიშნონ. ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სიდუხჭირეა. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში შევარდნაძის დროს, ყველა ფენაში კორუფცია იყო, ხოლო სააკაშვილის დროს ელიტარული კორუფცია ყვაოდა. ამ ორიდან ორივე უბედურებაა. თუმცა, ელიტარული კორუფცია უფრო დამაქცევარია.
ჩვენ 2014 წლიდან მოვახერხეთ იგივე ეკონომიკის პირობებში სიტუაციის გარდატეხა. დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არის მსგავსი, შევარდნაძის ხელსუფლების ან სააკაშვილის ხელისუფლების გამოვლინებები.
ასეთი გამოვლინებები დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ კუთხით, მსოფლიოს ქვეყნებშიც კი, იდეალური ქვეყანა არსად არ არსებობს. ინსტიტუტების და ღირებულებების განვითრებას ყველა ქვეყანა ცდილობს, სე უნდა ვეცადოთ ჩვენც. თუმცა, ამ მხრივ, ჩვენ გაცილებით მეტი სამუშაო გვაქვს,რადგან ჩვენ ჯერ მათ დონემდე უნდა მივიდეთ და შემდეგ გავაუმჯობესოთ და გავამყაროთ ღირბულებები. ყველა ღირებულება ადამიანზე უნდა მუშაობდეს. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, რომ ეკონოომიკა სწრაფი ტემპებით განვავითაროთ.
მე ვამბობდი, მესამე წელი უნდა ყოფილიყო კარგი. ამას მე ხშირად მახსენებენ. ჩემი პრემიერობის დროს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. დღევანდელი ხელისუფლებაც ამ პოლიტიკას აგრძელებს. თუმცა, გარე ფაქტორების გამო ეს პროცესები შეფერხდა. საქართველოში აუცილებლად დაიწყება ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ ის, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ ის, რაც ეკონომიკის ზრდას სჭირდება.
-თქვენ განვითარებადი ქვეყნების ერთ-ერთ პრობლემად და სისუსტეთ ნეპოტიზმი დაასახელეთ. ნეპოტიზმში „ქართულ ოცნებასაც" ედავებიან... გავიხსენოთ თუნდაც ჯანყარაშვილის თემა. ამაზე რას იტყვით?
-კონსტიტუციით, საქართველოს პრემიერ -მინისტრი დიდი ძალაუფლების მქონე ფიგურაა, საზოგადეობის მზერაც პირველი მისკენ არის მიმართული. კანონის დაცვაც აქედან უნდა იწყებოდეს. რაღაც ეტაპზე განმარტებები პრემიერმა გააკეთა, რაღაცაზე -მეც მომიწია. ჯანყარაშვილის თემაზე რეაგირება საზოგადოებამ მოითხოვა, ამაზე მედიამ რეაგირება მოახდინა და პრემიერმა გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ის, რაც ხდება ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. კიდევ იქნება? კიდევ გავაკეთებთ რეაქციას.
ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი გეგმაა ის, რომ, ნეპოტიზმზე და კორფციაზე მუდმივი მიყურადება გვქონდეს. ჩვენი ჩვენი მხრიდან, საზოგადოებასთან ერთად, კონტროლს გავაღრმავებთ. ბევრი შეკითხვებია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ადრე იყო. მსგავსი განვითარებად ქვეყნებშიც ხდება.
-როგორ უნდა შევაფასოთ მთავრობა და თუ არსებობს ინდიკატორი, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას შევაფასებთ? თუ არსებეობს უნივერსალური მოდელი და როგორ შეიძლება ეს ჩამოყალიბდეს?
-უნივერსალური მოდელი ალბათ არ არსებობს. არსებობენ სხვადასხვა ინსტიტუტები, რომლებიც მთავრობის ეფექტიანობას სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებენ. ეფექტური ეკონომიკა ერთ-ერთი ინდიკატორია, რომლითაც შესაძლებელია ხელისუფლების ეფექტიანობის შეფასება.
აუცილებელია, რომ შემოვიღოთ ისეთი ინდიკატორები, როგორიც არის ბიუჯეტის დამტკიცება, მისი პუნქტების განაწილება და ასე შემდეგ. კარგი იქნება, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბიუჯეტი ფორმირდება ბიზნესისგან გადახდილი გადასახადებით. გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა ნახოს, როგორ ფორმირდება და რისგან ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი და როგორ ნაწილდება. ჩვენ რომ მოვედით ხელისფულებაში, მოვახარხეთ იმის გადანაწილება რაც დაგხვდა. მათი ხელისუფლების დროს თანხები ჩადებული იყო ფუფუნებაზე, იშენებდნენ აგარაკებს, 9 თუ 10 რეზიდენცია ჰქონდა მათ ლიდერს და უარმაზარი თახნები მის შენახვაში მიდიოდა. ჩვენ ეს ყველაფერი გადავანაწილეთ, ეს კარგი შესადარებელია, როგორი ბიუჯეტი ჰქონდათ მათ დატოვებული და როგორი გვაქვს ჩვენ. ამ ბიუჯეტიდან ძირითადი ტანხა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე წავიდა. ამ ჯგუფის ფუფუნების ხარჯები ჯანდაცვაში გადავიტანეთ. საოცრებას ხელისუფლება ვერ მოახდენს. ბიუჯეტის ფორმირებაში საზოგადოებას მონაწილეობა უნდა მივაღებინოთ. მათ კარგად უნდა გაიგონ, გადანაწლება როგორ ხდება.
მაგალითად, გიგა ბოკერიას 16 მილიონი ჰქონდა გადახდილი ლობისტური კომპანიისთვის, ამას ძირითადად სააკაშვილს უკეთებდნენ და ქვეყანა რა შუაში იყო? დეპუტატის სამივლიონებო ხარჯებს გრიფით საიდუმლო ედო. ეს მაშინ ხდებოდა. დამალული მუხლები ჩემს დროსაც იყო, მაგრამ ეს იყო მცირე და ეს ყველა ქვეყანაშია.
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ უნდა ვისწვალოთ ბიუჯეტის კონტროლი. იმისთვის, რომ ხელისუფლების მუშაობა უკეთესად შევაფასოთ,დაახლოებით 2 კვირაში პირველი კონფერენციის ჩატარება მინდა. ეს კონფერენცია პოლიტიკურ თემაზე იქნება. ჩემი სურვილია, მსგავსი კონფერენცია თვეში ერთხელ მაინც ჩატარდეს. მასში მონაწილეობის მიღება იმათ შეეძლებათ, ვისაც დასაბუთებული არგუმენტები ექნება.
უახლოეს დღეებში დაანონსდება პირველი კონფერენციის თარიღი და შედეგად, ყველას ექნება საშულება მისცეს ხელისფლებას თუნდაც შენიშვნა. მგონია, რომ კონფერენციის ფარგლებში ხელისუფლებისთვის სასიკეთო მინიშნებებს მივიღებთ.
- „ქართულ ოცნებას" პრემიებთან დაკავშირებითაც უჩიოდნენ...
-ვიცი. ნოდარ ხადურს პურ-მარილი დაუთვალეს. ეს კარგია. მართალია, ეს ნორმის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ კარგია. ხადურმა აქედან რაღაცეები გაითვალისწინა. იგივე ხადურს შეიძლება ძალიან არ ესიამოვნა, მაგრამ გამოვიდა და ამაზე რეაგირება გააკეთა. ხელისუფლება ამისთვის მზადაა.
-თქვენ ხშირად თქვენს დაპირებებს გახსენებენ, მაგალითად, რომ არ სრულდება "უფასო ფულის" დაპირება.
-არჩევნების პროცესში მოსახლეობას ვპირდებოდი, რომ სოფლის მეურნეობის ნაწილში დახმარებას და სუბსიდირებას გავაკეთებდი. ჩემი დაპირება იყო, რომ იქნებოდა 1-7 წლიანი კრედიტები, რომ გაკეთდებოდა 100 ახალი საწარმო, ასევე ის, რომ შეღავათიანი კრედიტები იქნებოდა. რეალურად, სოფლის მეურნეობის დარგში 800 მილიონამდე შევიდა. ამას არავინ არ ამბობს.
საზოგადოებას ეჭვი აქვს, რომ მთავრობას ვმართავ, ეს სწორი არ არის, თუმცა ეკონომიკურ ნაწილში მთვრობის დაბალ დონეზე ვთანამშრომლობ. ესეც იმიტომ, რომ ეკონომიკის განვითარება დაჩქარდეს.
მთვარობის მიერ მზადდება ძალიან დიდი პროექტი ,რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცილებით მეტ თახნებს შეიტანს. არ დავასწრებ მოვლენებს, განცხადებებს თვითონ გააკეთებენ.
როდესაც საბანკო კრეdიტში 1-3 პროცენტს იხდი, ეს ფაქტობრივად უფასო ფულია. სოფლის მეურნეობის სექტორში დასქმებულებს სამომხმარებლო კრედიტების აღება ძალიან უჭირდათ, ამ მხრივაც დიდი შეღავათებია. წინა ხელისფლებას ამის მცდელობაც არ ქონია და დღეს თავხედობა ჰყოფნით და იუმორით ამბობენ, თუნდაც „უფასო ფულის" ტერმინს.