"დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ეს თავად პუტინისგან წამოვიდა და ამით შეამოწმა, მისდამი კეთილგანწყობილი ვინაა"

კვირაზე მეტი მსოფლიო იმის გარკვევას ცდილობდა, კრემლის მბრძანებელმა სული განუტევა თუ არა. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ვოვამ მიქელ-გაბრიელთან ვიზიტი დროებით გადადო. მაინც, რას ემსახურებოდა ვლადიმერ ვლადიმერის ძისსამკვდრო-სასიცოცხლო ტრიუკი”? - ამ თემაზე უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძეს საინტერესო მოსაზრება აქვს. ამასთან, “ქართული სიტყვისექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ქართველი სპეცსამსახურელი, 21 მარტის აქციის კონტექსტში, მეგის ქარდავასთან დაკავშირებით სკანდალურ პირველად ოპერატიულ ინფორმაციას ახმაურებს და ამბობს, რომნაციონალებისამეგრელოდან ხალხის ჩამოყვანას ორგანიზებულად აპირებენ. “როგორც პირადმა წყაროებმა მითხრეს, 21 მარტს, სამეგრელოს თითო სოფლიდან, თბილისისკენ 5-5 მანქანა წამოვა, მაგრამ ხალხი მიტინგზე იმიტომ კი არ მოდის, რომნაციონალებსუთანაგრძნობს, არამედ, ფულის გამო - თითო მომიტინგეზე 100 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, მათ კვებასაცნაცებისაკუთარ თავზე იღებენ”, - აცხადებს კონსტანტინე ფორჩხიძე.      

- მართალია, გამოჩნდა, მაგრამ, ბატონო კონსტანტინე, პუტინის სიკვდილ-სიცოცხლეზე ატეხილი აჟიოტაჟი, თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა?

- რუსული სპეცსამსახურები თავიანთი მთავრობის მისამართით დროდადრო მსგავს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ატარებენ ხოლმე. როცა სახელმწიფოს პირველი პირი მედიისა და საზოგადოების წინაშე აღარ ჩნდება, სპეცსამსახურები წინასწარ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ავადაა, ან გარდაიცვალა. ყველაფერი ეს კი, პირველ რიგში, სამხედრო მაღალჩინოსნების, გენერალური შტაბისა და იმ სხვა უწყებების, ასე ვთქვათ, გამოაშკარავებისკენაა მიმართული, სადაც შეიძლება, პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ შემთხვევაში, პუტინის შემცვლელი წარმოიშვას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ეს თავად პუტინისგან წამოვიდა და ამით შეამოწმა, მისდამი კეთილგანწყობილი ვინაა. ასევე, თუ ვის აქვს ამბიცია, რომ რუსეთის პირველი პირი გახდეს.

- უკაცრავად, მაგრამ თუკი ამ თამაშების შესახებ თქვენ იცით, მას, ვისაც პუტინობის ამბიცია აქვს, არ ეცოდინება, ანუ ამბიციას არ მოთოკავს?

- ეს ის ტექნოლოგიაა, რომლითაც მსოფლიო სპეცსამსახურები საუკუნეებია, სარგებლობენ. სხვათა შორის, ასეთი თამაშები საბჭოთა ლიდერებსაც ახასიათებდათ... რუსეთში სამხედროებს უდიდესი გავლენა აქვთ და არაა გამორიცხული, რომ მომავალი პირველი პირიც სამხედრო წრეებიდან იყოს. სწორედ ამიტომაც გაჩნდა კრემლისგან კონტროლირებად რუსულ მედიაში, თუნდაც, მედვედევის სერგეი ივანოვით ჩანაცვლების ვერსია.

სხვათა შორის, პუტინს საიდუმლო სამსახური აქვს, რომელიც უშუალოდ მისი და კრემლის მმართველი ვიწრო წრის დავალებებს ასრულებს. ამ საიდუმლო, ასე ვთქვათ, დანაყოფის საქმიანობის დეტალები არც “ეფ-ეს-ბე”-ს ხელმძღვანელმა ბორტნიკოვმა იცის და არც - “გე-რე-უ”-მ.

- ასეთი საიდუმლო სამსახური ყველა ქვეყნის პირველ პირს აქვს?

- მაგალითად, აშშ-ში ამ სამსახურის ფუნქციას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ასრულებს, ისრაელში კი, - ვარაში.

- ანალოგიური უწყება საქართველოს პირველი პირების კარზეცაა?

- არა. ჩვენთან მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს.

მოკლედ, დღეს რუსეთში ფორს-მაჟორული სიტუაციაა - მთელი აქცენტი სამხედროებზე კეთდება, ანუ მათ პოლიტიკაში დიდი გავლენა, თუნდაც, აგვისტოს ომისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო აქვთ და პუტინის შესაძლო გარდაცვალებაც მათი გადამოწმების პოლიტიკაა, რომელიც შიდა მოხმარებისაა და მეტი არაფერი.

- შიდა მოხმარების როგორაა, როცა ვლადიმერ ვლადიმერის ძის შესაძლო სიკვდილზე დასავლური მედიაც წერდა...

- ამით ისინი, ვისაც უკონტროლო ამბიციები აქვთ და მომავალში პირველკაცობაზე ფიქრობენ, უფრო წახალისდნენ. პუტინმა კი, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივი გეგმა აქვს, ყველას, მათ შორის, სამხედროებისა და სპეცსამსახურთა ამბიციები ზედმიწევნით უნდა იცოდეს.

- მაშასადამე, პუტინისგაცოცხლებასრუსულ პოლიტიკურ ვერტიკალში წმენდა მოჰყვება?

- რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ეს თამაში იცით, როდის დაიწყო? - ამას წინათ, ითქვა, თითქოს სიმსივნითაა დაავადებული და კადრებიც გავრცელდა, ექიმთან როგორ მივიდა და გამოკვლევა ჩაიტარა. ისიც ტრიუკი იყო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ხელშეკრულების ხელმოწერა რომ გადადო - ამითაც გარკვეული მოლოდინები გააჩინა.

- მაინც, რა მოლოდინი?

- ლავროვმა აქცენტი რკნიგზასა და იმ სხვა პროექტებზე გადაიტანა, რომლებიც რუსეთისთვის გეოსტრატეგიულად სასიცოცხლოა. ასევე, მინიშნება “ენგურჰესთან” დაკავშირებით აფხაზებთან მოლაპარაკებების დაწყებაზე გაკეთდა.

- მინიშნება კი არ გაკეთდა, ჩვენი ვიცე-პრემიერი და, ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეენგურჰესისთემაზე აფხაზური მხარის წარმომადგენლებს შეხვდა...

- დიახ, თუ არ ვცდები, ეს შეხვედრა საბერიოში გაიმართა...

- ამით ურთიერთობის დათბობა დაიწყება?

- გააჩნია, კულუარებში რაზე შეთანხმდნენ. დარწმუნებული ვარ, აფხაზები “ენგურჰესის” კერძო საკუთრებაში გადაცემას მოითხოვდნენ. ასეთ შემთხვევაში, “ენგურჰესის” ერთადერთი მყიდველი რუსეთი იქნება, რომელიც დიდი ხანია, მოწადინებულია, რომ ეს ელექტროგენერაციის დიდი ობიექტი ხელში ჩაიგდოს. სხვათა შორის, “ენგურჰესი” საქართველოში, პრაქტიკულად, ერთადერთი ენერგო ობიექტია, რომელიც დღეს რუსეთის გავლენის ქვეშ არაა. არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ თუკი საქართველოს ხელისუფლება თანახმა იქნება, რომ “ენგურჰესი” გასხვისდეს, ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი, მეტიც, რუსეთის წინაშე სრული კაპიტულაცია იქნება!

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ აფხაზეთის შემოვლითი რკინიგზის ამოქმედების თემაც - ლავროვმა მიანიშნა, ამაზე ქართველებმა და აფხაზებმა უნდა ილაპარაკონო, მაგრამ ვკითხულობ: სასაუბროდ ვინ უნდა დასხდნენ? - ვთქვათ, ჩვენი და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები დასხდნენ, ილაპარაკეს და შეთანხმდნენ კიდეც, მაგრამ ხელშეკრულება ვინ უნდა გააფორმოს?

- ჩვენ და აფხაზებმა!

- მერე, იცით, ეს რას ნიშნავს?

- რას?

- ხელშეკრულება ოფიციალური, სამართლებრივი დოკუმენტია და თუკი ჩვენსა და აფხაზებს შორის რამე ხელშეკრულება გაფორმდება, ეს, ავტომატურად, ჩვენი მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება! ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაფერი ეს საქართველოს მთავრობისთვის გადმოგდებული სატყუარაა. ისე, ისიც ვერ გავიგე, “ენგურჰესთან” დაკავშირებით აფხაზებს კალაძე რატომ შეხვდა.

- დაგავიწყდათ, კალაძე ენერგეტიკის მინისტრია!

- რომ არ დამვიწყებია, სწორედ ამიტომ ვკითხულობ - შეხვედრაზე ამ დონის ჩინოსანი კი არა, ჩვეულებრივი ენერგეტიკოსი, ანუ წვრილფეხა ჩინოვნიკი უნდა ჩასულიყო, რომელიც ტექნიკურ დეტალებს გაარკვევდა.

- თუკი კალაძე აფხაზებთან ურთიერთობას რაღაც ფორმით დაალაგებს, ეს იმის წინაპირობა ხომ არ გახდება, რომ მან, როგორც პოლიტიკოსმა დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს და იმაზე დიდი ამბიცია გაუჩნდეს, ვიდრე აქვს?

- აფხაზებთან ურთიერთობა პირდაპირი მოლაპარაკებით გამორიცხულია. კი ბატონო, დავსხედით, მაგრამ ვის უნდა ველაპარაკოთ?

- ესე იგი, ჩვენს ურთიერთობაში მთავარი მედიატორი კრემლი უნდა იყოს?

- არა, დასავლეთი. სხვათა შორის, ასეთი მოლაპარაკებები ე.წ. ჟენევის ფორმატით დიდი ხანია, მიმდინარეობს და იმას, რაც გვინდა, სწორედ ამ ფორმატით უნდა მივაღწიოთ, თორემ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ლაპარაკი, ბოლოს, ხელშეკრულებამდე მივიდა...

- მაშასადამე, იმის თქმა გინდათ, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აიძულებს?

- დიახ, ასე გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ქვეტექსტი ასეთია...

სხვათა შორის, ახლახან რუსეთის სახელმწიფომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ 1990 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებისთვის, პრაქტიკულად, თავის არიდებას ნიშნავს.

- ამ ხელშეკრულების არსი რა არის?

- რა და, - ევროპის ერთ ქვეყანასაც არ აქვს უფლება, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე თავისი ჯარები ამ ქვეყნის თანხმობის გარეშე განალაგოს. ამასთან, ამ დოკუმენტით, რეგიონების მიხედვით, მკაცრადაა განსაზღვრული ჩვეულებრივი, მათ შორის, ჯავშანტექნიკის ქვოტები. მართალია, რუსეთი ამ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს არასოდეს ასრულებდა, მეტიც არღვევდა, მაგრამ მისი ბოლო ქმედება ცივილიზებული სამყაროს მიმართ აშკარა გამოწვევაა, რაც ახალი “ცივი ომის” დაწყებაზე მიანიშნებს. ამ ქმედებით, რუსეთმა იმასაც ხაზი გაუსვა, რომ სრული უფლება აქვს, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, ხელახალი ოკუპაციის შედეგად ჩამოყალიბებულ ე.წ. რესპუბლიკებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თავისი სამხედრო ბაზები ისე განალაგოს, რომ საამისოდ საქართველოს ხელისუფლებას თანხმობა არ სთხოვოს.

ზემოხსენებული ხელშეკრულების, ასე ვთქვათ, საფუძველზე, 1999 წელს სტამბოლში ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, საქართველოდან რუსული ჯარები იქნა გაყვანილი, ანუ საქართველოდან რუსეთის გასვლის სამართლებრივი საფუძველი სწორედ სტამბულის ხელშეკრულებამ შექმნა.

- 1990 წელს დადებულ ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოყოფა ჩვენთვის საშიში რატომაა?

- საშიში იმიტომაა, რომ კრემლს შეუძლია, აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და, სხვათა შორის, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებშიც ატომური იარაღი განათავსოს, რადგან იცის, რომ თავის სეპარატისტულ მოძრაობებს ბოლომდე ვერ დაეყრდნობა.

არაოფიციალური წყაროებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც, რუსეთი ე.წ. ოსვ-ის, ანუ სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ორივე - ოსვ1 და ოსვ2 ფორმაციიდან გამოსვლასაც აპირებს.

- “სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებარას მოიცავს?

- ეს ხელშეკრულება ჯერ საბჭოთა დროს, შემდეგ კი, ელცინის პრეზიდენტობისას რუსეთმა აშშ-სთან დადო. მისი ანულირება კი, აშკარა კონფრონტაციაზე წასვლას და “ცივი ომის” პირობებში დაბრუნებას ნიშნავს.

- ესე იგი, ეჭვობთ, რომ რუსეთი, რომელიც ატომური ქვეყანაა, მაგალითად, სოხუმში ატომურ იარაღს განალაგებს?

- ყოველ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ კრემლმა აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, მაგალითად, “S 300” შეიტანოს. სტრატეგიულად, ატომური იარაღის შეტანა, პირველ რიგში, ყირიმში აწყობს.

- “ცივი ომისდროს, მსოფლიო ცეცხლის ალში ასე მასიურად არ იყო გახვეული. შესაბამისად, თუკი ახალიცივი ომიპლანეტას სიმშვიდეს მოუტანს, ამაში ცუდი რა არის?

- “ცივი ომი” შეიძლება, დასავლეთს აწყობს, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეს, მაგალითად, საქართველოს, უკრაინას, ბელორუსსა თუ ბალტიისპირეთს ხელს არ აძლევს.

მოკლედ, რუსეთმა რუბიკონი გადალახა!

- რისი რუბიკონი?

- სახელმწიფოებრივი დაპირისპირების და ცდილობს, თავისი იმპერიული ამბიციები აღიდგინოს!

- აღიდგენს?

- ჩანს, რომ აღიდგენს - ხომ ნახეთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ანგელა მერკელთან შეხვედრისას რა თქვა, უკრაინას ლეტალურ იარაღს ვერ მივაწვდითო.

- მაშასადამე, რუსეთმა მსოფლიო შეაშინა?

- აქ შიშზე არაა ლაპარაკი. უბრალოდ, მსოფლიომ იცის, რუსეთს შეუძლია, ნებისმიერი, თუნდაც ეკონომიკური პრობლემები სამხედრო გზით გადაწყვიტოს.

- ბატონო კოტე, იმას ამბობთ, რომ კრემლს შეუძლია, თეთრ სახლს ომი გამოუცხადოს?

- ამას ვერ შეძლებს, თუმცა რუსეთისთვის “ცივი ომი” მომგებიანია.

- ყველაფერ აქედან გამომდინარე, ჩვენ რა გვეშველება?

- ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული ობიექტები უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკა რუსეთმა არ ჩაიგდოს. ამასთან, ხელი რუსეთის კავკასიურ გეოსტრატეგიულ მიზნებსაც უნდა შევუშალოთ. ყველაფერი ეს კი, პირდაპირ რუსეთის ირანთან ურთიერთობასა და აფხაზეთის რკინიგზის საკითხებს ებმევა. რუსეთს ჩვენ კი არა, სომხეთიც არ ეხატება. მაშ, აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება რისთვის სჭირდება? - ამის ძირითადი მიზანი ირანთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის წარმოებაა. ის სატრანსპორტო გზები, რომლებიც ირანთან აკავშირებს, ამ მიზნების მისაღწევად საკმარისი არაა.

- რუსეთს ამ გრანდიოზულ გეგმებში ხელი როგორ უნდა შევუშალოთ, როცა საშინაო საქმეებისთვისაც ვერ მიგვიხედია?

- სტრატეგიული ობიექტები რუსეთს არ უნდა გადავცეთ!

- კეთილი, მაგრამ, მაგალითად, “ოცნებელიგოგი თოფაძე აცხადებს, ჩვენი მიზანი დასავლეთი და ნატო არააო...

- გოგი თოფაძემ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ პოლიტიკით დამოუკიდებლობას ვერ მოვიპოვებთ.

- ბატონო კოტე, ვინ გითხრათ, რომ თოფაძეს, ტყემალაძეს და მსგავსტიპებსსაქართველოს დამოუკიდებლობა უნდათ?

- ჰოდა, თუ არ უნდათ, თოფაძემაც და ტყემალაძემაც ქუდები დაიხურონ, წავიდნენ და თავიანთ ბიზნესს მიხედონ! მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის!

- პოლიტიკიდან ბიზნესს უკეთესად აკეთებენ!

- თოფაძე რომ ხარ, უფლება არ გაქვს, ქართველი ხალხის განწყობას წინ აღუდგე! პლებისციტის მიხედვით, მოსახლეობის 90 პროცენტი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მომხრეა. ჰოდა, თოფაძეები ქართველ ხალხს უპირისპირდებიან!

- გეთანხმებით, მაგრამ ქართველი პუტინისტები ოლანდის განცხადებას იშველიებენ, ნატო არ უნდა გაფართოვდესო.

- ოლანდის განცხადება, როგორც წინა ინტერვიუში ვთქვი, იმის განმსაზღვრელია, თუ რამდენად პრინციპულები ვართ. ოლანდისა და ობამას განცხადებები ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად მყარად ვდგავართ ევროატლანტიკურ გზაზე!

- ისიც ტესტია, დასავლელი ლიდერები სააკაშვილს, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილიმიწიერი ჯოჯოხეთისმოწყობაში ადანაშაულებს, ხელგაშლილები რომ ხვდებიან?

- რუსულ იმპერიაში გვიცხოვრია და ვიცით, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები საერთოდ ანულირებულია!

- კი ბატონო, მაგრამ დასავლეთის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა, სასულიერო პირებიც ილაშქრებენ - ინტერნეტში ერთ-ერთი მოძღვრის ქადაგება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ის, ვინც უკრაინასთან მიმართებაში მხარს რუსეთს არ უჭერს, უფლის წინააღმდეგ მიდის...

- სასულიერო პირი უფალს უნდა ემსახურებოდეს და პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდეს, რადგან პოლიტიკური განცხადებები მკრეხელობაა! მოდით, რა, ჯერ ის გავარკვიოთ, რწმენას რას ვეძახით. ეს მღვდელმსახურები დააკვირდნენ, რომ პატრიარქი პოლიტიკაში საერთოდ არ ერევა და წმინდა სინოდსაც ასეთივე პოზიცია აქვს! ასე რომ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას მორჩნენ!

- კოტე ბატონო, კერძო საუბრისას მითხარით, სააკაშვილი, ორ თვეში, უკრაინაშიც აღარ იქნებაო. ამას რის საფუძველზე ამბობთ, ან რას გულისხმობთ?

- მიშა შეპირებული იყო, რომ აშშ უკრაინას იარაღს მიაწვდიდა, მაგრამ ვანო, თუ გახსოვთ, ადრეც გითხარით და ახლაც დადასტურდა, რომ ამის გამკეთებელი არაა. მიშას მხოლოდ იმ სქემების დალაგება შეეძლო, რომელი სქემებითაც საქართველოში მუშაობდა და რომლებითაც მილიონები იშოვა.

- აქცენტს იარაღით ვაჭრობის კორუფციულ სქემებზე აკეთებთ?

- დიახ, მაგრამ ამ კორუფციაზე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც აღარ მოდიან, რადგან ამ თემებზე ფედერალური ბიურო მუშაობს და სკამებს აშშ-შიც უფრთხილდებიან - იუსტიციის დეპარტამენტში ამ თემებზე გამოძიება მიმდინარეობს.

მოკლედ, უკრაინელ სამხედროებში სააკაშვილის მიმართ უკმაყოფილება მწიფდება. ამასთან, უკრაინელები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ იმან, რაც უკრაინაში მოხდა, საბოლოო ჯამში, წყალი რუსეთის წისქვილზე დაასხა და, პრაქტიკულად, იგივე შეცდომები განმეორდა, რაც 2008 წელს საქართველომ დაუშვა. უკრაინელები გონზე მოდიან და სწორედ ამიტომაც არ აცხადებს პოროშენკო საყოველთაო მობილიზაციას - იცის, რომ მობილიზაციით 3 მილიონი ადამიანი გამოვა და თუკი ომი არ გაგრძელდა, ეს ხალხი მობრუნდება და ახალ მაიდანს მოუწყობს.

- უკრაინის ხელისუფლებიდან გაშვებას მხოლოდ სააკაშვილს უწინასწარმეტყველებთ თუ სხვა ქართველებსაც?

- ახლა ერთ საინტერესო, პირველად ინფორმაციას გაგიმხელთ: მითხრეს, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით აღმოჩნდა, ანუ თბილისიდან რომ გაიქცა, თავი აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსულ ბაზას შეაფარა, რაც იმაზე მინიშნებს, რომ თავიდანვე რუსულ ინტერესებს ატარებდა. ესეც რომ არა, აფხაზეთიდან უკრაინაში ჩასვლის საშუალებას არავინ მისცემდა. აღსანიშნავია, რომ მეგის ქარდავა კიევში საქართველოდან ჩასულ ქართველებს ხვდებოდა და აკვალიანებდა. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ თავად უკრაინელებს აღარ უნდათ, რომ სამხედრო ბრიგადები მიშას მიყვანილი ხალხით დაკომპლექტდნენ. სამაგიეროდ, უკრაინაში 46-ე ქართულ-უკრაინული ბრიგადა შეიქმნა, რომელსაც თუ არ ვცდები, დათო მარტიაშვილი ხელმძღვანელობს, ოღონდ ამ ბრიგადაში ის ქართველები არიან, მათ შორის, ყოფილი “მხედრიონელებიც”, რომლებსაც “ნაციონალებთან” შეხება თითქმის არ ჰქონიათ. მოკლედ, მაქვს ინფორმაცია, რომ ორ თვეში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აღარ იქნება.

- აბა, საქართველოში დაბრუნდება?

- არა... ინტერპოლი მის ძებნას სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს...

- “ნაციონალებიიმედოვნებენ, რომ 21 მარტს ქუჩაში ბევრი ადამიანი გამოვა და ხელისუფლებას გადადგომას მოსთხოვს...

- 21-ში პატარ-პატარა შეხლა-შემოხლა იქნება, მაგრამ სერიოზული არაფერი მოხდება!

- პატარ-პატარა შეხლა-შემოხლები ახლაც ხდება...

- 21 მარტსაც ასეთი პროვოკაციები იქნება. სხვათა შორის, პირადი წყაროებისგან ვიცი, რომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში, ორივე მხრიდან, “ნაციონალები” მონაწილეობდნენ.

- ეს როგორ?

- გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ სამეგრელოში გავლენიანი “ნაციონალები” “ოცნებაში” გაწევრიანდნენ-მეთქი. ჰოდა, როგორც მითხრეს, ამ შეტაკებაშიც სწორედ “ოცნებაში” დაპორტირებული “ნაცები” აქტიურობდნენ, ანუ ეს ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო.

ისე, ცალკეულ ახალგაზრდულ მოძრაობებს მოვუწოდებ, რომ 21 მარტს “ნაციონალების” აქციაზე გამოჩენას მოერიდონ, რადგან ამით წყალს “ნაცმოძრაობის” წისქვილზე დაასხამენ და ყოფილ ხელისუფლებას კიდევ ერთ საბაბს მისცემენ, რომ აჟიოტაჟი ატეხოს. სხვათა შორის, ამ არასამთავრობოებს ძალოვანი სტრუქტურებიდან ისეთი ადამიანები მართავენ, რომლებიც ასეთ რაღაცებში საკმაოდ გამოცდილები არიან და ანალოგიურ მეთოდებს “ნაცმოძრაობის” დროსაც იყენებდნენ.

კი ბატონო, “ნაციონალებს” სრული უფლება აქვთ, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და მიტინგი ჩაატარონ, მაგრამ პოლიციამ უსაფრთხოების ნორმები უნდა უზრუნველყოს, შეტაკებები არ დაუშვას და კრებაც, როგორც იტყვიან, მხიარული დარჩება, მაგრამ თუკი შეტაკებები მოხდა, პასუხისმგებლობა პირდაპირ ზემოხსენებულ არასამთავრობოებს დაეკისრება და მომხდარი პოლიციის იმიჯზეც უარყოფითად იმოქმედებს, მით უმეტეს, დააკვირდით, ბოლო დროს რა ხდება.

- რა ხდება?

- პოლიციის მიზანმიმართული კომპრომეტირება მიდის, მათ შორის, პოლიციის რიგებიდანაც. შსს-ში კადრების სამმართველო არსებობს, რომელმაც არ უნდა დაუშვას, რომ პოლიციელი ისეთი ადამიანი გახდეს, რომელსაც პატარა გაღიზიანებაზე შეუძლია, იარაღი ამოიღოს და მკვლელობა ჩაიდინოს. ყველაფერ ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც ასეთ ხალხს პოლიციაში იღებს და მერე, აწინაურებს! ანალოგიური სიტუაცია “ნაცმოძრაობის” დროსაც იყო, მაგრამ მაშინ პოლიცია მარწუხებში იყო და როგორც კი მარწუხი მოეშვა, ყველა მანკიერება გამოჩნდა. ამიტომაც ძალოვანი უწყებების მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი კი არა, რეალური რეფორმირებაა საჭირო. რეფორმა კი, პროფესიონალებმა უნდა განახორციელონ!

- ბატონო კოტე, პრეზიდენტისა და უმრავლესობის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. მახსოვს, ჯერ კიდევ შემოდგომაზე ამბობდით, რომ გაზაფხულზე სიტუაცია კულმინაციას მიუახლოვდებოდა. კიდევ რას უნდა ველოდოთ?

- ხვალ ვითარება შეიძლება, შეიცვალოს - ხელისუფლებაში შეიძლება, ვინმე მოძლიერდეს, ზოგმა კი, შეიძლება, ისეთი შეცდომა დაუშვას, რითიც ოპოზიციას მეტ საბაბს მისცემს. ამიტომ, ყველაფერი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ ტელევიზიით გამოსვლას და ყელის მოღერებას არ ნიშნავს. ხელისუფლების უპირველესი ამოცანა პრევენციაა...

- როგორ ფიქრობთ, “ნაცმოძრაობასისხლზე შეიძლება, მართლა წავიდეს და ციხეში მყოფი თავისიანები ფიზიკურად მოიცილოს?

- გამორიცხული არაფერია.

- ამით რას მიიღებს?

- იტყვის, ციხეს ხელისუფლება აკონტროლებსო და ალბათ, იმედოვნებენ, რომ დასავლეთი განაცხადებს, ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს კლავს, მკვლელების ხელისუფლებააო.

- რა, დასავლეთი რევოლუციას მოაწყობს?

- რა, არ მოუწყვია?

- ესე იგი, სისხლს ელოდებით?

- ნამდვილად!.. სისხლი იქნება. სისხლი რომ არ იყოს, შესაბამისი კადრებია საჭირო, მაგრამ რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე პოლკოვნიკი, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი თეიმურაზ ზავარაშვილი დანიშნეს, რომელიც ჩემთვის არასაიმედო ფიგურაა.

- რატომ?

- ეს “ტიპი”, ჩემი ინფორმაციით, თავის დროზე რუსული დაზვერვის მუშაკი იყო, მერე, თურქეთში დაზვერვის სკოლა დაამთავრებინეს და ახლა, როგორც გითხარი, თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ზავარაშვილი ერთხანობას თურქეთში მუშაობდა, 90-იან წლებში შეხება პანკისის ხეობასთან და ვაჰაბიტებთანაც ჰქონდა...

- ხელისუფლება ამბობს, რომ სიტუაციას მუქად ჟურნალისტები და ექსპერტები ხატავენ, თორემ ყველაფერი კარგადაა...

- კარგად როგორაა? ცოტა ფრთხილად იყვნენ, თორემ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებენ და რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილს ნახავენ, ზოგი მერეც თქვან, ყველაფერი კარგადააო.

საერთოდ, სამართლიანად და ადექვატურად ის ხელისუფლება იქცევა, რომელიც საკუთარ ქმედებებს სხვისი თვალით აფასებს.

- ასეთი ხელისუფლება, მგონი, არ არსებობს.

- არ არსებობს, მაგრამ რაც გითხარით, ჭეშმარიტებაა. ნებისმიერი ჭკვიანი ხელისუფლება რჩევას ითვალისწინებს, თორემ უფლება აქვს, არ გაითვალისწინოს და, ერთ დღესაც ლარი 3.63 რომ გახდება, მერე, რაღაზე ვილაპარაკოთ?

- საბოტაჟზე.

- თუ საბოტაჟია და ამას გრძნობ, რას აკეთებ? - ვინმე გამოავლინე და დასაჯე? შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ის ბოროტი ძალა, ანუ “ნაცმოძრაობა” რომ გაანეიტრალო, ადექვატური მოქმედება სჭირდება, რასაც ვერ ვხედავ. მაგალითად, მეგის ქარდავაზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული და მის გადმოცემას რატომ არ ითხოვენ? - შეიძლება, ითხოვენ, მაგრამ ამას არ ახმაურებენ.

- ისე ხომ არ მოხდა, რომ კოჰაბიტაციაბიზნესდაკრიშვადიქცა?

- რა თქმა უნდა და ამას ის პიროვნებაც ხვდება, ვინც ეს ხელისუფლება მოიყვანა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დიდი ცვლილებების მომსწრენი გავხდებით.

- სად?

- უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში.