შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებული ნოდარ ე. და 1988 წელს დაბადებული ჯაბა ე. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჯაბა ე. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ნოდარ ე-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს გურჯაანში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).