რომან გოცირიძე: ახლა ეკონომიკის გამოცოცხლება გაიწირა ლარის სასარგებლოდ

რომან გოცირიძე: ახლა ეკონომიკის გამოცოცხლება გაიწირა ლარის სასარგებლოდ

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკა ამკაცრებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური პროცესი გადაიზაროდს ფასების ზრდაში. აღნიშნულთან დაგავშირებით "ჯი-ეიჩ-ნი" ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს რომან ნგოცირიძეს ესაუბრა, რომელიც გუშინ ეროვნულ ბანკს რჩევას აძლევდა.

- გაითვალისწინეს თქვენი რჩევა? დაგვიანებული ხომ არ არის?
- ამას აქა აქვს მნიშვნელობა, ვისი რჩევა გაითვალისწინეს. მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. არ იყო ნაგვიანები. არასწორი იქნებოდა ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციების დაწყება. საჭირო იყო მთავრობის მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგამა. ასევე, ეროვნული ბანკი სხვა მექანიზმებსაც ჩართავს. ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო. ამას სამწუხაროდ, მოჰყვება ეკონომიკური ზრდის შეფერხება და უმუშევრობის ზრდა. მაგრამ ის ზარალი, რაც შეიძლება ლარის შემდეგ გაუფასურებას მოეტანა, კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. ეკონომიკაში ასეა. ერთი უნდა გაწირო მეორის გადასარჩენად. ახლა ეკონომიკის გამოცოცხლება გაიწირა ლარის სასარგებლოდ. აქამდა არ უნდა მისულიყო საქმე. სწორედ ესაა ე.წ. ინკლუზიური, სოციალური, დარეგულირებული, პატრიოტული, მამობრივი, წამახალისებელი და სხვა მსგავსი ტერმინებით ნასაზრდოები ეკონომიკის შედეგი. და რა თქმა უნდა-არაკომპეტენტურობა. რამდენჯერ ვამბობობდო-ჩამოიყვანეთ ერთი-ორი უცხოელი მრჩეველი. არა, ჩვენი 41 გვყავსო. ჰყავდეთ მერე!

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ცენტრის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობას პროცესები ხელიდან გაექცა. "ნაცვლად იმისა, რომ გააუქმოს ყველა მარეგულირებელი ნორმა და არაფრისმაქნისი დაწესებულებები, რომლებიც ბოლო წლებში შემოიღო, შექმნას ჯანსაღი ბიუჯეტი, კვლავ ახალი ე.წ. წამახალისებელი ორგანიზაციების შექმნით ცდილობს ვითარების გამოსწორებას.
ახლა ეთადერთი დაგვრჩენია. სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა:
1. ასწიოს რეფინანსირების განაკვეთი
2. გაანახევროს რეფინანსირების სესხები. კეთილი ინებონ და კომერციულმა ბანკებმა ბაზარზე იშოვონ ფული. ასწიონ ანაბრის პროცენტი. მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, სადაც ბოლო ორ წელიწადში ასე გაზრდილიყოს საკრედიტო დაბანდება. "სოციალურად ორიენტირებული" ბიუჯეტით შექმნილი რესურების წყალობით.
3.გამოუშვას სადეპოზიტო სერთიფიკატები და შეამციროს ფულის მასა.
4. დაიწყოს ინტრვენციები.
5.უკიდურეს შემთხვევაში ასწიოს კომერციული ბანკებისათვის დასარეზერვებელი თანხა.
და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთდრულად.
ეს გამოიწვეს სამომავლოდ ერკონომიკური ზრდის ტემპის კლებას, უმიშევრობის ზრდას და საპროცენტო განაკვეთების მატებას.
ცუდია? კი ცუდია!
მაგრამ, რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ეს არის ე.წ. სავალუტო კრახი, რომლის შედეგები გაცილებით ცუდი იქნება!
რა ქნას მთავრობამ? წაიკითხოს და მოისმინოს ყველაფერი, რასაც ვამბობდი მთელი წლის განმავლობაში.