შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული  შიო კ. და  1992 წელს დაბადებული მამუკა ბ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში 3 მაღაზია გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები და 100 ლარამდე ფული მოიპარეს. იმავე ღამეს შიო კ-მ და მამუკა ბ-მ სოფელ ნიკორწმინდაში ავტომანქანიდან მაგნიტოფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით).