მსახიობი გია გურგულია, ბევრ სხვა ქართველთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობის” რეპრესიების მსხვერპლია. მას ჯერ ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთი წაართვეს, შემდეგ შვილი დაუპატიმრეს. ბატონ გიას, რომელსაც ახლახან 50 წელი შეუსრულდა, არ აქვს იმედი, რომ დღეს სამართალი იზეიმებს, თუმცა სჯერა, რომ გამოჩნდება მესამე ძალა, რომელიც ქვეყანაზე ნამდვილად იზრუნებს.
- უკვე ნახევარი საუკუნეა, ვცოცხლობ და დღეს ვცხოვრობ შემოსავლის გარეშე, თუ არ ჩავთვლით ერთ სერიალს, რომელშიც თვეში 4-5 დღეს თუ გადამიღებენ.
- როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი ბევრ ხელოვანს ეხმარება...
- როდესაც ვიღაცას იმას სთხოვ, რაც არ გეკუთვნის, არ არის მართებული. მეორეც - თუ ვიღაცა ყოველთვიურად გარკვეულ თანხას გადაგიხდის, - ეს ნიშნავს, რომ მასზე ხარ დამოკიდებული. და თუ ნამუსი გაქვს, ის ადამიანი ყოველთვის უნდა აქო. პოლიტიკისა და ხელოვნების ერთმანეთში ათქვეფა დაუშვებელია, მაგრამ, საქართველოს წინა მთავრობის წყალობით, ეს ასეა. ეს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. იყო მოცარტი და იყო სალიერი;იყვნენ და არიან მეფის კარზე მოღვაწე მუსიკოსები, რომლებსაც უზრუნველი ცხოვრებააქვთ, და არსებობენ თავისუფალი ხელოვანებიც, რომლებიც არც ერთ მთავრობას არემსახურებიან, მაგრამ მოცარტები არიან. მგონია, რომ მოცარტობა სჯობს სალიერობას...
- დღესაც არიან სალიერები?
- რა თქმა უნდა, მაგათ რა გამოლევს. ყველა თაობასა და ყველა მთავრობაში არიან სალიერები და მოცარტები. დღემდე ფიროსმანის საფლავი რომ არ იციან, სად არის, ერის უდიდესი სირცხვილია
... რომ არა ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავიც არ გვეცოდინებოდა. ამით იმის თქმა მსურს, რომ დღევანდელი საქართველო მე-19 საუკუნის საფრანგეთს წააგავს _ იმპრესიონისტები რომ გარდაიცვალნენ, შემდეგ დააფასეს. საქართველოში კი სულ ასეთი ვითარებაა. ჭეშმარიტი ნათქვამია: “შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო”. ვიდრე სხვა ქვეყანა არ გაღიარებს, მანამდე ძაღლად არ გაგდებენ. მახსოვს, რობიკო სტურუას, “კავკასიურიცარცის წრე” რომ დადგა, ქართველებმა დასცინეს, სპექტაკლი კი არა, ცირკიაო. როდესაცმთელი მსოფლიო შეძრა ამ სპექტაკლმა, შემდეგ ვაღიარეთ. როდესაც რუსეთში მიღებდნენ ფილმებში, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქვეყანაში არ ვიყავი ცნობილი მსახიობი, ვინც მცნობდა, მოდიოდნენ, ავტოგრაფებს მთხოვდნენ და ვგრძნობდი, რომ მაფასებდნენ. საქართველოში კიმსახიობი ყველას ფეხზე ჰკიდია.
- მოსკოვში გამართულ თბილისობის დღესასწაულზე ლელა წურწუმიას, ნინო ჩხეიძისა დანინი ბადურაშვილის გამოსვლას საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა...
- ხელოვანი ხელოვანია და პოლიტიკა - პოლიტიკა. ადამიანები ჩადიან, მღერიან. მაშინ ამერიკელიც აღარ უნდა ჩავიდეს რუსეთში და რუსი - ამერიკაში.
- საზოგადოება იმიტომ გაღიზიანდა, რომ ამ შემსრულებლებს აღიქვამდნენ, როგორც“ნაციონალების” კარზე მოღვაწე მომღერლებს, ამიტომ მოჰყვა დიდი მითქმა-მოთქმა მათჩასვლას მიხეილ ხუბტიას მიერ დაფინანსებულ კონცერტზე...
- რატომღაც ეს ყველაფერი პროვოკაცია მგონია. რაღა მაინცდამაინც “ნაციონალების” კარის მომღერლები წაიყვანეს მოსკოვში, სხვა წაეყვანათ. ამაზე ვინმე დაფიქრებულა? ამათაც ეს უნდათ, რომ ამ ყველაფერზე ილაპარაკოს ხალხმა.
- თქვენც გადაგემტერათ “ნაცმოძრაობა”?
ბაგებში ძვირად ღირებული მიწის ნაკვეთი წამართვეს, შვილი კი დამიპატიმრეს. რაც გამაჩნდა, ყველაფერი წამართვეს. მოკლედ, სურდათ, გული გაეხეთქათ ჩემთვის, მაგრამ... ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ჩემი შვილი ციხიდან გამოუშვეს, თითქმის 2 წელი იჯდა. მართალია, ქონება ვერ დავიბრუნე, მაგრამ აღარც დავეძებ. არადა, ბაგების მიწისნაკვეთი, რომელიც მე და ჯაპანას, ანუ მსახობ დათო ხურცილავას, აგრეთვე, რამდენიმემეგობარს წაგვართვეს, 7 მილიონი დოლარის ღირებულებისა იყო. ეს ნაკვეთი “ნაცებმა”მოგვიანებით ებრაელ ბიზნესმენს მიჰყიდეს. ამ ყველაფერს კი ყოფილი ვიცემერი მამუკაახვლედიანი ლობირებდა.
- სამართლიანობის აღდგენის საკითხი დღემდე მოუგვარებელია, არავის არაფერიდაუბრუნდა...
- ვინ რას დაგიბრუნებს, ისევ “ნაცებს” აქვთ თანამდებობები დაკავებული. წარმოიდგინეთ,გამომძიებელი, რომელიც დამნაშავე იყო წამლის ძალით ჩადებაში, უკანონო დაჭერაში,დღეს ისევ იმ ადგილზე მუშაობს და თავის თავს ხომ არ დააპატიმრებს?! მგონია, რომ“ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” შორის გარიგება მოხდა და იმიტომაც არიან ასეშეხმატკბილებულნი. “ნაციონალების” დამფინანსებლები გაიძახიან, კი ვუხდიდით “ნაციონალებს” ფულს წინასაარჩევნოდ, მაგრამ ახლა “ოცნებას” დავაფინანსებთო. არაფერიშეცვლილა და არც არაფრის შეცვლას აპირებენ! საზოგადოება იმასაც ამბობს, “ნაციონალებს” “ოცნების” წარმომადგენელებზე აქვთ კომპრომატები, რომელთა გახმაურებაც ხელს არ აძლევს ახალ მთავრობას და ამიტომ ხდება მათ შორის გარიგებაო. გარდა ამისა, “ოცნებას” პარლამენტში უსხედან რესპუბლიკელები, რომლებსაც ისინი აფინანსებენ, ვინც წლების განმავლობაში “ნაცმოძრაობას” უხდიდნენ ფულს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის ადამიანები, რომლებიც “ნაციონალების” პერიოდში კარგად ცხოვრობდნენ, დღესაც ძველებურად განაგრძობენ ცხოვრებას.
- ქართველმა საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს?
- უნდა გამოვძებნოთ მესამე, ახალი ძალა, რომელიც არავისთან იქნება გარიგებული დარომელიც ხელისუფლებაში მოვა. ამ ძალას ჯერ ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომაუცილებლად გამოჩნდება. ვიდრე ქვეყნი სათავეში არ მოვლენ პატრიოტები, არაფერი გვეშველება. ეს უნდა იყოს ჯგუფი, რომელსაც საკუთარი ხალხი ეყვარება. დღეს მთავრობა ხალხზე არ ზრუნავს. რაც მთავარია, დღევანდელი ხელისუფლებაც, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, ამერიკის უკანალისკენ გვიბიძგებს.
- როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილს იცნობდით, რას გაიხსენებთ მასთანურთიერთობიდან?
- ვიცნობდი, ვიცნობდი... მე და ჩემს მეორე მეუღლეს თამრიკო ფოცხიშვილს სარკელამო კომპანია გვქონდა და ვაკეთებდით როგორც ჩვეულებრივ, ასევე პოლიტიკურ რეკლამებს, მათ შორის “მოქალაქეთა კავშირისაც”. პირველი დაკვეთა მაშინ მივიღე, როდესაც სააკაშვილი შევარდნაძესთან იყო “მოქალაქეთა კავშირში”...
სააკაშვილი წარმოუდგენელი პიროვნებაა _ დასრიალებდა კიბის მოაჯირებზე, დადიოდა და ყველა კარს კალამს ურახუნებდა... ერთხელ ჩემთან ზურაბ ჟვანიამ მოვიდა მიშასთან ერთად.რაღაცას ვთათბირობდით, რომ უცებ სააკაშვილმა მთლიანად ჩაიდო კალამი პირში დაკინაღამ გადაყლაპა. ზოგმა თავში ურტყა, ზოგმა ბეჭებზე, ძლივს გადმოაგდებინეს...არანორმალურია. შემდეგ, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე ვაკეში იყრიდა კენჭს მაჟორიტარდეპუტატად, მთხოვა, მიშაც გადაიღეო. მეორედაც ისე გადამიყვანა ჭკუიდან, გამექცა,თორემ ადგილზე მივახრჩობდი. მერე ია ფარულავასთან ერთად შევხვდი მიშას და, რომეგონა, თავში წავუთაქებდი, მივესალმე და, ალბათ, ამ სალამმა დადებითად იმოქმედა,რადგან გაუხარდა.
- სააკაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, მაგრამ ექსპრეზიდენტის დაპატიმრებაჯერჯერობით ვერ ხერხდება...
- იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არასწორად ხდება და აშკარად რაღაც გარიგებებს აქვს ადგილი. წინა მთავრობასთან შედარებით ის განსხვავებაა, რომ გამიზნულად არავის აპატიმრებენ, თუმცა თავდაპირველად არც სააკაშვილი აპატიმრებდა ხალხს გამიზნულად. როგორც კი მთლიანად აიღო ხელში ძალაუფლება, დაიწყო დიქტატორობა. თუ გაუვა, ეს მთავრობაც დაამყარებს დიქტატურას. ისე, ქვეყნისთვის სასიკეთოს არაფერს აკეთებენ. სხედან და პრემიებს იწერენ.
რომ ამბობენ, “ნაცმოძრაობა” დაბრუნდებაო, რეალურად არსად წასულან. სამი კაცი რომ დააპატიმრეს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ “ნაცმოძრაობა” სადმე წავიდა. რაც შეეხება ივანიშვილს,მას სააკაშვილის ჯინი სჭირდა და გააგდო კიდეც ქვეყნიდან, სხვა რამ არ აინტერესებს.ივანიშვილი საქართველოს კეთილდღეობით რომ იყოს დაინტერესებული, იმხელაფინანსური შესაძლებლობა აქვს, ქვეყანას სწორ რელსებზე დააყენებდა.