გთავაზობთ ყარსის ხელშეკრულების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. გვესაუბრებიან ქართული დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი სიმონ კილაძე და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე.
სიმონ კილაძე:
- საქართველო-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან, უფრო მეტიც, ხშირად ორი დიდი იმპერიის სამხედრო დაპირისპირება განსაზღვრავდა ხოლმე საქართველოს ბედს. ასე იყო XVIII (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება -1792 წელს) და XIX საუკუნეებში (ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება -1829 წელს; სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება -1878წელს). საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო სან-სტეფანოს ზავი,რომლის თანახმად, რუსეთის იმპერიამ დამარცხებული ოსმალეთისაგანისტორიული ქართული ტერიტორიები (ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი და სხვ.)მიიღო. 1878-79 წლების ომის შედეგების მიხედვით კი, რუსეთის იმპერიამ ბათუმი და ართვინ-არტაანი ოსმალეთისგან კონტრიბუციის სახით მიიღო. სან-სტეფანოს ხელშეკრულებითა და, მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, დადგენილი რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი უცვლელი იყო 37 წლის განმავლობაში. პირველი მსოფლიო ომის კავკასიის სამხედრო თეატრს კორექტივები შეჰქონდა სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხებში: ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები (ბრესტის 1918წლის ზავის შედეგად), მოგვიანებით კი, ოსმალეთის დამარცხების შემდგომ(მუდროსის 1918 წლის ზავით), ბრიტანელები დაეუფლნენ, არტაანი კიპროთურქული ელემენტებისაგან ჩამოყალიბებულმა თვითმარქვია ე.წ. ყარსისრესპუბლიკამ ჩაიგდო ხელში.
თურქეთის მთავრობა მოქმედებდა 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში საქართველოსადა სომხეთთან დადებული კაბალური ხელშეკრულებებით და როგორცსაქართველოს ისტორიულ აჭარა-ტაო-კლარჯეთს, ასევე სომხურ ყარსსა დაყაგიზმანს (ანუ აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარევილაიეთებს) თავის ტერიტორიებად მიიჩნევდა. ქემალისტებმა თავიანთი ამბიცია იურიდიულადაც გამოხატეს სივასის კონგრესზე და იმხანად უკვე ინგლისელების მარიონეტად ქცეული ოსმალეთის პარლამენტი (მეჯლისი) აიძულეს, 1920 წლის იანვარში მიეღო ე.წ. ეროვნული აღთქმა - ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამდადგენილებაში თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი ბათუმის ოლქი,რომელიც დედა-სამშობლოს 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. ამასთანავე,პარლამენტმა “ეროვნულ აღთქმაში” მოსახლეობის ნების პლებისციტითგამოხატვის პრინციპიც შეიტანა. “აღთქმის” საფუძველზე პირველი პროტესტიტერიტორიების გამო თურქეთმა საქართველოს ჯერ კიდევ 1920 წლის ივლისშიგამოუცხადა, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარიდან ჯარები გაიყვანა და ბათუმიდაგვიბრუნდა, თუმცა ქემალისტების პროტესტისათვის თბილისს ჯეროვანიყურადღება არ მიუქცევია. არადა, თითქმის იგივე განმეორდა 1921 წლისიანვარშიც, როცა საქართველოს დიპლომატიური მისია სიმონ მდივნისხელმძღვანელობით ანკარაში ჩავიდა: საზღვრებზე საუბრისას მუსტაფა ქემალმა“ეროვნული აღთქმა” შეგვახსენა და მისი ტექსტი გადმოგვცაო, - ატყობინებდაქართველი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს თბილისში.
“ეროვნული აღთქმა” თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიულიდოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია ასახული თანამედროვე თურქეთისტერიტორია.
1921 წლის 19 თებერვალს თურქები მოსკოვში ჩავიდნენ, ხოლო რუსეთ-თურქეთის კონფერენცია 26-ში დაიწყო. ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და მისი აღმოსავლეთის საზღვრის აღიარება რუსეთის მიერ.
მარტის დასაწყისში, ანკარიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე, იუსუფქემალმა რუსეთის მთავრობას მოსთხოვა, რომ ბათუმი, ართვინი და არტაანი,აგრეთვე, ყარსი თურქეთის შემადგენლობაში ეღიარებინა. ამით მანოფიციალურად განაცხადა, რომ ეს ქალაქები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთსეკუთვნის...
და აი, საქართველოსათვის ასეთ დრამატულ ჟამს არენაზე გამოჩნდა კავკასიის პრობლემათა მცოდნე, რუსეთის ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი. როგორც თურქი მკვლევარები ამტკიცებენ, მოლაპარაკებისას წარმოქმნილი უთანხმოების გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ სტალინს შეუსრულებია. 9 მარტს, გვიან ღამით,ლენინმა თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა, 10 მარტსიუსუფ ქემალმა თავისი მოთხოვნები თურქეთის შემადგენლობაში ბათუმ-ართვინისა და ყარსის აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კიხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერის თარიღად 16 მარტი დაინიშნა.
- მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიებიდააცხრო?
- ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ შედეგი გვაფიქრებინებს, რომ სტალინმაპრიორიტეტი მიანიჭა ბათუმის, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესინავსადგურისა და ბაქოს ნავთობსადენის ბოლო მონაკვეთის შენარჩუნებას.თურქებს თითქოს უთქვამთ, ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ,მაგრამ გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო.
რასაკვირველია, სტალინმა კარგად იცოდა, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთი ქართული ცივილიზაციის აკვანი იყო, მას ხომ სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ისიც იცოდა, რომ თურქეთისათვის გადაცემულ ტერიტორიაზე უამრავი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო შემორჩენილი. მაშ, რატომ მოხდა, რომ შატბერდი, ბერთა,ანჩი, პარხალი და იშხანი მუსლიმანებს დარჩათ? პასუხის გაცემა ძნელია.შეიძლება სტალინი ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ დროებითია, იმჟამადაუცილებელი იყო თურქეთთან მეგობრობის შენარჩუნება, ვითარებას კიმომავალში გამოასწორებდა.
მოვლენებს თუ გავუსწრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სტალინმა მეორე მსოფლიო ომისმიწურულს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიების საკითხი მართლაცგაიხსენა და ჯერ პოტსდამის კონფერენციაზე, შემდეგ კი გაეროს გენასამბლეისსესიაზე თურქეთს ქართული და სომხური მიწების დაბრუნება ოფიციალურადმოსთხოვა...
1921 წლის 16 მარტს მოსკოვში, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ხელი უნდა მოეწერათ რუსეთ-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებაზე. სხდომათა დარბაზში შევიდა თურქეთის დელეგაცია: ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ თენგირშენქი (მეთაური), თურქეთის ელჩი რუსეთში, გენერალი ალი ფუად ჯებესოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი...
სსრკ-ის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა თურქი დიპლომატები მიიწვია მაგიდასთან, რომელზეც ხელშეკრულების პარაფირებული ტექსტი იდო. დოკუმენტს ხელი ჯერ ჩიჩერინმა და სრულიად რუსეთის ცკ-ის წარმომადგენელმა ჯელალ კორკმასოვმა მოაწერეს, შემდეგ კი - იუსუფ ქემალმა, რიზა ნურიმ და ალი ფუადიმ.
სწორედ მოსკოვის ხელშეკრულებითაა “დაბადებული” ყარსის ხელშეკრულებაც.
მოსკოვში ხელმოწერილი 16-მუხლიანი დოკუმენტის მთავარი მარცვალი პირველმუხლშია, რომელშიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარია მოცემული. “ცნებაში “თურქეთი” იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც განისაზღვრაოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ შემუშავებული 1336 (1920) წლის 28იანვრის “ეროვნული აღთქმით”. შემდეგ აღწერილია თურქეთის ამჟამინდელი საზღვარი - სარფიდან ნახიჭევანამდე. რაც შეეხება ბათუმის ოლქს, მოსკოვში ხელმოწერილი დოკუმენტის მეორე მუხლში ვკითხულობთ: “თურქეთი თანახმაა, დაუთმოს თავისი სიუზერენიტეტი საქართველოს ბათუმის პორტზე, ქალაქსა და იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მოცემული საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს, იმ პირობით, რომ: 1) ამ ადგილების მოსახლეობა ფართო ავტონომიით ისარგებლებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემის სარწმუნოებრივ-კულტურულ უფლებებს და მიიღებს ისეთ საადგილმამულო კანონს, რომელიც მათ სურვილებს ეთანხმება; 2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტით სხვადასხვა საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლება, ბაჟისა და დაბრკოლებების გარეშე, ხარჯების დაუბეგრავად”.
1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში თურქეთისა და საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვური დოკუმენტის დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა: თითქოს ყველაფერი ნათელი იყო: თურქეთმა საქართველოს ბათუმზე თავისი სიუზერენიტეტი დაუთმო, საზღვარიც სარფზე გავიდა, საშიში არაფერია, მაგრამ გავიხსენოთ “ეროვნული აღთქმა”, რომელიც დღემდე არ შეცვლილა და თურქეთის ხელისუფლება მას მოქმედ კანონად მიიჩნევს.
თურქულმა მხარემ 1922 წლის 16 მარტს ანკარაში დიდი ეროვნული კრებისდადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
- როგორ განვითარდა მოვლენები ყარსის ხელშეკრულების დადების შემდეგ?
- სულ რაღაც სამიოდე წლის წინათ ბევრ პოლიტიკოსსა და ექსპერტ-პოლიტოლოგს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება ისტორიის კუთვნილება იყო,რომ ის უიმედოდ მოძველდა და 90 წლის წინანდელი დიპლომატიურიდოკუმენტის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ, მაგრამ...ხშირად წარსულის შეცდომები თავს გვახსენებს: 2008 წლის აგვისტოშითურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, მისი ლიდერის მოსკოვურმავიზიტებმა და, როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა(თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომპრობლემა არსებობს.
საქართველომ არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ყარსის ხელშეკრულება, შეიძლება ითქვას, “უკვდავია”: ა) ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. მართალია, დღევანდელი სომხეთი ყარსის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ნახიჭევანის კუთვნილების გამო; ბ) ვიდრე არსებობს მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ თვლიან, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, გინდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, როგორც კი დამოუკიდებლობა გმოაცხადეს საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ყარსის ხელშეკრულებამ შეიძინა ავტონომიურობის გაცლებით მაღალი ხარისხი და გადაიქცა დამოუკიდებელ ხელშეკრულებად. ყარსის ხელშეკრულების ბევრი მუხლი მოძველებულია, ბევრიც შესაცვლელია მაგრამ მთავარი არის ის, რომ ყარსის ხელშეკრულება საზღვრების მომწესრიგებელი დოკუმენტია.
- ბოლო ხანს ბევრს საუბრობენ აჭარაში თურქების ფეხის მოკიდებაზე. დაიცავსკი ეს ქვეყანა ყარსის ხელშეკრულებას და არ დაარღვევს საზღვრებს?
- თურქეთი გვეუბნება, აჭარა ჩემია, მაგრამ დროებით გითმობთ და თუ რამემოხდება და არ შეასრულებთ ყარსის ხელშეკრულების პუნქტებს, ჩემთანგექნებათ საქმეო. დღეს თურქეთი მართლაც დიდი დოზით არის აჭარაში შემოსული, მუშაობენ თურქული კომპანიები და, ცხადია, რომ, რასაც ომით და იარაღით არ გააკეთებს, დიპლომატიური გზით შეეცდება. დღეს ბათუმში ქართულზე მეტად თურქულს გაიგონებსთ, ბათუმის აეროპორტიც კი მათია. უკვე ყველაფერი ხელში აქვთ და რაღაზე ვსაუბრობთ? იქ შექმნილ ვითარებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და ზომები წინასწარ მივიღოთ.
- ბევრს დავობენ ყარსის ხელშეკრულების ვადაზე...
- ამ ხელშეკრულებაში ისევე, როგორც მოსკოვის ხელშეკრულებაში ვადა არ არის მითითებული. ასე რომ, ორივე ხელშეკრულება შეიძლება, მუდმივ ხელშეკრულებად განვიხილოთ. თუმცა სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია აქვს. შესაძლოა, საიდუმლო მუხლებში იყოს ვადა მითითებული, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერავინ დაამტკიცა.
თამარ კიკნაძე:
- პარიზში ანტანტის სახელმწიფოების უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა, ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულების პირობების შემუშავებასთან ერთად, განხილულიყო სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საზღვრის დადგენის საკითხიც. ამ მიზნით, კონფერენციის უმაღლესმა საბჭომ ინგლისის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნა კომისია, რომელსაც ინგლისელი ბ. კამერერი ხელმძღვანელობდა.
სომხეთის დელეგაცია პარიზის კონფერენციაზე დასავლეთის დიდისახელმწიფოების მხარდაჭერით სარგებლობდა. სომხეთის ინტერესებისდამცველად გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი. მისი გეგმით,სომხეთის ტერიტორია უნდა გაფართოებულიყო ოსმალეთის იმპერიისაღმოსავლეთის ვილაიეთების ხარჯზე და სომხეთს უნდა მისცემოდა ზღვაზეგასასვლელი.
სომხეთის დელეგაციის აზრით, სომხეთს უნდა მიეღო გასასვლელი ტრაპზონისვილაეთში და მას უნდა მიმატებოდა საზღვაო სანაპირო ტირებოლუდანხოფამდე. მას უნდა მისცემოდა, აგრეთვე, ბათუმში გასასვლელი.
მოგვიანებით, 1919 წლის 20 აპრილს, სენ-რემოში სამი რესპუბლიკის განახლებულ მოლაპარაკებაზე, სომხეთის დელეგაციამ მოითხოვა, სომხეთს მინიჭებოდა“საკუთრების უფლება ბათუმის ოლქში გასაყვან რკინიგზაზე, ლიანდაგზე,მოწყობილობაზე”. სომხეთი, აგრეთვე, ითხოვდა რკინიგზის გაყვანის შეღავათიანპირობებს საქართველოს ტერიტორიაზე ლაზისტანის სანაპირომდე - რიზემდე,სადაც ექნებოდა საკუთარი ნავსადგური. შეთანხმება ვერ შედგა საქართველოსდელეგაციის პოზიციის გამო, რადგან მხოლოდ საქართველო მიდიოდადათმობაზე და სანაცვლოდ არაფერს იღებდა.
ყარსის ხელშეკრულების შედეგად დაკარგული ქართული და სომხური მიწების დაბრუნებაზე ლაპარაკი იყო პოტსდამის კონფერენციასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. შემონახულია სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის, საქართველოსკათალიკოს-პატრიარქის - კალისტრატე ცინცაძის წერილი გაეროს მიმართთურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე;ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ მომზადდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით) დასხვ. არქივებში შემონახულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერშემუშავებული გეგმა ტრაპიზონის, არტაანის, ართვინისა და ყარსისდაბრუნებისა და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთაობაზე; 45 წლის წინანდელ პრესაში შემონახულია ქართველი მეცნიერებისწერილი: “თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწა-წყალი”;შემონახულია, აგრეთვე, საქართველოს კომპარტიის მიერ შემუშავებულიტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობისკანდიდატთა სია. ეს ისტორიული ფაქტები სათანადოდ არ არის შესწავლილი.როგორც ჩანს, სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტერიტორიების დაბრუნება დაზემოთ აღნიშნული მასალებიც ამ პროცესის მომზადებას ემსახურებოდა.
უახლოეს წარსულამდე ყარსის ხელშეკრულებას არავინ იხსენებდა. ზოგიერთიპოპულისტი პოლიტიკოსი აჭარის ავტონომიის გაუქმებასაც კი მოითხოვდა.ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, დამახასიათებელიაქართველი პოლიტიკოსებისთვის. მათ არც კი იცოდნენ, რომ საქართველო,სომხეთი და აზერბაიჯანი ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ და რომცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია.
როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, თურქული მხარის მოთხოვნით, ყარსის ხელშეკრულება 1992 წელს ედუარდ შევარდნაძისა და სულეიმან დემირელის მიერ ხელმოწერილ “ჩარჩო ხელშეკრულებაში” იქნა გამეორებული. ამ ხელშეკრულებამ თავის დროზე მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამბობენ, რომ თურქეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დე იურე აღიარა დღეს თურქეთის მფლობელობაში არსებული ქართული ტერიტორიები.
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აქტიურად ხორციელდება რუსეთის გავლენის ჩანაცვლება თურქული გავლენით. ამას დაუმატეთ ეკონომიკური ექსპანსია და თურქი მოსახლეობის შემოსვლის ტენდენციები. ადგილს ეკონომიკურად გაჩანაგებულიქართველი მოსახლეობისა, რომელიც სარჩო-საბადებლის საძიებლად მასობრივადგადის ქვეყნიდან, ეკონომიკურად მომძლავრებული მეზობელი ქვეყნიდან (და არამხოლოდ) ჩამოსული ბიზნესმენები იკავებენ. მომრავლდა მათი ბენზინგასამართისადგურები, მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულებები. მუსლიმანი აჭარლებიცხშირად აღნიშნავენ, რომ რელიგიური ფაქტორი გარკვეული ძალების მიერ არისინსპირირებული. ოდესღაც ზნეობის მაგალითის მიმცემი ქართველი ქალიყველაზე უფრო იაფფასიან მეძავად არის ქცეული. თუ ამას თურქეთისპემიერმინისტრის მიერ გამოცხადებულ დოქტრინას დავუმატებთ, ნამდვილადგვაქვს შეშფოთებისა და დაფიქრების მიზეზი. მით უმეტეს, როდესაც ვიცითკვიპროსის მაგალითი.
- ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზეც არის საუბარი...
- ამ ხელშეკრულებაში ვადაზე არაფერი წერია, მაგრამ, თურქეთის პოზიციას თუგავითვალისწინებთ, მათ ხელს აძლევთ ამ ხელშეკრულების მოქმედება, რადგანისინი ვალდებულად თვლიან თავს, ჩაერიონ აჭარაში მიმდინარე პროცესებში, ესძალიან კარგად დაგვანახვა 2008 წლის ომმა, როდესაც რუსეთში გაიქცნენმოსალაპარაკებლად. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ თურქეთმა გამოაჩინათავისი ინტერესი და აჭარას განიხილავს თავის პოტენციურ ტერიტორიად,რომელიც დროებით არის საქართველოში.
დღეს აჭარა კვლავ რჩება რუსეთთურქეთის გარჩევის საგნად, ამიტომსაქართველომ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა უნდა აწარმოოს. დასავლეთიცდილობს, რუსეთი თურქეთით ჩაანაცვლოს, რაც საქართველოსთვის დიდისაფრთხის შემცველია. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება კი ნამდვილად არწაადგება ჩვენს ქვეყანას.